ცნობილი ოჯახი BBC-სთან ინტერვიუში გახმაურებულ პირდაპირ ჩართვაზე საუბრობს
გასულ კვირას პროფესორმა რობერტ კელიმ, რომელსაც აქამდე საზოგადოება ექსპერტად იცნობდა, თავი სულ სხვა ნიშნით დაამახსოვრა. BBC-ის პირდაპირ ეთერში წამყვანი და კელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პარკ ჯინ-ჰის იმპიჩმენტის შესახებ საუბრობდნენ, როდესაც ვებკამერით ჩართვის დროს ოთახში მისი მცირეწლოვანი შვილი ცეკვა-ცეკვით შემოვიდა. რამდენიმე წამის შემდეგ მას მეორე ბავშვიც შემოჰყვა. ბოლოს კი ოთახში ქალი შემოვარდა, რომელმაც ბავშვებს ხელი ჩაჰკიდა და სასაცილოდ გაიყვანა ოთახიდან.
ვიდეომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ინტერნეტში და ამ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა. რობერტ კელი ოჯახთან ერთად BBC-ის ეთერში დაბრუნდა და ვრცლად ისაუბრა.
"პროფესორი კელი დაბრუნდა, ამჯერად მისი ოჯახის კადრში გამოჩენა წინასწარ დაგეგმილია“, - წერდა BBC News-ის ოფიციალური გვერდი.
"რამდენჯერმე ვუყურეთ ამ ვიდეოს და ყველა, ვისაც კი ვიცნობთ, ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან სასაცილოა. გვესმის, რატომ უყურებენ ადამიანები ამას სიამოვნებით. ისინი ხედავენ ჩვეულებრივ ოჯახს უჩვეულო სიტუაციაში, რაც ნამდვილად სახალისოა, თუმცა ჩვენ იმაზე უფრო მეტად ვნერვიულობდით, რომ გვეგონა, BBC აღარასდროს დაგვირეკავდა და ურთიერთობა გაგვიფუჭდებოდა", - ამბობს რობერტ კელი.
როგორც პროფესორის მეუღლე ჯუნგ კიმი ამბობს, მასაც გაეცინა ვიდეოს ნახვისას, თუმცა ბევრი ინერვიულა.
"ძალიან ვინერვიულე. მთავარია, ადამიანებმა იმხიარულონ ამ ამბებზე. კამათობდნენ, ძიძა ვიყავი თუ ცოლი. სიმართლე ისაა, რომ მე მისი მეუღლე ვარ და არა ბავშვების ძიძა. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ამაზე აღარ იკამათოთ“, - ხუმრობით აღნიშნა ჯუნგ კიმმა.
BBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა პიჟამო ეცვა თუ არა ინტერვიუს დროს რობერტ კელის, რის გამოც თვითონ არ გაიყვანა ბავშვები ოთახიდან, კელი პასუხობს, რომ მას ინტერვიუს დროს ნამდვილად შარვალი ეცვა.
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა" ირაკლი კირცხალია: "პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა"
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
კომენტარები