"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
პაატა აბულაძე ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამის გამო მადლობელია, რადგან მანამდე უკვირდა, რატომ არ ასანქცირებდნენ. ის ბრიტანეთისა და ევროპის მთავრობებსა და პარლამენტარებს ფეისბუქ-ლაივში უხამსად მოიხსენიებს და ამბობს, რომ სანქციას საჩუქრად მიიჩნევს.
აბულაძე ასევე მოუწოდებს აშშ-ს, მიბაძოს ბრიტანეთს და დაასანქციროს. მისი თქმით, მოსკოვში ჩასვლისას, ახლა უკვე "თავაწეული" იქნება.
"1-ლი ოქტომბერი მომილოცა ბრიტანეთმა და დამასანქცირა! ბრიტანეთის დედაც და მთელი ევროპის ზედ მიყოლებული თავისი მთავრობითა და თავისი პარლამენტარებით სულ ყველასი!
მაგრამ ერთი კარგი რამე მოხდა. კარგი ის მოხდა, რომ სულ გული მომდიოდა. ისეთ ხალხს ასანქცირებენ, რავი, ტეხავდა, რა მე რომ არ მასანქცირებდნენ, რაღაც "ნიუდობნად" ვგრძნობდი თავს.
გამიგია, რომ უკრაინელებს იქ სისხლის სამართლის საქმე აღუძრავთ, მაგრამ აი, სოდომიტებისგან ძალიან მიკვირდა, რომ მე არ მასანქცირებდნენ და მადლობელი ვარ მე ბრიტანელების, რომ დამასანქცირეს!
ჩემგან გადაეცით უღრმესი მადლობა. ამაზე კარგი "პადარკა" ცოლის, მეუღლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებთ. მოვუწოდებ ამერიკელებსაც, "ეპშტეინელებსაც", "ეპშტეინელების" ბუდეს, წყაროს, რომ მიბაძონ ჭკვიან ბრიტანელებს. ახლა რომ ჩავალ რუსეთში, მოსკოვში,იქ უკვე თავაწეული ვიქნები და უკვე რომ გამომაცხადებენ, უკვე საქმეა, გენაცვალე", — ამბობს ფეისბუქ-ლაივში პაატა აბულაძე.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ის თბილისის მერის, კახა კალაძის ნახევარდის მეუღლეა.
დღეს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანქციები საქართველოს 4 მოქალაქესაც შეეხო:
1. ქართული რუსულენოვანი ტელეარხ "სეზონი TV"-ის დამფუძნებელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს;
2. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს, მამუკა ფიფიას;
3. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველს, პაატა აბულაძეს.
4. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ირემაძეს.
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
კომენტარები