თბილისის საგზაო იერარქია
ფოტო: Oscar F / 500px
ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვყიდულობ მანქანას. რატომღაც მოლოდინი არსებობს, რომ თუ სტაბილური შემოსავალი გაქვს და საქმიანი ადამიანი ხარ, მანქანაც უნდა გყავდეს. ასეთ დროს ვპასუხობ, რომ არ მინდა, პრობლემის ნაწილი გავხდე. პრობლემა კი მართლაც არსებობს: გადატვირთული ქუჩები, მუდმივი საცობები, იმაზე ნერვიულობა, მოახერხებ თუ არა სადმე გაჩერებას და თუ მოახერხებ, დაგხვდება თუ არა ავტომობილი მთელი, როცა დაბრუნდები.
ამას ემატება თბილისის ქუჩების სრულიად აუხსნელი დინამიკა, რაშიც ზუსტად ვიცი, რომ ბუნებრივად ვერ ჩავეწერები. ამ მიზეზების გამო მანქანაზე ფიქრს მაშინვე უკუვაგდებ ხოლმე, მაგრამ იმ ადამიანებისაც მესმის, როგორღაც რომ მოუყრიან თანხას თავს თანხას და პირველ რიგში მანქანას ყიდულობენ.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უფრო დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. ავტობუსში ხშირად მხოლოდ უკანა კარიდან არის შესაძლებელი ასვლა და როგორღაც უნდა გაჭრა გზა ავტობუსის შუაგულამდე, რომ ბილეთი აიღო, ამ პროცესში ათასი მუჯლუგუნი გხვდება და ათას ადამიანს აწუხებ. მერე ცოტა ხანი ჰაერში დგახარ და გაჩერებაზე უბრალოდ ადამიანების გუნდს ჩაჰყავხარ ქვემოთ. სამარშრუტო ტაქსიში ასვლა თუ გინდა, მოკუნტვისთვისაც უნდა იყო მზად. გარდა ამისა, ზუსტად არასდროს იცი, როდის ჩამოივლის ესა თუ ის ნომერი. ორივე ეს ტრანსპორტი თბილისისთვის შეუფერებლად ადრე წყვეტს მუშაობას. შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია მეტრო, მაგრამ მეტრო ყველგან არ მიდის და პიკის საათში მატარებლებში სუნთქვა ძალიან ჭირს.
როცა ამ თემაზე ვწუწუნებთ ადამიანები, რომელთაც ამ თემაზე წუწუნის ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ყოველთვის გამოხტება ვიღაც არამკითხე და შემოგთავაზებს, ფეხით იარო. დისტანციასაც არ აქვს მნიშვნელობა, ეგრევე გამოგიწერენ ხოლმე რეცეპტს და საკუთარი სიბრძნით კმაყოფილები უჩინარდებიან. ხანდახან იმასაც ამატებენ, რომ "უცხოეთში" ყველა ფეხით დადის. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თბილისში ფეხით სიარული. იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი, ქალაქის ანატომიაზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა.
ალბათ ხშირად მოგისმენიათ მძღოლების წუწუნი: "როგორ მეზიზღება, გზას რომ დაუთმობ და მიზოზინობენო. გადადი რა დროზე!" არა, მეგობრებო, არ მიზოზინობენ, უბრალოდ ფეხსაც არ უჩქარებენ, რადგან მათი გზაა და ზოგადად ამ ტემპით დადიან.
ქვეითი თბილისის ქუჩის იერარქიის ყველაზე დაბალი საფეხურია და ამაში დიდწილად საბჭოთა კავშირიც არის დამნაშავე.
სწორედ საბჭოთა კავშირის დროს გადაწყდა, რომ ქუჩები მანქანიან ადამიანებს ეკუთვნით. თბილისის მთავარი გამზირი რამდენიმეზოლიან სამანქანო მოძრაობაზეა გათვლილი და უზარმაზარ მონაკვეთზე ერთი შუქნიშანიც კი არ არსებობს. სამაგიეროდ, გაყოლებაზე გხვდება რამდენიმე მოუწესრიგებელი და სუნიანი მიწისქვეშა გადასასვლელი. სუნი, რა თქმა უნდა, გადაადგილებაში ხელს არ გიშლის, მაგრამ საქმე ისაა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები სოციალური დიფერენციაციისთვის კარგი ილუსტრაციაა.
