ნახეთ: ახალი AI ალგორითმით ძველი ვიდეოთამაშების ხარისხი გააუმჯობესეს
ოცი წლის წინ, როდესაც ფოტორეალისტური ვიდეოთამაშები ჯერ კიდევ შორეული ოცნება იყო, Square-ის მსგავსმა კომპანიებმა, დიდი ბიუჯეტის დახმარებით, ინტროებითა და ეკრანებით, ჩვენი წარმოსახვა გააფართოვეს.
დიდი ხნით ადრე, სანამ Overwatch-მა დაასტაბილურა Pixar-ის ანიმაციური პერსონაჟების ხარისხი, Blizzard-ის Diablo II-მ და Capcom-ის Onimusha 3-მა წარმოუდგენელი მინი ფილმები შექმნეს, რომლებიც ექვს წუთამდე გრძელდებოდა.
ახლა კი თუ შეეცდებით, რომ ამ კლასიკოსების შემოქმედებას, თანამედროვე ტელევიზორში, მაღალი ხარისხით უყუროთ, ისინი პიქსელებად დაიშლება და დიდი არეულობა შეიქმნება.
ახალი ამბავი ისაა, რომ შეიქმნა AI ალგორითმი, რომლიც თამაშებს ხარისხს უმაღლებს და ისე გამოიყურება, როგორც CTR-ზე.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოთამაშის, Kingdom Hearts-ის შესავალი:
აქვე წარმოგიდგენთ World Of Warcraft-ის შესავალს:
ასევე გაჩვენებთ ლეგენდარულ Onimusha 3-ს, რომელიც სრულყოფილი არაა, თუმცა იდეალურია მათთვის, ვისაც თამაშების ისტორია კარგად ესმის:
Legacy Of Kain კი 1999 წელს გამოვიდა:
Chrono Gross და Chrono Trigger-ც გასაოცრად გამოიყურება:
დაბოლოს გაჩვენებთ Drige Of Cerberus, რომელიც არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება:
ამის გარდა, უფრო მეტი გაუმჯობესებული ვიდეოების ნახვა შეგიძლიათ იუთუბ არხზე — Upscale.
რეალურად ვიდეოს გაუმჯობესება ხდება პროგრამით, Topaz Video Enhance AI. მას ზოგიერთი მოდერი თამაშების ხარისხის გასაზრდელადაც იყენებს.
მიუხედავად ამისა, არის შეფერხებებიც, რომლებიც გამოუსწორებელია. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ერთ ფოტოს, რომელზეც ორმა კომპანიამ იმუშავა.
რეალურად ორივე ფოტო გაუმჯობესებული ხარისხითაა, თუმცა მათ შორის განსხვავება მაინც შსამჩნევია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში — შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები