არჩევნების მეორე ტური შედგა — ცესკოს თავმჯდომარე
ფოტო: ცესკო
ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, არჩევნების მეორე ტური შედგა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და წინასწარი შედეგები გამოაცხადა.
"საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული, მიუხედავად ამისა იყო ხარვეზები, თუმცა საერთო ჯამში, არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირედი ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან პროცესზე გავლენა არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტური შედგა", — თქვა მან.
რაც შეეხება საჩივრებს, კალანადრაიშვილი თქმით, ამ წუთისთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, გუშინ სულ 272 საჩივარი შევიდა, აქედან 121 იყო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი, ხოლო 151 — საარჩევნო სუბიექტების. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, მათი უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, რის შესახებაც დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებაში ცესკო უახლოეს მომავალში წარმოადგენს.
მან ისაუბრა ბათილ ბიულეტენებზეც და აღნიშნა, რომ დეტალურად დღის განმავლობაში შეისწავლიან მას და შესაბამისი ანალიზის შემდეგ წარმოადგენენ მონაცემებს.
"არ ვფიქრობ, იქ ნამდვილად გადაჭარბებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე, თუმცა დეტალურად ჩვენ გავეცნობით, ასევე, მოვახდენთ ანალიზს სხვა წლებთან მიმართებაში, პირველ ტურთან მიმართებაში და ამის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას შესაბამისი ანალიზის განხორცილებეის შემდეგ მოგახსენებთ", — აცხადებს ის.
ამ ეტაპზე წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს. სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ ან ლიდერობენ.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
-
TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
კომენტარები