ჩერნობილის კატასტროფის გავლენა ბუნებაზე — პასუხების ძიება "აკრძალულ ზონაში"
ჩერნობილის ბირთვული კატასტროფიდან 35 წლის შემდეგ, ამ მოვლენის და მისი შედეგების მიმართ ინტერესი მეცნიერთა შორის კვლავ არ ნელდება. კითხვების უმეტესობა იმის შესახებ, თუ რამდენად ხანგრძლივი და მძლავრი გავლენა იქონია კატასტროფამ ბუნებასა და ადგილობრიც ორგანიზმებზე, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ჩერნობილი ბევრ მკვლევარსა თუ მეცნიერს იზიდავს. ხერმან ორიზაოლა პერეზა, ევოლუციის განხრის ეკოლოგი, რომელიც ჩერნობილის რეგიონში ამფიბიებსა და მათ შორის დროის მანძილზე ფიზიკურ და გენეტიკურ ცვლილევებს იკვლევს, ერთ-ერთი მათთაგანია.
"2016 წელს, საერთაშორისო მეცნიერთა გუნდს შევუერთი ჩემი კვლევის განსახორციელებლად. მას შემდეგ არაერთი გრანტი მივიღე იმისათვის რომ აქ ჩემი საქმე გამეგრძელებინა. ჩერნობილი ფენომენალური ადგილია სწრაფი ევოლუციის შესასწავლად", — უთხრა Nature-ს ეკოლოგმა.
პერეზაб გაზაფხულის პერიოდში, ორიდან სამ კვირას ჩერნობილის მიმდებარე ტყეებში ატარებს. ეს ის პერიოდი და ადგილია, სადაც ბაყაყების გამრავლება ხდება. ის ეგრედ წოდებულ "აკრძალულ ზონაში", ჩერნობილის რეაქტორიდან 4,700 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში მუშაობს, სადაც საველე ლაბორატორია მიტოვებულ შენობაში აქვს მოწყობილი.
მოცემულ სურათზე პერეზა ერთი ხის ბაყაყის სისხლის ანალიზს აკეთებს. ფონზე ნაჩვენებ რუკაზე კი ის წერტილებია აღნიშნული, სადაც რადიაციის დონე განსაკუთრებით მაღალია.
კვლევის განმავლობაში, პერეზა და მისი გუნდი, საღამოს რვა საათზე მამრი ხის ბაყაყების ყიყინს უსმენენ, შემდეგ კი, დამცავი კოსტიუმებით აღჭურვილები ტბაში აგროვებენ მათ. დაკვირვებებიდან გამომდინარე, ეკოლოგი ხერმან ორიზაოლა პერეზა ასკვნის, რომ "აკრძალულ ზონაში" ბაყაყები უფრო მუქი ფერისები არიან იმ ბაყაყებთან შედარებით, რომლებიც რეგიონის გარეთ ბინადრობენ. ამის მთავარ მიზეზად ის მელანინის სიჭარბეს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა იონიზირებული რადიაციისგან თავდასაცავად ადაპტაციის ნაყოფი იყოს. პერეზა ასევე აღნიშნავს, რომ სხეულების რადიაციის შემცველობის დასადგენად ჩატარებული ანალიზები, ხშირ შემთხვევაში, ღვიძლის დაზიანებას აჩვენებენ.
ოდესღაც დავიწყებასა და მიტოვებისთვის განწირული ჩერნობილი ბუნებრივ ნაკრძალად გადაიქცა. ჩერნობილში ახალი ცხოველების სახეობები, მაგალითად ევროპული ბიზონი (Bison bonasus) და პრჟევალსკის ცხენი (Equus ferus przewalskii) დაბინადრნენ. მეცნიერების თქმით, მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვებით შესაძლებელია განისაზღროს რა მოგვივა ადამიანებს, თუ ჩერნობილში დავბრუნდებით.
კომენტარები