რაში სჭირდება ჩემი მცდელობა, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია — სააკაშვილი
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ჩარევა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება შეუწყვიტონ. მისი აზრით, ამისთვის ღარიბაშვილის დანახვაც საკმარისია, რადგან ყველას უყალიბდება თავისი აზრი.
სააკაშვილი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა გამოიწვევს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას და უმუშევრობის გაზრდას.
"რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. მე ბერვს დავდივარ და ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს ბრიუსელში კომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, რომ ეს არის კლინიკური იდიოტიო, ვციტირებ.
მე ამათგან განსხვავებით სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ეს იგავი მახსოვს, როცა მელაკუდა ვერ მიწვდა ყურძენს, დარჩა ამოძუებული, მაგრამ მაინც არ გაიტეხა კუდიანმა ვითომ გული და ურცხვად ეს დაიკვეხნა — რომ არ ვჭამე კარგი ვქენი გეფიცებით შვილებსაო, მჟავე იყო ის ყურძენი და მომტეხდა კბილებსაო. ეს არის ზუსტად ივანიშვილის და მისი მთავრობის დამოკიდებულება ევროკავშირთან, ვინ აძლევდა ყურძენს, ვერ წვდებოდნენ, ვეღარ მიწვდნენ და ვეღარც მიწვდებიან, ეს ოროსნები მართლა", — აცხადებს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის თქმით, ქართულმა ოცნებამ დახმარება არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ფული ქართველ ხალხამდე არ აღწევს. სააკაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს საქართველო საბოლოოდ ჩამოაშოროს ევროპას და რუსულ ჭაობად აქციოს.
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".
24 აგვისტოს, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
კომენტარები