7 ფაზა, რომელსაც გოგოები გავდივართ, სანამ ბიჭი მოგვწერს
ფოტო: Dubova / shutterstock
გოგოებს ბავშვობიდანვე გვასწავლიან, რომ არასოდეს გადავდგათ პირველი ნაბიჯი ბიჭთან ურთიერთობისას. გოგომ მხოლოდ ანკესი უნდა გადაისროლოს, წამოგება, ხმელეთზე ამოსვლა, ცეცხლის დანთება, შამფურზე საკუთარი თავის აცმა და დატრიალება, რომ ყველა მხარეს თანაბრად დაიბრაწოს, უკვე ბიჭის საქმეა.
ხანდახან გვაშინებენ კიდეც. ყველა სილამაზის სალონი გაჟღენთილია იმ ქალების ისტორიებით, ვისმა ნაცნობმაც პირველი ნაბიჯი გადადგა და შემდეგ ეს მწარედ ინანა: ის ბიჭი ნარკომანი აღმოჩნდა, ან, კიდევ უარესი, ცოლიანი, ან “იხმარა და გადააგდო”, დაურეკა და არ უპასუხა, სხვასთან შეუსწრო, “ურთიერთობისთვის მზად არ აღმოჩნდა” და ასე შემდეგ.
ამიტომ ტონალურის სწორად შერჩევასა და ლაინერის ორივე თვალზე სიმეტრიულად წასმასთან ერთად ყველა გოგო ვსწავლობთ, როგორ აღვიჭურვოთ მოთმინებით, სანამ ბიჭი, რომელიც ძალიან მოგვეწონა დაქალის დაბადების დღეზე, ფლიმარკეტზე ან ფეისბუქზე მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის გაცხარებული კამათის დროს, ბოლოს და ბოლოს მოიფიქრებს და რაიმეს მოგვწერს.
I ფაზა: სიმშვიდე
დარწმუნებული ხარ, რომ მოგწერს. ლამაზი მოკლე კაბა გეცვა, შენი მახვილგონივრული კომენტარი ოთხმა ფრენდმა დაალაიქა და ერთმა “ჰაჰაჰა”-ც კი მიაწერა. მოეწონე, ნამდვილად მოეწონე, რატომაც არ უნდა მოგწეროს? შენნაირი ლამაზი, ჭკვიანი და თან კარგი იუმორის გრძნობის მქონე გოგო ბევრი ჰყავს ირგვლივ?
ფოტო: blackguyonblonde / imgur
II ფაზა: მსუბუქი ანერვიულება
ისე ხომ ნამდვილად უცოლოა? ან გელფრენდი ხომ არ ჰყავს? ან იქნებ რაიმე საიდუმლო ურთიერთობაშია გახვეული ქმრიან ქალთან? ან შეყვარებულია ვინმე გოგოზე, რომელთანაც არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ მაინც ებღაუჭება? ან იქნებ შენი დაქალი მოსწონს? რატომ არ გწერს? შეიძლება ინტერნეტი არ აქვს უბრალოდ ან მუშაობს და სამსახურში ფეისბუქი დაუბლოკეს, მეილს კი საიდან გამოიცნობს, 14 წლისამ რომ გააკეთე puskuskuntela@იაჰუ.ორგ, ისევ იგივეს ხმარობ. თან მეილზე ვიღა სწერს ერთმანეთს, ნამიბიელი პრინცებისა და პრინცესების გარდა. ალბათ უბრალოდ დაკავებულია. შეიძლება ბებია მოუკვდა. შეიძლება ავარიაში მოხვდა. შეიძლება საავადმყოფოში წევს და ორივე ხელი მოტეხილი აქვს.
ფოტო: giphy
III ფაზა: ონლაინ სტალკინგი
ყველა გამომძიებელი, კიბერდანაშაულთან მებრძოლი, უშიშროების აგენტი და პენტაგონის ზედა ეშელონის მენეჯერი გულზე გასკდებოდა, რომ ენახა, მესამე ფაზის დროს რა ეფექტურად ეძებ ინფორმაციას ადამიანზე ონლაინ. პირველ რიგში, მოწმდება, რამდენი წუთის წინ იყო ონლაინ მესინჯერში. მერე მოწმდება მისი პროფილი, ბოლოს რა ბმული გააზიარა, რა სტატუსი დაწერა, რა ფოტოზე დაითაგა. შემდეგ ხდება საერთო მეგობრების სათითაოდ შემოწმება, თუ აქვს დაკომენტარებული ვინმესთან რამე. შემდეგ ხდება გუგლში სახელისა და გვარის რამდენიმე ვარიაციის ძიება, ასევე უძრავი ქონების სააგენტოს ვებგვერდსა და მევალეთა რეესტრში გადამოწმება. ხდება უახლოესი მეგობრების იდენტიფიცირება, ნათესავები იშიფრებიან მისი პროფილის ფოტოზე დაკომენტარებული გულიანი ძაღლუკას სტიკერებით და ყოველ შემთხვევაში, მათზეც მიდის მონიტორინგი. და ბოლოს, ყველაზე მტკივნეული და სარისკო ეტაპი: მოწმდება ყველა მისი ყოფილი შეყვარებულის პროფილი და ხდება შენი და მათი შედარებითი დახასიათება და სვოტ ანალიზი.
ის კი ონლაინაა. და ისევ არ გწერს.
IV ფაზა: თვითშეფასების ვარდნა
სავარაუდოდ, იმიტომ არ გწერს, რომ 3 კილო გაქვს მომატებული. ის კაბა არ უნდა ჩაგეცვა. ძალიან მოკლეა და მომატებული სამი კილო ნამდვილად გამოჩნდებოდა. შეიძლება ფერი არ მოეწონა. მისი ყველა ყოფილი შეყვარებული ძალიან გამხდარი იყო. შეიძლება ცხვირის გამო. ადრევე უნდა გაგეკეთებინა ოპერაცია და არ იქნებოდა ახლა პრობლემა, ეს ბიჭიც მოგწერდა და ბევრი სხვაც. ის 4-ლაიქიანი ხუმრობაც არც ისე სასაცილო იყო. მისი ყოფილი შეყვარებულებიდან ერთი ბანკში მუშაობს და წარმატებული კარიერა აქვს, შენ კიდევ ჯერ ის ვერ გაგირკვევია, რა გინდა ცხოვრებისგან. უნივერსიტეტშიც იმაზე უკეთესად შეიძლებოდა სწავლა, ვიდრე სწავლობდი. საერთოდ, რას წარმოადგენ? ვინ ხარ? რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში? რატომ უნდა დაინტერესდეს ვინმე შენთვის მოწერით? როცა ამდენი მიუწერავი გოგო დადის ისე…
ფოტო: giphy
V ფაზა: ბრაზი
საერთოდ, ვინ ჰგონია თავი? რატომ არ უნდა გწერდეს, ამდენი დრო გავიდა უკვე. ჯერ რას ჰგავს, ცოტა სიმაღლეც არ აწყენდა. წვერი რა უაზროდ ამოსდის. რანაირ მუსიკას უსმენს, არც არავინ ულაიქებს. ნამდვილად არ არის შენი ღირსი. სად ის და სად შენ. საერთოდ სხვადასხვა ლიგაში ხართ, ალბათ ამიტომაც შეეშინდა და არ გწერს. ზოგი სტატუსი ლათინური შრიფტით უწერია, მაგარი გოიმიც ყოფილა. საერთოდ რაში გაინტერესებს ასეთი ბიჭი. რომც მოგწეროს, არ უნდა უპასუხო. თავის დაფასება უნდა ისწავლო! მორჩა, აღარც ერთი წამით აღარ დაელოდები. საერთოდ წახვალ და ტელეფონს გადაიყვან ჩუმ რეჟიმზე, რომც მოგწეროს, რომ ვერ გაიგო! იქნებ უნდა დაბლოკო კიდეც!
ფოტო: giphy
VI ფაზა: კონსილიუმი
ბრაზის გადავლის შემდეგ ყველა ახლო დაქალის მობილიზება ხდება. “რატომ არ მწერს?” უკვე აღარაა კითხვა, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს და საყვარელ რბილ სათამაშოს უსვამ. საკითხი ღრმად და დეტალურად განიხილება მრგვალ მაგიდასთან, რომელსაც შენ გარდა ნინა, მაკა და თამთა უსხედან. ერთერთი დაქალი, რომელიც ახლახანს დაშორდა შეყვარებულს, ამბობს, რომ ძალიანაც კარგი, თუ არ გწერს! მაინც გულს გატკენდა ბოლოს! მეორე დაქალი გამხნევებს, რომ აუცილებლად მოგწერს. მესამე დაქალი კი აგრძელებს შენს დაწყებულ FBI საქმიანობას და ლეპტოპშია შემძვრალი, რათა დაადგინოს მისი გეოლოკაცია, აღმოაჩენს, რომ საღამოს რომელიმე პანკ-როკ-ფოლკ ბენდის კონცერტის ივენთზე წასვლა აქვს მონიშნული და ყველანი ერთად გადაწყვეტთ, რომ “ვითომ შემთხვევით” იმ კონცერტზე თქვენც წახვიდეთ.
VII ფაზა: დაკიდება
კონცერტზე მიდიხართ, რომ გულს გადააყოლო და დრო გავიდეს. ტელეფონს ერთერთ დაქალს აბარებ, რომ ყოველ წამს არ ამოწმო. საშინელ მუსიკას უსმენ, საშინელ ლუდს წრუპავ და ყოველ წამს შემოსასვლელი კარისკენ იხედები, რომ შემოვა თუ არა, მაშინვე დააფიქსირო და შემდეგ აღარასოდეს გაიხედო მისკენ. ერთი ლუდი, ორი ლუდი, სამი ლუდი. ბასისტი თვალებით გეფლირტავება, შენ უღიმი, თითქოს ისეთი საშინელი მუსიკაც აღარ არის. ტელეფონი გავიწყდება, კარისკენაც ნაკლებად იყურები.
სახლში დაბრუნებული ჩანთაში პოულობ ტელეფონს, სადაც ამონათებულია ნოტიფიკაცია.
მოგწერა!
ფოტო: watchet / photobucket
და ამის შემდეგ იწყება 7 ფაზა, რომელსაც გოგო გადის, სანამ უპასუხებს ბიჭის მესიჯს, რომლებსაც მომავალ პოსტში გაგაცნობთ.
ხოლო მანამდე, წაიკითხეთ:
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს” გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს”
გადახედვა
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა

კომენტარები