თეგეტა მოტორსში განსაკუთრებული აქციები სექტემბერშიც გრძელდება
აგვისტო გავიდა, მაგრამ თეგეტა მოტორსში მთავარი საზაფხულო აქციები სექტემბერშიც გრძელდება!
მათთვის, ვინც წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში ავტომობილის შემოწმება და გამართვა ვერ მოასწრო და თეგეტას მთავარი საზაფხულო აქციებით ვერ ისარგებლა, კომპანია განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და სხვადასხვა ხელსაყრელ შეთავაზებას სექტემბერშიც აგრძელებს. თეგეტაში დაადასტურეს, ზაფხულის მთავარი აქციების უმეტესობა შემოდგომის პირველ თვეშიც იმოქმედებს.
სექტემბრის აქციების ფარგლებში ავტომფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით სერვისზე, ზეთებზე, ფილტრებზე, საბურავებზე, აკუმულატორებსა და ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებზე. რაც შეეხება შეთავაზებების დეტალებს და ფასებს:
სერვისი: 20-პროცენტიანი ფასდაკლება
მსუბუქი ავტომობილების მფლობელები სექტემბერში ნებისმიერი ტიპის სერვისზე 20-პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებენ. აქციით სარგებლობა შესაძლებელია სამუშაო დღეებში.
ზეთები: Shell-ის აქცია და ექსკლუზიურად დაბალი ფასი Champion-ის ზეთებზე
ავტომობილის ძრავის ზეთის შეცვლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია — განსაკუთრებით თეგეტა მოტორსში, სადაც უმაღლესი ხარისხის ზეთების დიდი არჩევანია.
30 სექტემბრის ჩათვლით, პრემიუმ-ხარისხის ზეთების მწარმოებელი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდის, Shell-ის პროდუქციაზე იმოქმედებს აქცია 4+1, რაც იმას ნიშნავს, რომ Shell-ის 4 ლიტრი ზეთის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით ერთ ლიტრს საჩუქრად მიიღებს.
სექტემბრის ბოლომდე იმოქმედებს აქცია Toyota Prius-ისა და Toyota Aqua-ს მფლობელებისთვის ძრავის ზეთებსა და ფილტრებზე. კონკრეტულად: Champion-ის 4 ლიტრი ზეთი (ჰიბრიდი 0w20) და ფილტრი მხოლოდ 65 ლარი ეღირება, ხოლო ამავე ბრენდის 5w30 ზეთი და ფილტრი კი — მხოლოდ 55 ლარი.
ფილტრები: ფასდაკლება MANN-ის და FILTRON-ის პროდუქციაზე
ავტომობილის ნებისმიერ ფილტრზე თეგეტა მოტორსში ცალკე აქცია მოქმედებს. 15 სექტემბრამდე, 15-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება ისეთი ბრენდების საავტომობილო ფილტრები, როგორებიცაა გერმანული Mann და პოლონური Filtron. აღნიშნული ბრენდების სრული ასორტიმენტი ფასდაკლებით ხელმისაწვდომია თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში და თეგეტას ონლაინ მაღაზიაში (tegetashop.ge).
საბურავები: განსაკუთრებული ფასები Toyota Prius-ისა და Honda Fit-ის მფლობელებისთვის
თეგეტა მოტორსში ზაფხულის საბურავების შესაძენად სექტემბერი ფასების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი თვეა.
Hifly-ს ზაფხულის საბურავებზე, 15 სექტემბრის ჩათვლით, ფასდაკლება იმის მიხედვითაა, რა ზომის დისკი აქვს ავტომობილს — 16-დუიმიან დისკებზე ფასდაკლება 16-პროცენტიანია, 17-დუიმიანზე — 17% და ა.შ.
გარდა ამისა, თეგეტაში სპეციალური ფასებია ევროპული ბრენდის, Laufenn-ის ზაფხულის საბურავებზე კონკრეტული, ყველაზე გავრცელებული ავტომობილისთვის — Toyota Prius-ის 195/65 R15 საბურავი 119 ლარი ღირს. მათთვის, ვისაც Honda Fit ჰყავს, თეგეტა მოტორსში Riken-ის ზაფხულის საბურავებზეა განსაკუთრებული ფასდაკლება — ამ ბრენდის 175/65 R14 საბურავის ფასი 99 ლარია. ამასთან, სხვადასხვა მოდელებისთვის განკუთვნილი Riken-ის 215/60 R16 საბურავი თეგეტაში ახლა 159 ლარი ღირს.
აკუმულატორები: საწყისი ფასი 79 ლარი
საზაფხულო აქციები თეგეტაში აკუმულატორებზეც გრძელდება — ახალი აკუმულატორების ფასები 79 ლარიდან იწყება. ამასთან, 15 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი ხარისხის აკუმულატორებზე (BEX, Exide) 20-პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს თეგეტას ნებისმიერ ფილიალში.
