"კონსტიტუცია ხალხისთვის" - პრეზიდენტის პარალელური კამპანია მეტი ჩართულობისთვის
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
დღეს, 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში პროექტის "კონსტიტუცია ყველასია" პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას კონსტიტუციონალისტები, პოლიტიკოსები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თავდაპირველად სიტყვით პრეზიდენტი გამოვიდა. მისი განცხადებით, ამ პროექტის ფარგლებში საშუალება მიეცემა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გამოხატოს საკუთარი აზრი. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ქმნის არც ალტერნატიულ პროცესს, არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ეხმარება მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით:
"ჩვენ ვიწყებთ პროექტს, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე, რომ კონსტიტუცია რომელიც იწყება სიტყვებით "ჩვენ საქართველოს მოქალაქეები," - ამ კონსტიტუციის ხელის მომწერი იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი."
პროექტის პრეზენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გამართა. მისი თქმით, კამპანიის მთავარი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობა კონსტიტუციის წერისა და დისკუსიის პროცესში.
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
"იმ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ არც ერთი თემა ჩვენი მხრიდან პრიორიტეტად არ იქნება დასმული," - განაცხადა აბაშიშვილმა. მისივე თქმით, კომუნიკაცია შედგება თითოეულ ადამიანთან, ამასთან იქნება უფრო კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფები, მათ შორის სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ასევე, მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეთნიკურ უმცირესობებს. აბაშიშვილმა კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრაც დააანონსა და 13 მარტს თელავში შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წასვლა შესთავაზა.
"როგორც კი კომისია დაასრულებს მუშაობას, და დაიწყებს, მოემზადება საერთო სახალხო განხილვებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვთავაზობთ აქვე, ახლავე, რომ დავეხმარებით ამ შეხვედრების ტექნიკურ და შინაარსობრივ მომზადებაში ჩვენს ხელს არსებულ ყველა რესურსით. მგონია, რომ რესურსი იქნება ძალიან ძლიერი გამომდინარე იქიდან, რომ ვიდრე კომისია ამ საქმიანობას დაასრულებს და დადებს ე.წ. სამუშაო ვერსიას, მანამდე ჩვენ მივდივართ რეგიონებში ვხვდებით მოსახლეობას, ვააქტიურებთ ამ თემებზე, ვთხოვთ, რომ იყვნენ მომავალშიც აქტიურები. ჩვენ ამ პროცესში დაგეხმარებით."
აბაშიშვილის თქმით, ასევე, ამუშავდება საინფორმაციო ვებ გვერდი, რომელზეც განთავსდება ყველაფერი კონსტიტუციის შესახებ. "ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებას აქვს მოთხოვნა პროცესებში ჩართვის, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს მექანიზმები პროცესებში ჩართვის. ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ეს მექანიზმები და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მექანიზმების შექმნას," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა თამარ კორძაია რესპუბლიკური პარტიიდან. კორძაიას შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ჩაეყარა საფუძველი, რადგან "კონსტიტუცია არის საზოგადოებრივი კულტურის და მომავლის იმედების სარკე" და მისი შექმნის პროცესში თითოეული ადამიანი უნდა იყოს ჩართული. თამარ კორძაიას თქმით, პრეზიდენტი იყო უაღრესად კონსტრუქციული იმ უმრავლესობასთან მიმართებაში, რომელიც მას მუდმივად აკრიტიკებს:
"საკონსტიტუციო კომისიის ფუნქცია არის მოსაზრებების შეგროვება და შემდეგ დაწურვა და დაწერა და არა ჩაკეტვა და საკუთარი მოსაზრებების ჩაწერა. პრეზიდენტმა სწორედ ეს თქვა. ის ამ მოსაზრებების შეგროვებაში დაეხმარება იმიტომ, რომ ის არის უშუალო წარმომადგენელი საზოგადოების. ის პირდაპირი წესით არჩეულია. უფრო მეტიც, მისი ვალდებულებაა, რომ იმ დროს, როცა საკონსტიტუციო კომისია ჩაიკეტა და მუშაობს ჩაკეტილ კარს მიღმა მან შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და დაეხმაროს მოქალაქეებს საკონსტიტუციო კომისიას მიაწვდინონ ხმა."
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა უნდა იყოს აღქმული არა როგორც ალტერნატივა, არამედ როგორც თანმდევი პროცესი, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას.
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
"რა თქმა უნდა, არა უკვე შემუშავებულ პროექტზე არამედ პროექტის შემუშავებამდეც თუ იქნება კავშირი და კომუნიკაცია საზოგადოებასა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის, ვფიქრობ, რომ მხოლოდ კარგია," - თქვა ვახუშტი მენაბდემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობის ეკა გიგაურისთვის გაუგებარია რატომ განიხილება პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო კომისიის პროექტები განყენებულად, როცა შესაძლებელია, რომ მათ ერთმანეთი შეავსონ:
"ყველა ის ქმედება ან განცხადება, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ერთი ან მეორე მხარის მხრიდან და რომელიც არ არის მიმართული იმისკენ, რომ თანამშრომლობა შედგეს ამ ორ მხარეს შორის არ არის მიზანშეწონილი."
გიგაური, ასევე, მიიჩნევს, რომ ყველა ინიციატივა, რომელიც მიმართული არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და საზოგადოებიდან კონკრეტული ხედვების შეგროვებაზე მისასალმებელია. მისივე თქმით, ის ინფორმაცია რომელსაც დააგროვებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიწოდებულ უნდა იქნას საკონტიტუციო კომისიისთვის.
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
პრეზიდენტის შეთავაზებულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ხათუნა გოგორიშვილი და პარტია ევროპული საქართველო. გოგორიშვილის თქმით, თუ ის შედეგები რაც ამ კამპანიის შედეგად გამოიკვეთება შესაძლებელი იქნება, რომ აისახოს კონსტიტუციაში ხალხის ნება ყოველთვის მისასალმებელია. გოგორიშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ "უნდა მოხდეს საკონსტიტუციო კომისიის მხრიდან თანხვედრა პროცესისა. საჯარო განხილვა და ხალხის მოსმენა სავალდებულოა ყველასთვის."
პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეები. კაციტაძეს მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან კონსტრუქციული ხელის გაწოდება ხელისუფლებისათვის:
"მე ვფიქრობ, რომ ისეთ უჭკუობას არავინ არ გამოიჩენს რომ არ გამოიყენოს ეს პროცესი როგორც პოზიტიური პროცესი."
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 9 მარტს გაავრცელა. ინიციატივას გუშინვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას:
"პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება," - განაცხადა კობახიძემ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები