პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისში სისტემურად გაცემენ დაზიანებულ ბიულეტენებს. მისი თქმით, იგეგმება, რომ შემდეგ ეს ბიულეტენები გააბათილონ.

"რამდენიმესაათიანი დაკვირვების შედეგად როგორც მთელ ქალაქში, ასევე კონკრეტულად გლდანში სისტემურად ფიქსირდება დაზიანებული ბიულეტენების გაცემა. დაზიანება ხდება მოხევის დროს, რაც მთავარია, როდესაც ამომრჩეველი მიმართავს, რომ დაზიანებული არ მისცენ, ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა არ არის. გვაქვს ინფორმაცია რომ ამის საფუძველზე მერე აპირებენ, რომ გააბათილონ ეს ბიულეტენები.

რეალურად, კანონის მიხედვით, როდესაც ამომრჩევლის ნება არის დაფიქსირებული და იკითხება, არ უნდა გაბათილდეს, მაგრამ საფრთხე იმისა, რომ ზოგადად გაყალბებას მიდრეკილი არჩევნების დროს, შეიძლება გააბათილონ და ამით დაწიონ ოპოზიციური ხმები. ამიტომ მე მოვედი ოლქის თავმჯდომარესთან, რომ დარეკოს და მისცეს ინსტრუქცია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და ბიულეტენები მისცენ მთელი, დაზიანების გარეშე", — ამბობს ხოშტარია.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ყურადღება მიაქციონ დაზიანებულ ბიულეტენებს.

დროამ აქამდეც გაავრცელა დაზიანებულ ბიულეტენებზე ინფორმაციას.