პრაგმატულმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, გვქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა — დავითაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობისა და პრემიერმინისტრის სწორის ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდაა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა გახდა იმის მიზეზი, რის გამოც მთავრობამ ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებაზე თქვა უარი.
"მთავრობისა და საქართველოს პრემიერმინისტრის ძალიან პრაგმატულმა, პასუხისმგებლიანმა, სწორმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ გვქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის გამორჩეული, ეს არის რეგიონალურად გამორჩეული. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება ეკონომიკის, ზრდა არის საკმაოდ შთამბეჭდავი", — განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანამ ბევრი პროექტის განხორციელება გაართულა, თუმცა ეკონომიკური ზრდის ტენდენციების გამოკვეთის შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად შეემცირებინა საგარეო ვალის მოცულობა. ის აღნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე უარის თქმა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იყო მიღებული.
"ჩვენ ავედით საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე, რამაც შეზღუდა ჩვენი მოქნილობა ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტის განსახორციელებლად. ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა, ბევრი პროექტის განხორციელებას ართულებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერმინისტრის მხრიდან იყო კონკრეტული მითითება და სურვილი, რომ დაწყებულიყო ეტაპობრივად ვალის შემცირება შესაძლებლობიდან გამომდინარე, ანუ რა შესაძლებლობასაც ეკონომიკური ზრდა მოგვცემდა.
როდესაც მიღებული იყო გადაწყვეტილება ევროკავშირის კონკრეტულად ამ ტრანშთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მთავრობა ნამდვილად სარგებლობდა, უფრო სწორად ხელმძღვანელობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე" — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება, რაც 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაზე უარის თქმასაც გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტის მოთხოვნაა მართლმსაჯულების რეფორმა მხარეების ჩართულობით, მანამდე კი უზნაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავება. ქართულმა ოცნებამ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც პარტნიორებისგან არაერთი კრიტიკა მიიღო. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ეს მოთხოვნები ყვითლად იყო მონიშნული. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
ამის შემდეგ ქართული ოცნება ამ დახმარების მიღების მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ამ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".
აღსანიშნავია, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ფინანსურთან ერთად, დიდწილად პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს, რადგან დახმარების მეორე ნაწილის მიღება დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ევროკავშირს პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარებაზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად დაასწრო უარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარება, თუმცა საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
გაიგეთ მეტი:
- რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
- ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ თქვა, რომ მისთვის სრულიად სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს — კრამონი
- მმართველი პარტია კარგავს ნდობას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, პარტნიორებს შორის — კუბილიუსი
- საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს — კელი
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
კომენტარები