ვაშაძე დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, "ოცნებას" მიშელის შეთანხმება შეასრულებინოს
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი დიპლომატიურ კორპუსს და პირადად აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს და სთხოვს, რომ ქართული ოცნება აიძულონ, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
"როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მისი შესრულების მთავარი გარანტია იყო თქვენი მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართულ ოცნებას არ ვენდობოდით იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, მაგრამ სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. ამიტომ დადგა დრო, აღსრულების კონკრეტული მექანიზმები იქნას გამოყენებული ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შეასრულოს ვალდებულებები", — აცხადებს ვაშაძე.
მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართულ ოცნებას არ უნდოდა არანაირი შეთანხმების გაფორმება და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა აიძულა ისინი, წასულიყვნენ ამ შეთანხმებაზე.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას დათქმული 43%-იანი ბარიერის ეშინია და ამის გამო თვითნებურად უარს ამბობს იმ დოკუმენტზე, რომელიც ქართველი ხალხის დიდი ნაწილის არჩევანია.
"ქართულმა ოცნებამ მოსახლეობის 70%-ს, რომელიც ყველა კვლევით, აბსოლუტურად პოზიტიურად აფასებს შარლ მიშელის დოკუმენტს, უთხრა, რომ უნდა, გავიდეს ამ დოკუმენტიდან. პირველ რიგში, ბატონ ირაკლის მინდა, მივმართო, რას ნიშნავს, უნდა გახვიდეთ? ვის ჰკითხეთ? საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ? ხელმომწერებს ჰკითხეთ? თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჰკითხეთ, რომელთაც გაიძულეს, რომ ხელი მოგეწერათ ამ დოკუმენტზე. კიდევ ერთი მაინტერესებს, ბატონო ირაკლი, რის ანულირებას ახდენთ? საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის ანულირებას ახდენთ თუ ნატო-ში ინტეგრაციის?" — მიმართავს ვაშაძე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გაახმოვანა.
ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია არაფერს დათმობს და ბრძოლას ბოლომდე აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება.
ქართულმა ოცნებამ დღეს განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, რაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
კომენტარები