გერმანიაში ახლახანს გაიხსნა ქარხანა, რომელიც შექმნილია თვითმფრინავების საწვავის წარმოებისთვის — ის ამისთვის წყალს, ნახშირორჟანგსა და ელექტროენერგიას გამოიყენებს.

ახალი ობიექტი გერმანიის მთავრობის ძალისხმევის ნაწილია, რათა შემცირდეს სათბურის გაზების ემისია და საავიაციო ინდუსტრია უფრო სუფთა გახდეს, იუწყება Associated Press.

სინთეზური საწვავი იქმნება წყლისგან — წყალბადის ნახშირორჟანგთან შერევით და მარაგდება ქარის ელექტროსადგურებისგან გამოყოფილი ელექტროენერგიით. მსგავსი საწვავი გარემოსთვის ბევრად უსაფრთხოა და სათბური აირების ემისიასაც შეამცირებს.

უფრო სუფთა ჰაერი

გერმანიის მთავრობას შეუძლია იამაყოს — ეს საჰაერო მოგზაურობებიდან წამოსული გლობალური სათბურის გამონაბოლქვის 2,5 პროცენტის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის დაწვის ხანა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იქნება ფრენები და საწვავზე უარს ვიტყვით. ამიტომ გვჭირდება სუფთა და კლიმატისთვის არა მავნე საწვავი", — ამის შესახებ გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა სვენია შულზემ განაცხადა ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაზე.

თუმცა, AP-ის თანახმად, ობიექტს შეუძლია მხოლოდ რვა ბარელი სინთეტიკური საწვავის წარმოება ყოველდღიურად, რაც საკმარისია მხოლოდ მცირე სამგზავრო თვითმფრინავის შესავსებად ყოველ სამ კვირაში. ამის საპირისპიროდ, კომერციულმა ავიაკომპანიებმა გამოიყენეს სულ 95 მილიარდი გალონი საწვავი 2019 წელს.

და მაინც, ეს ახალი ქარხანა ძალიან პერსპექტიულია. თუ მსგავსი ობიექტები უფრო მეტი იქნება, მათ შეეძლებათ დიდი ცვლილება მოახდინონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.