დასავლეთ ევროპის ქალაქებში მიწისქვეშა გადასასვლელებს იშვიათად თუ შეხვდებით, ქუჩები ისეა დაგეგმარებული, რომ აქცენტი ფეხით მოსიარულე ადამიანის კომფორტზე კეთდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მანქანისთვის ადვილია, აინაცვლოს ზემოთ ესტაკადაზე, ან გაძვრეს გვირაბში, ფეხით მოსიარულისთვის კი ეს რთული შეიძლება იყოს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქი მხოლოდ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ადამიანებს არ ეკუთვნის. არსებობენ ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მოხუცები, რომელთაც კიბეებზე ჩასვლა და ამოსვლა უჭირთ და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები, რომლებიც შვილებს საბავშვო ეტლით ასეირნებენ. მათი ინტერესები "მიწისქვეშა გადასასვლელებზე" ორიენტირებულ ქალაქს საერთოდ არ ადარდებს.
ქუჩის მეორე მხარეს მოსახვედრად არსებობს ზებრებიც, სადაც ასევე კარგად ვლინდება, ვინ არის ბოსი. გზას იშვიათად გითმობენ. იგივე ხდება მაშინაც, როცა შუქნიშანზე მწვანეა ანთებული. გვერდითა ქუჩიდან მანქანები უწყვეტად უხვევენ და ამასობაში მწვანეც იცვლება წითელი შუქით. თუ სასწაული მოხდა და გზა დაგითმეს, ყველა წამს გითვლიან. ალბათ ხშირად მოგისმენიათ მძღოლების წუწუნი: "როგორ მეზიზღება, გზას რომ დაუთმობ და მიზოზინობენო. გადადი რა დროზე!" არა, მეგობრებო, არ მიზოზინობენ, უბრალოდ ფეხსაც არ უჩქარებენ, რადგან მათი გზაა და ზოგადად ამ ტემპით დადიან. თქვენ გეჩვენებათ ზოზინად, რადგან ძალიან გეჩქარებათ. არავინაა ვალდებული, გზა სირბილით გადაკვეთოს, რაკი თქვენ კეთილი ნება გამოიჩინეთ, თუმცა მადლობა, რომ სხვებივით ველური არ ხართ.
მიწისქვეშა გადასასვლელებზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა ის მეტალის კონსტრუქციებიც უნდა ვახსენოთ, ქალაქში რომ გაჩნდა მოძრაობის განსატვირთად. როგორც ჩანს, სადაც ქვემოთ ჩასვლა ვერ ხერხდება, ზემოთ უნდა აინაცვლო, რომ მანქანები არ შეაფერხო. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ეს გადასასვლელები ვითომდა ადაპტირებულია. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ისარგებლოს ეტლში მჯდომმა ადამიანმა ამ რელსებით? რა სიჩქარეს აკრეფს, თუ ზემოდან ეტლით დაეშვება? ზამთარში საფეხურები იყინება და გადასასვლელი ხიდები სრულიად უსარგებლო ხდება. ამ ხიდებზე არავინ ადის.
კანონდარღვევები ძვირფას მანქანებს უფრო ეპატიებათ, რადგან პატრული დაჯარიმებისას ფრთხილობს, ვაიდა, ვინმე არასწორი ადამიანი შემოეჯარიმოს.
რაკი გზას ვერ ვკვეთთ, მოდით, ქუჩის ერთ მხარეს ვიაროთ. ესეც ერთგვარი აკრობატიკაა. ტროტუარზე მანქანებია დაპარკინგებული, ხანდახან - კანონის დარღვევით, ხანდახან კი - კანონის დაცვით. ჭავჭავაძეზე ტროტუარის ნაწილზე პარკინგი ნებადართულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის მოძრაობაც ნებადართულია. თუ არ იმოძრავა, ისე როგორ დაპარკინგდება? ხშირად ხდება, რომ შენთვის მიდიხარ სავალ ნაწილზე და უკან მანქანა მოგყვება, რომელიც მოუთმენლად ასიგნალებს და გმწყემსავს. ასეთ სცენას მსოფლიოს ბევრ ქალაქში ვერ ნახავთ.
