თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს
ფოტო: თიბისი
ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში არსებულ ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს, მეხილეობის ან მეფრინველეობის მიმართულებით წამოიწყოს საქმიანობა.
აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია აგრო-კომი გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. მეფრინველეობის დარგში კი თიბისი კომპანია ნუტრიმაქსთან ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.
სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდა, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობაა დამწყებთათვის, რომლებსაც აგრობიზნესის წამოსაწყებად ჯერ შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.
"ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, რომლებშიც დაბალი თვითუზრუნველყოფა გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. ამ დარგებს მიეკუთვნება მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობაც. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დამწყებ ფერმერებს გავუწიოთ დახმარება. ერთი მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში გაუწევენ მათ კურატორობას. ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, აწარმოებენ ხარჯთაღრიცხვას და მათ წარმოების საშუალებებითაც უზრუნველყოფენ. ასევე განუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებების განხორციელების ვადებს და ა.შ. მენტორები ფერმერებს თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში", — ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.
პროექტი ითვალისწინებს ისეთი ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა მოყვანა საქართველოში წარმატებითაა შესაძლებელი. ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი და გარგარი. მისი მთავარი მიზანი ადგილობრივი ფერმერების დახმარებაა, რათა მათ წარმატებით შეძლონ თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენება. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი პროდუქტით მოამარაგონ ქვეყნის მოსახლეობა და საექსპორტო ბაზრებიც აითვისონ.
ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილის დაფინანსება მთლიანადაა შესაძლებელი სახელმწიფო პროგრამა "შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში. პროგრამა სრულად აფინანსებს ძირითად საშუალებებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემების დამონტაჟება და ბაღის მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება.
მეფრინველეობის შემთხვევაში კი თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა და ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვა და განმარტოს თუ რაში დახარჯავს ფინანსურ რესურსს. ასევე, მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითადი საშუალებების დაფინანსება აქაც "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%-ის ოდენობით.
თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. პროექტში ჩართულობა და მიღებული მხარდაჭერა ფერმერებს მოტივაციას მისცემს, წამოიწყონ ის აგრობიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ.
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება ირაკლი ჭეიშვილი: ადამიანის ბედი კაბინეტებში კი არა, სასამართლოში წყდება, ღარიბაშვილი იტყუება
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
კომენტარები