შეგახსენებთ, რომ აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა. ის მანქანას ენერგიას აწვდის მაშინ, როდესაც ძრავა გამორთულია, პირველ რიგში კი ძრავის ამუშავებაზე, ავტომობილის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. აკუმულატორის რესურსი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით, 3-დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.
როგორ უნდა მივხვდეთ რომ აკუმულატორი შესაცვლელია?
თუ ერთ დღესაც ძრავის ამუშავება გაგიჭირდებათ, ეს არ ნიშნავს, რომ აკუმულატორმა რესურსი ამოწურა. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ელექტროგაყვანილობა და თვითონ აკუმულატორი. თუკი დამუხტვის შემდეგ პრობლემა კიდევ შეექმნება, ეს უკვე იმის დასტურია, რომ აკუმულატორს პრობლემები აქვს და სერვისს უნდა მიმართოთ.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ: არ გადააგდოთ ძველი აკუმულატორი ნაგავში და არ დატოვოთ ბუნებაში. ეს გარემოსთვის ძალიან საზიანოა. აკუმულატორს სპეციალური უტილიზაცია სჭირდება. ამიტომ, სასურველია, ჩააბაროთ „თეგეტა მოტორსში“, რის შემდეგაც ახალი აკუმულატორის შეძენისას სპეციალურ ფასდაკლებასაც მიიღებთ. ამასთანავე, თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორების უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისითაც.
ნაწილები: გაორმაგებული ფასდაკლება ანთების სანთლებზე
მათთვის, ვისაც ანთების სანთლების გამოცვლა ახლავე, ან მალე უწევს, ახლა სისტემის გამართულად მუშაობისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ნაწილის შესაძენად საუკეთესო მომენტია, რადგან თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში ანთების სანთლებზე გაორმაგებული ფასდაკლება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.
გაორმაგებული ფასდაკლება გულისხმობთ ბარათის ტიპის მიხედვით 20 %-მდე ფასდაკლებას. მაგალითად, თეგეტას კლასიკ-ბარათის მფლობელები 10-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, ვერცხლის ბარათის მფლობელებს — 14-პროცენტიანი ფასდაკლება ექნებათ, ხოლო ოქროს ბარათის მფლობელებს კი — 20-პროცენტიანი.
ასევე თვის ბოლომდე, თეგეტას ფილიალებსა და ონლაინ მაღაზიაში ავტომობილის შერჩეულ ნათურებზე 30-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს.
თეგეტა მოტორსი გირჩევთ: უსაფრთხო მგზავრობისა და კარგი ხილვადობისათვის აუცილებელია, ავტომობილს სწორად შერჩეული, ხარისხიანი და დიდი რესურსის მქონე ნათურები ჰქონდეს, რადგან ღამის საათებში ნებისმიერი განათების დროს ხილვადობა მაინც მცირდება. გირჩევთ, რომ ნათურის ხარისხი შეარჩიოთ არამარტო ნათების სტილითა და სიკაშკაშით, არამედ მისი რესურსით. რაც უფრო დიდი აქვს რესურსი, ნათურა მით უფრო დიდხანს იმუშავებს. ნათურის შეცვლა ნებისმიერ მძღოლს თვითონაც შეუძლია - იმისათვის, რომ ნახოთ ამომწურავი ინფორმაცია, როგორ უნდა შეიცვალოს ავტომობილის ნათურა, ნახეთ თეგეტას სახელმძღვანელოს ვიდეო.
უსასრულო გარანტია — რას ნიშნავს და რომელ პროდუქტებზე ვრცელდება
თეგეტაში საბურავებზე, აკუმულატორებსა და ხუნდებზე უსასრულო გარანტია მოქმედებს. ეს კარგად ჟღერს და უპრეცედენტო შეთავაზებაა, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად უსასრულო გარანტია?
უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას.
უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე.
გამართე მარტივად — მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ სერვისზე
იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, თეგეტა მოტორსი გთავაზობთ Online რეზერვაციას — დაჯავშნეთ სერვისი თეგეტაში ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია: რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.
სასურველი პროდუქციის შეძენა თეგეტას ონლაინ მაღაზიაში tegetashop.ge-ზე და დისტანციური გაყიდვების ცენტრის საშუალებითაც (032) 226 44 44 შეგიძლიათ, სადაც სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც დაგხვდებათ. შეძენილი პროდუქცია თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მიიღოთ, თბილისში კი ექსპრეს მიტანის სერვისითაც ისარგებლებთ.
დაბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის შესამოწმებლად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, თეგეტა მოტორსს სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება "პერსონალური მენეჯერი", რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.
თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
-
მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი ამბობს, რომ საკუთარი "ჩვილი კლონი" შექმნა
გადახედვა
კომენტარები