Pfizer-ის მიერ შექმნილი აბები COVID-19-ით სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Pfizer წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი აბები COVID-19-ით სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს. ამას ისინი მედიკამენტის კლინიკური ცდის შედეგებზე დაყრდნობით ასკვნიან.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აბები, ექსპერიმენტული სახელწოდებით PF-07321332, ანტივირუსულ პრეპარატ რიტონავირთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სახლის პირობებში მკურნალობაში დაეხმარება, რათა მათი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ავიცილოთ თავიდან.
სპეციალისტებმა PF-07321332 გამოცადეს ადამიანებზე, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დიდი შანსი ჰქონდათ. მათ ახალი ფარმაცევტული პროდუქტისა და რიტონავირის კომბინაცია COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენიდან 3-დან 5 დღემდე პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღეს.
ასევე, იხილეთ: დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა
კვლევის წინასწარი ანალიზის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი აბებით დროულად მკურნალობის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი 89 პროცენტით მცირდება.
იმ მოხალისეთაგან, რომლებმაც პრეპარატი პირველ სამ დღეში მიიღეს, 4 კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 0.8 პროცენტს დასჭირდა, კონტროლ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო. თითქმის იგივე მონაცემებია იმ პაციენტებშიც, რომლებმაც ამ თერაპიას ოდნავ მოგვიანებით მიმართეს (1%/6.7%).
უკუჩვენება პირველ ჯგუფში შემავალი ადამიანების 19 პროცენტს აღენიშნა, ხოლო მეორე კატეგორიაში 21 პროცენტს. სხვა დეტალები Pfizer-ს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია. როგორც ცნობილია, კვლევის შედეგები მალე გამოქვეყნდება.
კომენტარები