სამედიცინო დაწესებულებათა რეგიონული ქსელი — ჯეო ჰოსპიტალსი პანდემიის დაწყებისთანავე ჩაერთო კოვიდინფიცირებულთა მკურნალობაში, ახალი ენერგიით და გამოცდილ მედიკოსთა ჯგუფით საჭირო დროს საჭირო ადგილზე, პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა, იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სიცოხლისთვის ბრძოლა და დღემდე ასე გრძელდება.

ცვლილებები

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ახალ მენეჯმენტს ჯეო ჰოსპიტალსის გადაბარება მძიმე და ბიზნესგარემოსთვის ყველაზე არაპროგნოზირებად ვითარებაში მოუწია. პანდემიამ დეტალურად გათვლილი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები შეცვალა და საკუთარ თავზე მოირგო ქსელის განვითარება. კრიზისულ გარემოში ოპერირება და, ამავდროულად, გრძელვადიან სტრატეგიაზე ორიენტირება ჯეო ჰოსპიტალსის მთავარ გამოწვევად რჩება.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო პაკეტი სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ და სამედიცინო განახლებაში ჩაეშვა, გაუმჯობესდა სამედიცინო აღჭურვილობაც.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ახალი გამოწვევების პარალელურად COVID-19-თან მიმართებით უმოკლეს ვადებში შეიქმნა სათანადო ინფრასტრუქტურა. კლინიკების რეკონსტრუქცია ინფექციების (მ.შ. COVID–19-ის) კონტროლის სისტემის მიმართ განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაცვით განხორციელდა.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

მოეწყო სივრცეები COVID–19-ის შესაძლო და დადასტურებული შემთხვევების იზოლირებული მიღება/ განთავსებისათვის. განახლდა სავენტილაციო სისტემა, საპალატე, კრიტიკული/რეანიმაციული და გადაუდებელი დახმარების ერთეულები. კლინიკები აღიჭურვა ავტონომიური, მაღალი ხარისხის, თანამედროვე ჟანგბადის ქარხნებით, სამედიცინო ცენტრებში ახალი კომპიუტერული ტომოგრაფები დამონტაჟდა, განახლდა/დაემატა აღჭურვილობა (მ.შ., სასუნთქი აპარატები) ეპიდსიტუაციის დამძიმებისთანავე COVID–19-ით ინფიცირებულთა მკურნალობისათვის, მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად, კომპანიამ უმოკლეს ვადებში შეძლო დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, რაც კრიტიკულ ეპიდვითარებაში პაციენტთა ეფექტური მართვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნოემბრის დასაწყისიდან ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით COVID–19-ით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია და მართვა ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის, ვანის, საგარეჯოს, ჭიათურის, მარნეულის, ბორჯომის, ჭიათურის, გურჯაანის, მცხეთის, დუშეთის და ზესტაფონის კლინიკებში ხორციელდება.

არსებულ მძიმე ვითარებაში ჯეო ჰოსპიტალსის პრიორიტეტად COVID–19-ით ინფიცირებულთათვის საწოლფონდის მობილიზაციასთან ერთად მოსახლეობისათვის აუცილებელ საბაზისო სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შენარჩუნება რჩება. რაც, პირველ რიგში, განახლებულ, გამართულ, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, სწორად გადანაწილებულ საკადრო რესურსს, ოპერირების გამართულ პროცედურებს უკავშირდება. შესაბამისად, მობილიზებული კლინიკების დიდი ნაწილი სწორედ "ჰიბრიდულ" რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და რეგიონის მოსახლეობას სამედიცინო საჭიროებებზე სრული ხელმისაწვდომობა აქვს.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

COVID–19-ის წინააღმდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიანი იმუნიზაციის პროცესში კომპანია მიმდინარე წლის მარტიდან ჩაერთო და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და მოსახლეობის მეტი ჩართულობის მიზნით, რეგიონებში ადგილზე ახდენდა ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციას. ბენეფიტის სახით კი კომპანიამ ორჯერ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიურ, ინსტრუმენტულ და სხვა ძვირადღირებულ ლაბორატორიულ კვლევებზე განსაკუთრებული, შეღავათიანი ტარიფები დააწესა. ამ ეტაპზე ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინით ხორციელდება იმუნიზაცია და ყოველდღიურად საშუალოდ 1350 მოქალაქე იცრება, ამავდროულად, COVID-ვაქცინირებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ინოვაციები

ჯეო ჰოსპიტალსი, როგორც მუდმივ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული კომპანია, ქსელის მასშტაბით ამკვიდრებს ინოვაციურ მიდგომებს. კოვიდპანდემიის პირობებში გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსი იყო საქართველოს მასშტაბით პირველი კლინიკა, რომელმაც დანერგა კოვიდპაციენტების ვიდეოკონსულტაციების მეშვეობით მართვის სისტემა. ტელემედიცინის საპილოტე პროექტისთვის ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა (დავით მრელაშვილი) არჩევანი ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის ონლაინ კლინიკაზე შეაჩერა. ახალმა ციფრულმა სერვისმა, რომელიც გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ამოქმედდა, კოვიდინფიცირებულთა მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახადა. ტელემედიცინის საპილოტე პროექტზე, როგორც წარმატებულ ქეისზე წერდა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ინოვაციურმა მეთოდმა ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში 10 ათასამდე ინფიცირებული მოქალაქის ბინაზე მართვა და სრული განკურნების საშუალება მისცა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას.

ონლაინკლინიკები ჯეო ჰოსპიტალსის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონულ ჭრილში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვას. ამჟამად საქართველოს 4 რეგიონში ჯეო ჰოსპიტალსის 6 ონლაინკლინიკა აწვდის მომსახურებას. ონლაინკლინიკების წვლილი კოვიდინფიცირებულთა მკურნალობაში განუზომელია.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში გამოიკვეთა შესაბამისი დიაგნოსტიკური სიმძლავრეების სიმცირე, განსაკუთრებით რეგიონებში და მათი განვითარების აქტუალობა, რაც მორიგი გამოწვევა იყო კომპანიისთვის. ჯეო ჰოსპიტალსის ბაზაზე, საგარეჯოში, მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ჩამოყალიბება, რომელიც პირველი იყო კახეთის რეგიონში, გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება აღმოჩნდა. ლაბორატორია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღიჭურვა, სრულ შესაბამისობაშია მოწინავე ქვეყნებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებთან. ის დაკომპლექტდა კვალიფიციური საკადრო რესურსით. აღნიშნული ლაბორატორიის ფარგლებში შესაძლებელია პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდება როგორც ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის, ასევე, რეგიონულ მასშტაბში, რომელიც ოქროს სტანდარტია COVID–19-ის დიაგნოსტიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე მუშაობა ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლის ეფექტური სისტემის ამოქმედების მიზნით გრძელდება.

სამომავლო ხედვა

ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტის მიზანია მდგრადი, ეფექტური, მოსახლეობის საჭიროებებსა და ხარისხის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული რეგიონული სამედიცინო ქსელის განვითარება; ამავდროულად, ქსელის ბაზაზე ჩამოყალიბდება მძლავრი ტელემედიცინის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობისათვის აუცილებელ სერვისებზე წვდომას.ქსელის სამედიცინო დაწესებულებები 24/7-ზე პრინციპით უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი, სრული ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარული (მ.შ. მაღალტექნოლოგიური) სერვისების მოწოდებას ნებისმიერი ასაკის კონტინგენტისათვის და მკურნალობის უწყვეტობას.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ამასთან, გაფართოვდა დაწესებულებათა დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, გაძლიერდება ქირურგიული (მ.შ. ბავშვთა), კარდიოლოგიური (მ.შ. ინტერვენცია, არითმოლოგია), ნევროლოგია/ნეიროქირურგიული (მ.შ. ინსულტის მართვა) სერვისები. აღნიშნული სიახლეები ჯეო ჰოსპიტალსს სამედიცინო ბაზრის მნიშვნელოვან კონკურენტუნარიან მოთამაშედ აყალიბებს.

უახლოეს მომავალში ქსელის ფარგლებში ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩამოყალიბებული სასწავლო ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდება, რომლის ფარგლებშიც მოხდება სამედიცინო განათლების სამივე საფეხურის (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი) ინტეგრირება. დიდი ყურადღება დაეთმობა ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული სასწავლო რესურსების განვითარებისა და ქსელის დაწესებულებების სამეცნიერო კვლევით პროექტებში ჩართვას.

ბრენდის განახლებული იდენტობა

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

დღეს, როცა ყველას გვეჩვენება, რომ დრო ყველაზე საშინელ მონაკვეთში გაჩერდა, მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლისა და სიახლის შეგრძნება. ჯეო ჰოსპიტალსის ბრენდის განახლება სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. ახალ ლოგოსა და ვიზუალურ კონცეფციაში აისახა ქსელის როლი შექმნილი ვითარების მართვაში და მისი ძირითადი თვისებები: პროფესიონალიზმი, მაღალი სტანდარტები და ხელმისაწვდომობა.

ფოტო: ჯეო ჰოსპიტალსი

ბრენდის ვიზუალური იდენტობის ინსპირაციად იქცა მისი მთავარი უპირატესობა — ოპერირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სწორედ ამ იდეით, აბსტრაქტული ელემენტებისგან შეიქმნა თანამედროვე სიმბოლო, რომელიც საქართველოს რუკის ვიზუალურ ასოციაციას იწვევს. ლოგოტიპისთვის შეიქმნა საავტორო, ხელნაწერი შრიფტი.

ლოგოტიპის განსხვავებული ფორმისა და ფერის ელემენტები ბრენდის კორპორატიულ სტილში საინტერესოდ იშლება: ფერთა გამა მსუბუქი, პასტელური ფერებითაა აწყობილი, რათა მომხმარებელს ამ სტრესულ პერიოდში სიმშვიდე მოუტანოს. ჯეო ჰოსპიტალსის ვიზუალური იდენტობა სანდოობისა და სითბოს ასოციაციას ბადებს მომხმარებლებში და სამედიცინო დაწესებულებებისადმი "სტერეოტიპულ შიშს" ანგრევს.

საბოლოო ჯამში ბრენდმა თავისი ახალი ვიზუალური იდენტობით მომხმარებელს კიდევ ერთხელ გაუზიარა მისი მთავარი სათქმელი, რომ იგი საქართველოს რეგიონული ბრენდია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ქმნის კომფორტულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

სტრატეგიაზე, ბრენდის პლატფორმაზე, დევიზსა და ვიზუალურ იდენტობაზე Branding.ge-მ იმუშავა.

ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა მოსახლეობის ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი და ეპიდვითარებაში არსებული საკადრო რესურსის არა თუ შენარჩუნება, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც კოვიდ-პანდემიის პირობებში საკმაოდ აქტუალურია.