როცა ზეიმი მთავრდება — როგორ გამოიყურება ყოფილი ოლიმპიური კომპლექსები დღეს
ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი, როგორც წესი, მთელი ათწლეულით ადრე ირკვევა ხოლმე, დარჩენილი პერიოდი კი გამალებული მზადება მიმდინარეობს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრებისათვის. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ პატივის მიღებასთან ერთად, ოლიმპიადის საკადრისი მასპინძლობა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. მაგალითისთვის, პეკინში 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარება $40 მილიარდი დაჯდა, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას კი $51 მილიარდი დასჭირდა.
თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ორკვირიანი ზეიმი მთავრდება, დახურვის ცერემონიაც სრულდება და სპორტსმენები ჯილდოებითურთ უბრუნდებიან სამშობლოებს? ზოგჯერ ოლიმპიური კომპლექსი სხვა დანიშნულებასაც იძენს, თუმცა, არცთუ იშვიათად მიტოვებულ ნაგებობებად რჩება, რომლის ხილვისას რთულია, დაიჯერო, რომ ოდესღაც ამ ადგილისკენ მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიმართული.
კომენტარები