კრიპტო მაინერები ძველ ელექტროსადგურებს ყიდულობენ
ვინაიდან მაინერების მიერ მოხმარებული ენერგია სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი მუდმივად ეძებენ ახალ გზებსა და ადგილებს ფერმების განსათავსებლად. ზოგიერთმა მათგანმა საინტერესო გამოსავალს მიაგნო და მაინერების განსათავსებლად ძველ, მიტოვებულ ელექტროსადგურებს იყენებენ.
ეს კომპანიები მიტოვებულ შენობებსა და ადგილებს ეძებენ. ეს შეიძლება იყოს მივიწყებული ობიექტი, რომელსაც დენთან წვდომა აქვს ან სულაც ძველი ელექტროსადგური. მაგალითად, ერთ-ერთი მაინინგ კომპანია — Core Scientific, Levi's-ის ძველ ჯინსების ქარხანაში გადავიდა, რადგან მათ ჰქონდათ თითქმის ექსკლუზიური წვდომა ახლოსმდებარე ჰიდროელექტრულ სადგურთან.
Greenidge Generation-მა უბრალოდ გაზის ელექტროსადგური შეიძინა და მაინერების ასამუშავებელ ენერგიას ასე გამოიმუშავებენ. ეს ერთგვარი სტრატეგიული ნაბიჯია. მაინინგ კომპანიებს აღარ უწევთ ახალი დაწესებულებების აშენება და ინფრასტრუქტურაზე კოლოსალური თანხების ხარჯვა. ამავდროულად, თავიდანვე გადაჭრილია დენის მიწოდების პრობლემა, რომელიც მაინინგ ფერმების შემთხვევაში მთვარ დაბრკოლებას წარმოადგენს ხოლმე.
ზოგი კომპანია ფერმას მიტოვებულ საწყობებში, თვიმფრინავების ფარდულებში, ქარხნებში, ალუმინის სადნობებში და სხვა უამრავ ასეთ ადგილში ხსნის. მაინერები ეძებენ დიდ, ღია სივრცეებს, რომლებსაც ექნებათ კარგი გაგრილება და ვენტილაცია, რადგან მაინერები დიდ სითბოს გამოყოფენ, ხოლო მათი სტაბილური მუშაობისთვის დაბალი ტემპერატურების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომენტარები