ტექსტური შეტყობინებებით შეხსენებას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება შეუძლია — კვლევა
კალიფორნიაში 90 ათასზე მეტ მონაწილიან კვლევაზე დაყრდნობით, მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ, რომლის მიზანიცაა, ვაქცინაზე ჩაწერა შეგვახსენოს, ვაქცინაციის მაჩვენებლები შესაძლოა რამდენიმე პროცენტით გაზარდოს.
კვლევის მიხედვით, წერილობითმა შეხსენებამ ერთი აცრის მაჩვენებლები, დაახლოებით, 3.6 პროცენტით გაზარდა, ვაქცინაციის დაჯავშნის კი — 6 პროცენტით სხვა ჯგუფის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელთაც შეხსენება არ მიუღიათ. მეორე შეხსენებამ მათთვის, ვისაც კვირის შემდეგ კოვიდის ვაქცინა ჯერაც არ დაუჯავშნია, ვაქცინაციის დაჯავშნის მაჩვენებელი, 1.7, აცრის კი 1.1 პროცენტით გაზარდა.
მკვლევრემა შეხსენებათა ტექსტები გამოსცადეს, რომლებიც ორ სხვადასხვაგვარ სიტყვათა ფორმულირებას მოიცავდა. კვლევაში მონაწილე ადამიანთაგან ზოგმა მარტივი შეხსენება მიიღო, რომელიც მათ ვაქცინის მიღების შესაძლებლობაზე აცნობებდა, სხვებმა კი "მათი უფლების" შეხსენება მიიღეს, რომელიც ამბობდა, რომ ვაქცინა "ახლახანს ხელმისაწვდომი გახდა" მათთვის და მისი "მოპოვების" ინსტრუქციებსაც აძლევდა.
შეტყობინება, რომელიც ადრესატების უფლებას მოიცავდა, მიეღოთ აცრა, მეტად ეფექტური აღმოჩნდა. ამ ტიპის შეტყობინების მიმღებთა ვაქცინაციის მაჩვენებლები დაახლოებით 4.1 პროცენტით გაიზარდა, მარტივი შეხსენების შემთხვევაში კი — მხოლოდ 3 პროცენტით.
ავტორების თქმით, მიდგომის დიდ პოპულაციაზე გამოყენების შემთხვევაში, ამ პატარა ნამატებმა ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა მილიონობით ადამიანისთვის დააჩქაროს.
კომენტარები