ციხეებში, სავარაუდოდ, სახანძრო-უსაფრთხოების წესები არ არსებობს — ლომჯარია
ფოტო: Ombudsman
რუსთავის ციხეში პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაწესებულებებში, სავარაუდოდ, სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების ინტრუქციები არ არსებობს. ნინო ლომჯარია და მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ომბუდსმენის განცხადებით, დარწმუნდნენ, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი იყო.
"მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში, სავარაუდოდ, არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება", — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა არსებობდეს.
"ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია. აღსანიშია, რომ სახალხო დამცველის მიერ N17 დაწესებულების ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში მიიჩნეოდა საფრთხის შემცველად უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაშიც მათ შორის, ხანძრის გავრცელების რისკები მოიაზრებოდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს.
რა მოხდა
როგორც ლომჯარია პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ამბობს, ხანძრის დაწყებისთანავე პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა სამზარეულოს გვერდითა კორპუსში, დახურულ სივრცეში შეიყვანეს.
"გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, თუმცა დანარჩენი პატიმრები, ყველანი, შეიყვანეს ციხის შიგნით, ანუ კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე", — ამბობს ლომჯრია.
მისი თქმით, პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილს, ციხის სამეურნეო ნაწილში დასაქმებულებს, აქვთ შედარებით თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ლომჯარიას ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ, სამაშველო სამსახურის მისვლამდე, სწორედ სამეურნეო ნაწილის პატიმრები ცდილობდნენ გისოსებს მიღმა დარჩენილი პატიმრის გამოყვანას. სახალხო დამცველის თქმით, ამ პროცესის შედეგად გარდაიცვალა როგორც გისოსებს მიღმა მყოფი, ისე მის დასახმარებლად შესული პატიმარი.
"როგორც ჩანს ერთ-ერთი პატიმარი, დაღუპული პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა გარედან და შიგნიდანაც, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, თუმცა, სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა.
როდესაც მოვიდა უკვე სახანძრო, დაახლოებით დროს ასახელებენ 20 წუთს და შევიდნენ ისინი შესაბამისი აღჭურვილობით, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა და დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რატომ შეიყვანეს ხანძრისას პატიმრები დახურულ სივრცეში
სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ციხის ადმინისტრაციის დაბნეულობას აბრალებს. მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს გვერდითა კორპუსში პატიმრებს საფრთხე შეექმნებოდათ, ადმინისტრაცია აპირებდა მათ გადაყვანას სხვა კორპუსში. თუმცა, ნინო ლომჯარია აღნიშნავს იმასაც, რომ ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა და იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი აღნიშნული კორპუსის მიმართულებით წავიდოდა "გაცილებით მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა".
"როგორც ჩანს იყო დაბნეულობა. მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სახანძრო უსაფრთხოების წესები იყო თუ არა დაცული და რეაგირება სწორად განხორციელებული", — აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ციხის ადმინისტრაციის ეფექტიანი რეაგირება და სახანძრო უსაფრთხოების წესები ცოდნა.
"ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის პირებს, როგორ უნდა იმოქმედონ სახანძრო განგაშის შემთხვევაში. როგორც ჩანს ეს წესები და რეგულაციები არ არის განჭვრეტადი და ნათელი. როგორც ჩანს, თვითონ მშენებლობის დროსაც არ იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ციხეა, ყველგან გისოსია და ადამიანი უბრალოდ ვერ გამოვა შენობიდან თუ ასე სწრაფად გავრცელდა ცეცხლი და გაჩნდა კვამლი", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, ცეცხლი იმ კორპუსის საპირისპირო მიმართულებით გავრცელდა, სადაც პატიმრები ჩაკეტეს. როგორც ლომჯარია ამბობს, ამავე მიზეზით ხსნის ციხის ადმინისტრაცია იმას, რომ არ მოხდა პატიმრების ევაკუაცია.
როდის მივიდა სახანძრო და სასწრაფო შემთხვევის ადგილას
როგორც ნინო ლომჯარია ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებზე დაყრდნობით ამბობს, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ხანძრის გაჩენიდან 20 წუთში მივიდა. თუმცა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და შესაბამისი ჩანაწერებით დადასტურდეს.
რამ გამოიწვია ხანძარი
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ხანძრის მიზეზების დადგენა გამოძიების კომპეტენცია, თუმცა ამბობს, რომ პირველადი ვერსიით ეს შესაძლოა ყოფილიყო ელექტროენერგიის სადენებისგან გამოწვეული.
"მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, მე როგორც მითხრეს, ეს არ გაჩენილა, დიდი ალბათობით, გაზქურისგან. სავარაუდოდ ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან", — ამბობს ლომჯარია.
იყო თუ არა ციხეში ბუნტი
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ბუნტი იყო, თუმცა ამას პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებდნენ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არც პატიმრებმა დაადასტურეს.
"არავინ არ ადასტურებს. არც ერთ პატიმარს არ უთქვამს, რომ ან იყო პანიკა, ან იყო რაღაცა ემოციური მდგომარეობა [...] ამბობენ, რომ კორპუსში დაკვამლიანება არ მომხდარა და პანიკა არ ყოფილა", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
რატომ არ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს
ნინო ლომჯარიას კითხვები აქვს როგორც პენიტენციური, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურების მიმართ იმის შესახებ, რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში დროულად.
"ეს კითხვა მეც მაქვს, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა, არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გუშინვე, რომ იყვნენ დაზარალებულები ან მით უმეტეს, გარდაცვლილები. დაახლოებით საღამოს 7-ის ნახევარზე გვქონდა ბოლო კომუნიკაცია პენიტენციურთან. ვამოწმებდით, მათ შორის, ბუნტს [ბუნტის შესახებ ინფორმაციას] და როგორც გვითხრეს იყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემა არ იყო", — ამბობს ლომჯარია.
როგორ არიან პატიმრები ახლა
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა კიდევ რამდენიმე პატიმარი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ყველა მათგანს უკვე აქვს შესაძლებლობა, ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. რაც შეეხება საკვების მიწოდებას, გამომდინარე იქედან, რომ ხანძრის შედეგად სამზარეულო დაიწვა, მე-17 დაწესებულებაში საკვები მანქანებით მიიტანეს.
რუსთავში, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩნდა. დღეს დილით, იუსტიციის სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები