მშენებლობისა და რემონტის 5 ძირითადი ეტაპი
ფოტო: ნოვა
დღეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მშენებლობა და რემონტის პროცესი გაუვლია, გეტყვით, რომ მასალების სწორად შერჩევა არის ის საკვანძო მომენტი, რომელიც მთელ ამ საქმიანობას ან სწრაფად დაასრულებს, ან საგრძნობლად დახევს უკან. მასალების რაოდენობა, ხარისხი და, რაც მთავარია, მათი ერთმანეთთან შეთავსებადობა — ამ ყველაფრის გათვალისწინებაში რიგით მომხმარებელს პროფესიონალის დახმარება სჭირდება.
ამ პროცესში გამოვყოფთ 5 ძირითად ეტაპს, ესაა: დათბუნება, კედლების სათანადოდ მომზადება, ღებვა, წებოს მომზადება და კერამიკული ფილების გაკვრა.
1. დათბუნება
ფოტო: ნოვა
ხმისა და თბოსაიზოლაციო მასალები დღითიდღე უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ეს გასაკვირი არცაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა უფროდაუფრო მეტი ადამიანი ეცნობა ეკოლოგიისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციას. გარდა იმისა, რომ თბოიზოლაციით აშენებული შენობებში ეფექტურად მცირდება ბუნებრივი რესურსების მოხმარება, ეს მაშინვე აისახება მომხმარებლის მიერ გადახდილ გადასახადებზეც: დაზოგილი ბუნებრივი რესურსი იქნება ეს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი აირი, გაცილებით უფრო ეკონომიურია.
დღესდღეობით საქართველოში მომხმარებელს შეუძლია ნახოს ქვაბამბის, მინაბამბისა და სხვა მასალებისაგან ნაწარმოები თბოსაიზოლაციო მასალები, რომლებიც, ერთი მხრივ, მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელია, მეორე მხრივ კი, დიდხანს ინარჩუნებს სითბოსა თუ სიგრილეს წლის ცხელ და ცივ სეზონებზე.
თბოსაიზოლაციო ბრენდებს შორის ერთ-ერთი პოპულარული Izocam-ის ბრენდია, რომელიც სამართლიანად ითვლება ლიდერად იზოლაციის სფეროში. ბრენდის პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 46-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.
2. კედლების მომზადება
ფოტო: ნოვა
კედლების მომზადებაში ვგულისხმობთ ამოშენებული ბლოკის კედლის გასწორებასა და ფითხს, რითაც მას ვამზადებთ უკვე კოსმეტიკური რემონტისთვის. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მასალის ხარისხი, რადგან უსწორმასწორო კედელი სწრაფად იბზარება, კერამიკული ფილები კი იბერება და ბოლოს, ტყდება კიდეც.
გარდა ამისა, კედლების მოსამზადებლად, განსაკუთრებით კი სველ წერტილებში, სპეციალისტები გვირჩევენ, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებას როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის კედლების მოსამზადებლად.
ახალი რემონტის გაფუჭების საფრთხე რომ ავიცილოთ თავიდან, უპირატესობა ხარისხიან პროდუქტს უნდა მივანიჭოთ. ამ კუთხით, მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი უძველესი და დროში გამოცდილი ფრანგული ბრენდის Saint Gobain-ის შვილობილი კომპანია Rigips-ია, რომელიც არამხოლოდ თაბაშირ-მუყაოს ფილებს და მის აქსესუარებს აწარმოებს, არამედ ფითხის მრავალფეროვან არჩევანსაც სთავაზობს მომხმარებელს.
3. კედლის მომზადება კერამიკული ფილებისთვის
ფოტო: ნოვა
შემდეგი ეტაპი, თუკი სველ წერტილებს ვარემონტებთ, კერამიკული ფილებისთვის კედლის მომზადებაა. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, სად ვაკრავთ ფილებს, რადგან ინტერიერისთვის და ექსტერიერისთვის განსაკუთრებული მდგრადობის წებო-ცემენტი უნდა შევარჩიოთ.
ამ შემთხვევაში მსოფლიოში და უკვე საქართველოში კარგად ცნობილი ბრენდის, Betek-ის წებო-ცემენტი შეუცვლელია. ელასტიურობის გამო წებოცემენტი კერამიკულ ფილაზე მუშაობის საშუალებას იძლევა. მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საცურაო აუზში, წყლის რეზერვუარებში, აბანოში, საპირფარეშოსა და სამზარეულოში; ინტერიერში თუ ფასადზე, მისი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოყენებაა შესაძლებელი.
4. შეღებვა
ფოტო: ნოვა
შეღებვა უკვე ის ნაწილია, როდესაც რემონტის პროცესი სასიამოვნო და შემოქმედებითიც კი ხდება ხოლმე. თუმცა ამ ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფუძე, ისე — ფერი, ყურადღებით იქნას შერჩეული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ვღებავთ: ინტერიერი თუ ექსტერიერი, ბავშვის ოთახი თუ სასტუმრო ოთახი და ა.შ. FAWORI-ს პროდუქცია განსახვავებული მოთხოვნებისთვის განსხვავებული მახასიათებლების მქონე პროდუქტებად იყოფა: წყლის, ნესტისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების მიმართ გამძლე საღებავები ფასადებისთვის; ეკოლოგიურად სუფთა და მარტივად წმენდადი საღებავები ბავშვების ოთახებისთვის; განსაკუთრებული ფერები კი სხვა დანარჩენი ოთახებისთვის — ესაა არასრული ჩამონათვალი იმ მრავალფეროვანი პროდუქციისა, რასაც FAWORI-ს ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.
5. კერამიკული ფილები
ფოტო: ნოვა
და ბოლოს, კერამიკული ფილები როგორც შიდა, ისე გარე მომხმარებისთვის, ჰორიზონტალურ და ვერტიკალური ზედაპირებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო დეტალი ჩვენი სახლისთვის: სააბაზანოში, საპირფარეშოში, სამზარეულოში, აივანსა თუ ეზოს მოსაპირკეთებლად.
კერამიკული ფილების ფართო არჩევანს მსოფლიოში კარგად ცნობილი BIEN-ის ბრენდი გთავაზობთ, რომლის ოფიციალური პარტნიორიც საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია ნოვაა.
სწორედ ნოვაშია შესაძლებელი რემონტის დანარჩენი 4 ძირითადი კომპონენტისთვის მასალებისა და ჩამოთვლილი ბრენდების შეძენაც. Fawori, Izocam, Betek, Rigips და Bien ნოვას ოფიციალური პარტნიორები არიან.
ყიდვის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, ნოვამ ვებ-გვერდი შექმნა, მასშტაბური ციფრული მაღაზია, სადაც თითოეული პროდუქტის ნახვა, დათვალიერება, ფასების შედარება, ყიდვა და თბილისის,ქუთაისის და ბათუმის მასშტაბით გამოწერილი ნივთის მიღებაა შესაძლებელი.
50 ათასი დასახელების პროდუქტი 12 სხვადასხვა მიმართულებით უკვე ჩაეშვა ნოვას მასშტაბურ ციფრულ მაღაზიაში.
ნოვას მიზანია შეუქმნას მომხმარებელს კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, დღევანდელ რეალობაში კი ამ კომფორტს კომპანია ერთი საიტის ქვეშაც გვთავაზობს.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები