მარველის კინოსამყაროს გულშემატკივრებმა იციან, რომ შეიძლება სამი ადამიანი ობობა გყავდეს, ორი ჰალკი, მაგრამ სამურავი ყოველთვის ჰიუ ჯეკმანი იქნება.

ამიტომ, ძალიან სასიამოვნოა, თუკი ეს პერსონაჟი მართლაც შეუერთდება გაერთიანებულ სამყაროს.

ჰიუ ჯეკმანი ლოგანის პერსონაჟს 20 წლის განმავლობაში ასრულებდა. მისი ბოლო ფილმი ლოგანი იყო, სადაც ფანები მას გამოემშვიდობნენ. თუმცა ამჯერად ის გულშემატკივრებს მინიშნებებს აძლევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ლოგანი მარველის კინოსამყაროს შეუერთდეს.

წლების განმავლობაში, მარველის პრეზიდენტი კევინ ფაიგი, ფანებს ეუბნებოდა, რომ ადრე თუ გვიან X-men შეუერთდებოდა ძირითად კინოსამყაროს. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა ეთამაშა ლოგანის როლი. როგორც ჩანს, შესაძლოა, მარველს ახალი მსახიობის აყვანა არც დასჭირდეს და სამურავი ისევ ჯეკმანმა განასახიეროს.

თავის ინსტაგრამზე ჯეკმანმა ორი ფოტო განათავსა. ერთი ფანის მიერ დახატული სამურავის ხელია, ხოლო მეორე მისი ფოტო კევინ ფაიგისთან ერთად.

ფოტო: instagram/thehughjackman

ფოტო: instagram/thehughjackman

მართალია ოფიციალური განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არავის გაუკეთებია, მაგრამ ჰიუ ჯეკმანის 2017 წლის ინტერვიუს დაყრდნობით, ის აუცილებლად განასახიერებდა ლოგანის როლს კიდევ ერთხელ, თუკი პერსონაჟი მარველის კინოსამყაროს შეუერთდებოდა. ფოტოების ამ მიმდინარეობით განთავსება კი მართლაც რომ ძალიან საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში X-men-ების შესახებ ფილმის გადაღების უფლება კომპანია Fox-ს ეკუთვნოდა. თუმცა დისნეიმ მისგან ეს უფლება შეისყიდა, შესაბამისად მარველის კინოსამყაროში უფრო და უფრო მეტ მუტანტს ვიხილავთ.

ამ ეტაპზე ჯეკმანთან თანამშრომლობის გაგრძელება დისნეიზეა დამოკიდებული. ფანების უდიდესი სიყვარულის და კრიტიკოსების პოზიტიური დამოკიდებულებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ახალი მსახიობს ძალიან გაუჭირდება ჰიუ ჯეკმანთან შეჯიბრი. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ცნობები არ გვაქვ, ამიტომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.