თუ საქმე არბიტრაჟში წავა, ასობით მილიონი დაუჯდება სახელმწიფოს — აბრამიშვილი ნამახვანჰესზე
ფოტო: Facebook
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ თუ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას დაიწყებს, ეს სახელმწიფოს ასობით მილიონი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ აბრამიშვილმა On.ge-სთან ისაუბრა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ნამახვანჰესის ინვესტორმა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაასახელა.
გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ამ პროექტის ჩაშლით საქართველო დაკარგავს 800 მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაზარალდება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი.
"ძალიან სამწუხარო ამბავია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საინვესტიციო კლიმატისთვის და ზოგადად, ენერგეტიკაში განხორციელებული ინვესტიციებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითი სიგნალი იქნება, თუ ასეთი რეპუტაციული კომპანია დატოვებს ჩვენს ქვეყანას და ასეთი სტრატეგიული პროექტი დარჩება აუშენებელი.
სამწუხაროდ, ლოგიკურად, არბიტრაჟისკენ მიდის საქმე. ეს ერთის მხრივ დაუჯდება ასობით მილიონი დოლარი ჩვენ სახელმწიფოს. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ გარდა ამ ჯარიმებისა, რისი გადახდაც მოუწევს სახელმწიფოს, 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია არ ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყნის ეკონომიკიდან ჩვენთან არ მოხდება ამ თანხის როტაცია. ამასთან, არ დასაქმდება 2 000-მდე ადგილობრივი, ჩვენი მოქალაქე", — ამბობს აბრამიშვილი.
გიორგი აბრამიშვილი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზეც აკეთებს აქცენტს და იმპორტზე დამოკიდებულების ზრდასაც პროგნოზირებს. მისი შეფასებით, მსგავსად 90-იანი წლებისა, ქვეყანა შესაძლოა ელექტროენერგიის გრაფიკით მოხმარების პრაქტიკას დაუბრუნდეს.
"ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 22% იყო ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ძალიან სწრაფი ზრდა არის. საბოლოო ჯამში, ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, ტექნიკური საშუალება არ გვეყოფა იმისთვის, რომ ამდენი ელექტროენერგია შემოვიტანოთ და გადავალთ გრაფიკებზე — ყველას გვახსოვს 90-იანი წლები. არ ვუტრირებ, დანამდვილებით ეს მომავალი გველოდება, თუ ასე გავაგრძელეთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს არის პროექტი, სადაც მთავრობამ თვითონ გამოაცხადა ტენდერი ინვესტორების მოსაზიდად. 26-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ტენდერში და გამარჯვებული ამდენი წლის განმავლობაში ცდილობს განახორციელოს პროექტი და ვერ განახორციელა", — ამბობს აბრამიშვილი.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ პროექტის განხორციელების სურვილს სხვა კომპანია გამოთქვამს, ის გაცილებით მეტ გარანტიას მოითხოვს, რაც სახელმწიფოს ბევრად ძვირი დაუჯდება.
"მე ვერ წარმომიდგენია, რომ მომავალში ვინმე შეძლებს ამ პროექტში ინვესტიციის განხორციელებას. თუ თეორიულად მაინც შესაძლებელია, ბევრად ძვირი დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას, რადგან ბევრად მეტ გარანტიას მოითხოვს ინვესტორი სახელმწიფოსგან", — აცხადებს აბრამიშვილი.
გიორგი აბრამიშვილი მედიაციის პროცესში ევროპის ენერგო გაერთიანების ჩართვის შემდეგ ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მოლაპარაკებების დატოვებას უარყოფითად აფასებს. ის ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ყველა კითხვას პასუხი გასცემოდა.
"მედიაციის პროცესში, იმისათვის, რომ ყველა კითხვაზე გაცემულიყო პასუხი, ყველაზე რეპუტაციული საზოგადოება, ევროპის ენერგო გაერთიანება ჩაერთო ამ პროცესში. შესაბამისად, საქმე მივიდა იქამდე, რომ შერჩეულიყო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებსაც ეკოლოგიური, ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით უნდა შეეფასებინათ ეს პროექტი და პასუხები გაეცათ მის ავკარგიანობაზე. სწორედ ამ დროს ტოვებს რადიკალური პროტესტის მხარე მედიაციას.
ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხები. შესაძლებელია, ეს ყოფილიყო ბოლო წვეთი კომპანიისთვის, რადგან მათაც ჰქონდათ იმედი, რომ კონტრუქციულ ჭრილში და საგნობრივ დისკუსიაში მოხდებოდა შესვლა. იმედს ვიტოვებ, რომ მაინც არსებობს სივრცე მოლაპარაკებისთვის და შეძლებს და გამოიყენებს ყველა რესურსს მთავრობა, რათა მოლაპარაკება აწარმოოს კომპანიასთან", — ამბობს აბრამიშვილი.
ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა უწყვეტად აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რიონის ხეობაში არაერთხელ გაიმართა აქციები. თავდაპირველად აქტივისტები ჰესის მშენებლობას სოფელი ნამოხვანიდან აპროტესტებდნენ, მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. ისინი ამბობდნენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო. მოგვიანებით მათ აქციები გამართეს თბილისშიც.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობდა ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
"ვალდებულებათა უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას", "საჭიროა დამატებით შეფასდეს შესაბამისი უწყებების მიერ", "მოკლებულია ლოგიკურ საფუძველს" — ეს ფრაზები, რომელიც 25 მაისს გასაჯაროებულ დოკუმენტში იკითხება, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი ეკონომიკის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნათია თურნავას მისწერა.
დოკუმენტი, რომელიც მთის ამბებმა გაასაჯაროა, 2019 წლის 30 მარტით არის დათარიღებული, ანუ ენკასა და მთავრობას შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე დაახლოებით 1 თვით ადრე და სწორედ ამ ხელშეკრულების მიზანშეწონილობას განიხილავს. კერძოდ, დოკუმენტი მოიცავს 22 პუნქტს, რომელშიც განხილულია ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობები და მუხლები, რომელიც სჯობს დაზუსტდეს ან შეიცვალოს.
17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვენჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 3-თვიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასთან მედიაციის პროცესი დატოვეს. მედიაცია პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობდა. მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ დისკუსიებში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება 24 აპრილს გაასაჯაროვა.
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
კომენტარები