ქალთა მოძრაობა კოორდინატორ ქალებზე ზეწოლის, ფსიქოლოგიური ძალადობის, შრომითი ექსპლუატაციის შესწავლას იწყებს
ქალთა მოძრაობა პარტიული კოორდინატორი ქალების მიმართ შრომითი ექსპლუატაციის, ზეწოლის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევების მოკვლევასა და შესწავლას იწყებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობამ ისაუბრა იმაზე, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პარტიულ კოორდინატორებად ჩართული ქალების შრომითი და სხვა უფლებების დარღვევა ფართომასშტაბიანი გახდა. მოძრაობის განცხადებით, ქალებს სიღარიბის გამო უწევთ დათანხმდნენ კოორდინატორობას და ამ სამუშაოს შესრულებისას მათ ხშირად აიძულებენ სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში მონაწილეობას. მაგალითად, ხმის სანაცვლოდ ფულის დარიგებას, ზეწოლას, მუქარას და სხვა. ქალთა მოძრაობის თქმით, პარტიების მიერ ქალების მსგავს საქმიანობაში ჩართვა ქალის მიმართ გენდერული ძალადობისა და ექსპლუატაციის სპეციფიკურ ფორმა და ადამიანის უფლებების დარღვევაა.
როგორც ქალთა მოძრაობა აღნიშნავს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციისა და მისი თანმხლები 206-ე რეკომენდაციის "ძალადობის და შევიწროების შესახებ" თანახმად, სამუშაო ადგილას გენდერული ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლები უმეტესწილად ქალები ხდებიან და მის გადასაჭრელად გენდერული ხედვა და ინტერსექციური მიდგომაა საჭირო.
"აღნიშნული ქმედებები უნდა იკრძალებოდეს შრომის, ანტიდისკრიმინაციული და, სადაც საჭიროა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრევენციის მექანიზმები. ამასთანავე, წნეხის განხორციელებით, ან პირის მდგომარეობის (მაგ. მძიმე ფინანსური მდგომარეობის) გამოყენებით მისი უკანონო საქმიანობაში ჩართვა, შესაძლოა წარმოადგენდეს გენდერული ნიშნით ექსპლუატაციის სპეციფიკურ ფორმას (forced criminality), იმ შემთხვევაშიც, თუ პირს ამაზე თანხმობა ტექნიკურად აქვს გამოხატული", — აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
მათივე თქმით, საქართველოში, ზოგადად, პარტიული კულტურა გაჯერებულია გენდერული სტერეოტიპებით. ამასთან, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და მათი ჩართულობა, ძირითადად, იერარქიულად დაბალ დონეზე მონაწილეობაში გამოიხატება. სწორედ ამის მაგალითად მოჰყავს ქალთა მოძრაობას პარტიული კოორდინატორები, რომლებიც, ძირითადად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქალები არიან ან სხვა ოჯახური პრობლემები აქვთ. პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ მათ დიდ ნაწილს არ აქვს პოლიტიკურ პარტიასთან იდეოლოგიური ბმა. ქალთა მოძრაობის აზრით, ქალების ჩართულობა ამ პოზიციაზე პოლიტიკური მონაწილეობა კი არა, მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ინსტრუმენტალიზაციაა.
"რეგიონებში სიღარიბის, განსაკუთრებით, ქალთა სიღარიბის მაღალი დონის გათვალისწინებით, ბევრ ქალს უწევს დათანხმდეს ამ საქმიანობას საკმაოდ მწირი გასამრჯელოს სანაცვლოდ. ზოგ შემთხვევაში რეგიონში გარკვეული ავტორიტეტის მქონე ქალებს, მაგალითად სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს, პარტია თავად უკავშირდება და სთავაზობს კოორდინატორობას გარკვეული შეღავათების ან პრივილეგიების სანაცვლოდ. ხშირად სახელმწიფო სსიპ-ში დასაქმებული ქალები სამსახურის დაკარგვის შიშის გამო თანხმდებიან ამ სამუშაოს, რის გამოც ის იძულებითი შრომის ხასიათს იძენს", — ამბობენ აქტივისტები.
ქალთა მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც პარტიისთვის გარკვეული შეღავათის სანაცვლოდ, მხარდამჭერთა სიები პრობაციონერის დედას ან ნათესავ ქალს მიაქვს.
პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ ცხადია, არსებობენ კოორდინატორები, რომლებიც სააგიტაციო სამუშაოს პოლიტიკური შეხედულებების გამო ასრულებენ და პარტიას აძლიერებენ.
"კოორდინატორებს, ძირითადად, ევალებათ კარდაკარ სიარული, აგიტაცია, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, პარტიული დაპირებების გაცემა, ზოგჯერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. პარალელურად, იღებენ პარტიისგან სხვადასხვა დავალებას, მაგალითად, პარტიული აქციისთვის ხალხის მობილიზება, კონკურენტი პარტიის შეხვედრაზე დასწრება ხელის შეშლის მიზნით და ა.შ. ამასთან, მოვალეობის შესრულებისას კოორდინატორები ზოგჯერ ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, იშვიათად კი — ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მეტ შესწავლას საჭიროებს", — აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ უშუალოდ კენჭისყრის დღეს კოორდინატორებს ევალებათ აღრიცხონ მათსავე სიებში მყოფი ადამიანების გამოცხადება საარჩევნო უბანში, ასევე, ისინი აორგანიზებენ ამომრჩევლების მიყვანას საარჩევნო უბნებზე. ქალთა მოძრაობის განცხადებით, ამომრჩევლის ნებაზე ამგვარი ზემოქმედების გარდა, სავარაუდოა, რომ კოორდინატორები ჩართული არიან მოსყიდვის, ფულის გაცემისა და მუქარის შემთხვევებში.
"უმეტესად, კოორდინატორებთან ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორების გზით, შრომითი კონტრაქტის გარეშე ხდება, ამიტომ, რთულია მათი ზუსტი რაოდენობის და დახარჯული ფინანსური რესურსის დაანგარიშება. უნაღდო ანგარიშსწორების გამო, ეს ხარჯი არ არის გამჭვირვალე და უკონტროლოა, რაც საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკურ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას ფინანსური ანგარიშის წარდგენისას გვერდი აუარონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მათ დეკლარირებას", — განაცხადეს უფლებადამცველებმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ქალთა მოძრაობის თმით, არის შემთხვევები, როდესაც პარტია არ უხდის, ან უგვიანებს ანაზღაურებას კოორდინატორს, ვინაიდან ეს შრომითი ურთიერთობა არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ქალები კი დაუცველები რჩებიან, რაც შესაძლოა შრომით ექსპლუატაციას უთანაბრდებოდეს.
"დასაქმების არაფორმალური ხასიათი კოორდინატორებს მოწყვლადად აქცევს, რამდენადაც გამორიცხავს შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების გამოყენებას", — აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
ისინი მიუთითებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1644 მუხლზე, რომლის თანახმად, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა დანაშაულია. ხოლო 24-ე მუხლის მიხედვით, იმ პირთა ქმედება, რომლებიც კოორდინატორების რეკრუტირებას ახდენენ, შეიძლება შეფასდეს, როგორც დანაშაულის ორგანიზება, წამქეზებლობა და დახმარება. ასევე, 150-ე მუხლის თანახმად, პირის ფიზიკური თუ ფსიქიკური იძულება დანაშაულია და ითვალისწინებს სასჯელს.
ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ კოორდინატორ ქალებთან დაკავშირებული საკითხები საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. მათი თქმით, აუცილებლად ჩაატარებენ კვლევას და დაიწყებენ ამ მიმართულებით უფრო ფართომასშტაბიან მოკვლევას.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, სამართალდამცავმა უწყებებმა გამოიძიონ კოორდინატორ ქალების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულები, როგორიცაა იძულება, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი და სხვა ღირსების შემლახავი ქმედებები და გამოძიების დროს გაითვალისწინონ დანაშაულის გენდერული ასპექტი. ამასთანავე, პარლამენტი შეუერთდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციას და მის თანმხლებ 206-ე რეკომენდაციას "ძალადობის და შევიწროების" შესახებ და უზრუნველყოს მათი ღირსეული შრომის პირობები და შევიწროებისგან და ძალადობისგან თავისუფალი გარემო.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციის თქმით, მათ კოორდინატორებთან უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთონ კოორდინატორებისათვის უკანონო დავალებების მიცემა და შეწყვიტონ მათი შრომითი ექსპლუატაცია.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები