სულ მალე შავ ხვრელს პირდაპირ გადაიღებენ
შავი ხვრელი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია. ის, პირდაპირი გაგებით, ნულზე გაყოფაა, რომელიც ცაში ხდება. ადგილი, სადაც ალბერტ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის მათემატიკა მწყობრიდან გამოდის. ამ მკვრივ ბეჰემოტებს იმდენად ძლიერი გრავიტაციული ველი აქვთ, რომ დრო ჩერდება და მომავალი მიმართულია ცენტრისაკენ.
სინათლის სიჩქარე სამყაროში ზღვრული სიჩქარეა. მასზე სწრაფად ვერავინ და ვერაფერი იმოძრავებს - აგვიკრძალა აინშტაინმა. მაგრამ შავი ხვრელის მონსტრული გრავიტაციისგან თვითონ სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. თუმცა შავი ხვრელის სურათი არასოდეს გადაუღიათ. მეცნიერებს კი ამის შეცვლა სურთ.
The Event Horizon Telescope, ან EHT, პლანეტის გარშემო განლაგებული დაახლოებით ათი რადიოტელესკოპის ქსელია, რომლებიც დასინქრონებულია ყველაზე ზუსტი ატომური საათებით და პირდაპირაა მიმართული ჩვენი გალაქტიკის ცენტრისაკენ.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ აქ არის ზემასიური შვი ხვრელი, რომელიც ჩვენს მზეს მასით 4 მილიონჯერ აღემატება. მას მშვილდოსანი A* ეწოდება და ირმის ნახტომის ბრუნვის ორბიტის კვების წყაროა.
ეს ტელესკოპების ქსელი გიგანტური გალაქტიკა M87-ის გულსაც შეხედავს, სადაც ბევრად უფრო მასიური შავი ხვრელი მდებარეობს. ისინი ერთად გადაიღებენ მშვილდოსანი A*-ს ყველაზე მაღალი გარჩევადობის ფოტოებს. ამ ობიექტის შესახებ ძალიან ცოტა რამე ვიცით.
ამ ტელესკოპებით მოგროვებული მონაცემები 2 პეტაბაიტი (2048 ტერაბაიტი) იქნება ერთ ღამეში - ეს ტევადობა საკმარისია, რომ 2 მილიარდი ადამიანის სრული გენომი მოათავსო.
„ეს იქნება კაცობრიობის არსებობის მანძილზე ისტორიული დაკვირვება. [მშვილდოსანი A*-ს] ეს ფოტო, რაც უნდა გამოისახოს მასზე, იმ ფოტოების ტოპ ათეულში შევა, რაც კი ოდესმე გადაუღიათ“. - ამბობს გრენტ ტრემბლეი, ასტროფიზიკოსი იელის უნივერსიტეტიდან.
ნამდვილი ფოტოები შესაძლოა არ გადამუშავდეს და გამოქვეყნებისთვის მზად შემდეგ წლამდე არ იყოს, მაგრამ ეს სიმულაციები ნიშნავს, რომ მკვლევართა გუნდს აქვთ გარკვეული წარმოდგენა, რა უნდა დაინახონ.
შავი ხვრელის გარშემო არსებული ინტენსიური გრავიტაციის ქვეშ სინათლის სხივიც კი მახინჯდება. შავი ხვრელის იმ მხარემ, რომელიც დედამიწისკენ ბრუნავს, უნდა გამოაჩინოს სინათლის კაშკაშა ნამგლისებური ფორმა, შეფუთული მისი კიდეების გარშემო, ხოლო დედამიწისგან მოშორებული მხარე ბევრად უფრო მკრთალი იქნება.
თანამედროვე ფიზიკაში არსებული ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო არის, თუ როგორ უკავშირდება აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია (რომელიც აღწერს ძალიან დიდი ობიექტების ქცევასა და გრავიტაციას) კვანტურ მექანიკას (მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესების აღმწერი მიმართულება).
ერთად დაველოდოთ ასტრონომების ამ ისტორიული დაკვირვების შედეგებს. ისღა დაგვრჩენია, წარმატებები და შავი ხვრელის საიდუმლოების ამოხსნა ვუსურვოთ. დაკვირვებები დღე-დღეზე, ამ კვირაში დაიწყება.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები