პირველ ვიდეოთამაშად ითლება 1940 წელს შექმნილი თამაში სახელად მიმატრონი. ეს უზარმაზარი მანქანა იყო, რომელიც სათამაშო აპარატს ჰგავდა და მოთამაშეს სთავაზობდა კომპიუტერთან ერთად ნათურის ჩაქრობას.

დღეს ვიდეოთამაშების ინდუსტრია 160 მილიარდ დოლარზე მეტად ფასდება.

როგორც კვლევები და ტვინზე დაკვირვებები აჩვენებს, ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინს გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში, თავსატეხების ამოხსნასა და მოტორიკაში აქტიურად ავარჯიშებს. ამის ფონზე არ წყდება მითები, თუ საფუძვლიანი ეჭვები, რის მიხედვითაც ვიდეოთამაშები ჩვენს ტვინებს აზიანებს.

პოდკასტში ვსაუბრობთ ვიდეოთამაშებზე, ტვინზე და იმაზე თუ როგორ ცვლის ეს ორი ერთმანეთს. ჩვენი სტუმარი გოჩა გოლუბიანი, ბიოლოგი და ვიდეოთამაშების დიდი ენთუზიასტი.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Apple Podcasts

Pocket Casts