მსოფლიოში უამრავი წარმატებული და კაშკაშა ვარსკვლავი არსებობს, თუმცა თუ ფინანსურ ჭრილში გადავიტანთ საუბარს, ლიდერების გამოყოფა რთული არაა.

გაინტერესებთ, რომელი მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები მოხვდნენ ტოპ 25-ში?

25. როდ სტიუარტი - 76 მილიონი

ფოტო: redbrick

როდ სტუარტი ბრიტანელი როკ-მომღერალია. მისი 16 სინგლი სხვადასხვა დროს Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე იყო, ხოლო ბრიტანულ ჩარტში მისი 6 ალბომი იკავებდა მოწინავე ადგილს. მომღერალი 1960 წლიდან გახდა ცნობილი და დღეს ის ჯგუფ Faces-ის შემადგენლობაშია.

24. ბრიტნი სპირსი - 80 მილიონი

ფოტო: digitalspy

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი ბავშობიდან იყო სიმღერით გატაცებული. პირველი სერიოზული წარმატება ალბომმა Baby One More Time მოუტანა. პოპ-პრინცესას 90-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას უკავშირებენ.

23. ფილ კოლინზი - 85 მილიონი

ფოტო: bandt

გრემის მფლობელი შემსრულებელი და დრამერი ფილ კოლინზი ინგლისელი როკ-მომღერალია, ის ასევე იყო როკ-ჯგუფ ჯენეზისის ვოკალისტი.

22. Metallica - 90 მილიონი

ფოტო: metalsucks

ამერიკული მეტალ-ჯგუფი 1981 წელს შეიქმნა. ჯგუფის ყველაზე წარმატებული ალბომი იყო Metallica.

21. Aerosmith - 90 მილიონზე მეტი

ფოტო: kingofwallpapers

უდიდესი ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith "ბოსტონელ ცუდ ბიჭებს": ჯო პერის, ტომ ჰამილტონსა და სტივენ ტაილერს აერთიანებს. ჯგუფის ანგარიშზე 90 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომია.

20. ბარბრა სტრეიზანდი - 97 მილიონი

ფოტო: idownloadblog

ამერიკელი თეატრისა და კინოს ოსკაროსანი მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელიც არის. ის ემის, გრემისა და ოქროს გლობუსის გამარჯვებულია.

19. ბრიუს სპრინგსტინი - 100 მილიონი

ფოტო: Image Source

ბრიუსის ზედმეტსახელია The Boss. მომღერალის შემოქმედებაში ძირითადად ჰარტლენდ როკის სტილის სიმღერები გვხვდება.

18. ბილი ჯოელი - 100 მილიონზე მეტი

ფოტო: management

მსოფლიოში ბილი ჯოელის 100 მილიონზ მეტი ალბომია გაყიდული, შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერის მქონე შემსრულებელი ასევე ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორია.

17. The Rolling Stones - 100 მილიონზე მეტი

ფოტო: curitibainenglish

ბრიტანული როკ-ჯგუფი THE ROLLING STONES 1962 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ბლუზის ქავერ-ვერსიებს ასრულებდა. ჯგუფი პოპულარულია პლანეტის თითქმის ყველა კონტინენტზე, განსაკუთრებით კი, ამერიკასა და ევროპაში.

16. U2 - 105 მილიონი

ფოტო: bbc

U2-ს ისტორია 1976 წელს დაიწყო, როდესაც მისი ახალგაზრდა წევრები დუბლინში მაუნტ-ტემპლის სკოლაში სწავლობდნენ. სულ რამდენიმე წელში კი ჯგუფი სადებიუტო ალბომით Boy მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მუსიკალური პროექტი გახდა. ჯამში U2-ს გამოშვებული აქვს 13 სტუდიური ალბომი და 105 მილიონი გაყიდული ალბომით მე-16 ადგილს იკავებს.

15. Queen - 105 მილიონზე მეტი

ფოტო: goliath

ბრიტანული როკ-ჯგუფი QUEEN 1971 წელს შეიქმნა და საკუთარ შემოქმედებაში სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ელემენტების გამოყენებით დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია.

14. AC/DC - 110 მილიონი

ფოტო: Pinterest

AC/DC ანუ alternating current/direct current, ქართულად ნიშნავს ცვლად დენს/მუდმივ დენს. ძმებმა მალკოლმ და ანგუს იანგებმა 1973 წელს დაიწყეს კარიერა და მალევე მიიპყრეს მსოფლიოს ყურადღება.

13. უიტნი ჰიუსტონი - 112 მილიონი

ფოტო: nj

ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 1963 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა და 2012 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა. 2009 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ბევრი ჯილდოს მფლობელი ქალი.

12. ემინემი - 115 მილიონი

ფოტო: hiphopgoldenage

მარშალ ბრიუს მაზერსი - სასცენო სახელწოდებით ემინემი - ამერიკელი რეპერი და ჰიპ-ჰოპის მეფეა. მან 115 მილიონი ალბომის გაყიდვა შეძლო.

11. Pink Floyd - 115 მილიონზე მეტი

ფოტო: deathmetal

ლეგენდარულმა ჯგუფმა Pink Floyd-მა მრავალფეროვანი მუსიკითა და შთამბეჭდავი სასცენო შოუებით მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი.

10. სელინ დიონი - 125 მილიონი

ფოტო: cargocollective

კანადელი მომღერალი სელინ დიონი გრემისა და ოსკარის მფლობელია. მან 1988 წელს შვეიცარიის სახელით მოიპოვა გამარჯვება ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, თუმცა მსმენელები მას ტიტანიკის საუნდტრეკით იცნობენ.

9. მერაია კერი - 130 მილიონი

ფოტო: thatgrapejuice

ამერიკელი მომღერალი მერაია კერი კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობია. მისი დებიუტი 1990 წელს შედგა ამერიკაში.

8. Eagles - 130 მილიონზე მეტი

ფოტო: sheradio1055

ჯგუფი Eagles-ის ისტორია 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ჯგუფის მთავარი ჰიტია Hotel California.

7. Led Zeppelin - 140 მილიონი

ფოტო: rollingstoneaus

Led Zeppelin 1968 წელს დაარსდა, თუმცა ჯგუფს თავდაპირველად The New Yardbirds ერქვა. დღეს Led Zeppelin ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ პროექტად ითვლება.

6. გერს ბრუქსი - 145 მილიონი

ფოტო: Isaac Brekken

მსოფლიოს მასშტაბით გერს ბრუქსის 145 მილიონი სტუდიური ალბომია გაყიდული.

5. ელტონ ჯონი - 162 მილიონი

ფოტო: secrettelaviv

ინგლისელი პოპ-მომღერალი ელტონ ჯონი გრემის ექვსგზის გამარჯვებულია. მთელი კარიერის მანძილზე მომღერალმა 162 სტუდიური ალბომის გაყიდვა შეძლო.

4. მადონა - 166 მილიონი

ფოტო: cargocollective

ამერიკელი პოპ-მომღერალი მადონა ცნობილია თავისი ეპატაჟური შოუებითა და მუსიკალური ვიდეოებით, რომლებშიც ხშირად ამოიკითხავთ პოლიტიკური თუ რელიგიური დატვირთვის მქონე გზავნილებს.

3. მაიკლ ჯექსონი - 175 მილიონი

ფოტო: Wikimedia

მაიკლ ჯექსონის მოღვაწეობა ჯგუფ The Jackson 5-დან დაიწყო, ხოლო მოგვიანებით სოლო კარიერით გაგრძელდა. მან მსოფლიოს თავი საოცარი პლასტიკით დაამახსოვრა. მისმა ჰიტებმა კი წარუშლელი კვალი დატოვეს მუსიკალურ ინდუსტრიაზე

2. ელვის პრესლი - 210 მილიონი

ფოტო: hdwallpaper

ელვის პრესლი როკ-ენ-როლის მეფე და ლეგენდაა. 210 მილიონი გაყიდული სტუდიური ალბომით ელვისი ჩვენი სიის მეორე ადგილს იკავებს.

1. The Beatles - 265 მილიონი

ფოტო: billboard

The Beatles 1960 წელს, ინგლისში ქალაქ ლივერპულში ჩამოყალიბდა და დღემდე არ თმობს ყველაზე წარმატებული და გაყიდვადი მუსიკალური ჯგუფის ტიტულს. ჯგუფის წევრები ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი და რინგო სტარი იყვნენ.

ჯგუფის ვოკალისტი ჯონ ლენონი 1980 წელს ნიუ-იორკში მოკლეს, წამყვანი გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი 2001 წელს კიბოთი გარდაიცვალა. პოლ მაკარტნი და რინგო სტარი კი დღეს დამოუკიდებელ მუსიკოსებად მოღვაწეობენ.