პასუხის პასუხი კალაძეს ლელოს ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა ჩერქეზიშვილისგან
ფოტო: ლელო
ლელოს ნაძალადევის მაჟორიტარი, ნიკა ჩერქეზიშვილი კახა კალაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი განმარტება იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნამ გამოავლინა მეტროსადგურ გოცირიძის ბაქნის არამდგრადობა და ამის გამო გაჭიანურდა სარეაბილიტაციო სამუშოები, არის არასერიოზული.
"ადამიანებს აინტერესებთ, როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა. მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა და სჭირდებათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. მერია იმისთვის არსებობს ქალაქში, რომ ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს და არა იმიტომ, რომ ათასი მიზეზით თავი იმართლოს და პრობლემა დატოვოს მოუგვარებელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად უნდა დასულებულიყო 2020 წლის თებერვალში, ახლა სექტემბერია და არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა იქაურობას, რომ უახლოეს პერიოდში ეს სამუშაოები დასრულდება.
კალაძეს აჯობებდა პრობლემის გადაწყვეტაზე ესაუბრა და არა იმაზე, რატომ არის პრობლემა", — ამბობს ის.
მისივე განცხადებით, როცა სახელმწიფო შესყიდვა პოსტ-ფაქტუმ არ უნდა იგებდეს მოსახლეობა, რომელიც კონკრეტულ დროს ელოდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში გაშვებას, რომ ვადა გახანგრძლივდა.
"ჯერ ითქვა, რომ კონტრაქტორი კომპანია იყო პრობლემური და ამიტომ გაიწელა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდეგ მიზეზად დასახელდა, რომ ბაქანია არამდგრადი, ხვალ სხვა მიზეზს გამოძებნიან და ა.შ.
ეს ერთი მხარეა, მეორე მხარე არის ის, რომ როცა სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება, უკვე მზად არის სრული დოკუმენტაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რა ფასად და რა ვადაში.
პოსტ-ფაქტუმ არ უნდა იგებდეს მოსახლეობა, რომელიც კონკრეტულ დროს ელოდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში გაშვებას, რომ ვადა გახანგრძლივდა, მითუმეტეს, რომ ეს გახანგრძლივება არ არის ერთჯერადი და მრავალჯერადია", — ამბობს ჩერქეზიშვილი.
მისივე თქმით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის ეს არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ისევ ჩაკეტილი და შეზღუდული დარჩებიან
"ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე გადაადგილების ერთადერთი საშუალება არის მეტრო. აქ არ მოძრაობს არც სამარშრუტო ტაქსები, არც სამგზავრო ავტობუსები. ფაქტი არის ის, რომ როცა სექტემბრის შუა რიცხვებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მეტრო გოცირიძის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის ეს არაფერს შეცვლის, ისინი ისევ ჩაკეტილი და შეზღუდული დარჩებიან.
დღეს მეტროსადგურ გოცირიძესთან არ არის არანაირი საინფორმაციო დაფა, საიდანაც მოსახლეობა გაიგებს, როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა", — ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი.
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
-
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
კომენტარები