ვისაც არ ეზარება, ყველა ზღუდავს მოძრაობას ფეხით მოსიარულეებისთვის. სამშენებლო ღობეები გაიძულებენ, საავტომობილო ნაწილზე იარო, ქვაფენილი ანგრეულია, ისეც ხდება, რომ ფეხით სავალი გზა უეცრად წყდება და მანქანების პირისპირ გტოვებს - თბილისში ფეხით სიარული რთულია, ძალიან რთული.
იერარქიულ კიბეზე ქვეითებს უტოლდებიან ორბორბლიანი ტრანსპორტის მფლობელები, უფრო მაღლა მარშრუტკები, ავტობუსები და ტაქსები დგანან. ამას მოჰყვებიან მარჯვენასაჭიანი მანქანები, პატარა მანქანები და ძველი მოდელები. კიბის თავში კი დიდი გემები არიან, რომლებსაც მთელი ქალაქი თავისი ჰგონიათ. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანები მანქანის შეძენას ჩქარობენ. თბილისში მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა, სტატუსის ნიშანიცაა. მანქანის ფასი კი სხვადასხვა ფაქტორზე მეტყველებს. რაც უფრო დიდი და მასშტაბურია მანქანა, მით მეტად ყვირის: "აი, მე თავი დავაღწიე ფეხით სიარულის ტანჯვას".
ყველა ფეხით მოსიარულე დამეთანხმება, რომ რაც უფრო ძვირფასია მანქანა, მით უფრო იკლებს შანსი, გზა დაგითმოს. ამ მანქანის პატრონები ქუჩაშიც თავხედურად ექცევიან სხვა მძღოლებს, გამუდმებით უჭრიან გზას და ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას. კანონდარღვევებიც უფრო მეტად ეპატიებათ, რადგან პატრული დაჯარიმებისას ფრთხილობს, ვაიდა, ვინმე არასწორი ადამიანი შემოეჯარიმოს. ამის გამო ხდება, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პირველი ნაბიჯი დიდი და მასშტაბური სამსახურეობრივი მანქანის შეძენაა. მღვდლებიც ამიტომ დადიან პრადოს ჯიპებიც. ყველამ უნდა იცოდეს, ვის რა ადგილი ეკუთვნის.
საქმე რომ უბრალოდ დისკომფორტს შეეხებოდეს, ალბათ, ამდენს არ ვისაუბრებდით ამ თემაზე, მაგრამ პრობლემა, რომელიც იმით დაიწყო, რომ ქუჩებში ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება რთულია, მახინჯ და საშიშ ფორმებს იღებს.
ამ პრობლემას ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. დღეს აღმაშენებლის ხეივანზე გაჩერებაზე მდგომი ბავშვს მანქანა დაეჯახა და მოკლა და მთავარი დამნაშავე ამ ამბავში სწორედ საგზაო წესრიგის არარსებობაა. არ დააჯარიმებ იმაზე, რომ არასწორად პარკინგდება, არ დააჯარიმებ იმაზე, რომ საცობში მიძვრება, რომ ზოლს დაუდევრად იცვლის, სიჩქარეს ამეტებს, საჭესთან მთვრალი ჯდება და ის მძღოლიც იფიქრებს, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
სწორედ შერჩევითი თვალისდახუჭვისა და "ჯიგრული" ანგარიშგაწევის გამო იღუპებიან ადამიანები. თვითკმაყოფილებას დამატებული დაუსჯელობის სინდრომი ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. სამწუხაროდ, შუალედური მიდგომა არ არსებობს. ან გვექნება მკაცრი სიტუაცია გზებზე ან იქნება ისე, როგორც ახლა არის.
ახლა კი საქმე ძალიან ცუდადაა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები