ყველა ბრალდების დეტალური გამოძიება უნდა მოხდეს — Amnesty International ნინოწმინდის პანსიონზე
ფოტო: Ombudsman
Amnesty International შეშფოთებულია, რომ "საქართველოს ხელისუფლება ნინოწმინდის პანსიონში მყოფი ბავშვების დაცვის მხრივ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს". საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, მართლადიდებლურ სკოლა-პანსიონში არსებულ დარღვევებზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება უზრუნველყოს.
"ყველა ბრალდების გამოძიება დეტალურად ბავშვთა ინტერესების დამცველ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად უნდა მოხდეს. გამოძიების პროცესში, ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს სავარაუდო დამნაშავეების სავარაუდო მსხვერლთაგან დაუყოვნებლივი ჩამოშორება, — ნათქვამია Amnesty International-ის საგანგებო განცხადებაში.
მათივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო ვადებულება აქვს აღებული, მიიღოს ყველა ქმედითი ზომა ბავშვთა დასაცავად სქესობრივი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, სასტიკი მოპყრობისგან და ექსპლუატაციისგან, მათ შორის იმ ბავშვების, რომლებიც ალტერნატიული ზრუნვის ქვეშ იმყოფებიან. ამჟამად, პანსიონში 20-ზე მეტი ბავშვი სავარაუდო მოძალადეებთან ერთად, მათი მეურვეობის ქვეშ ცხოვრობს, მაშინ, როდესაც რამდენიმე გამოძიება ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობისა და სქესობრივი ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
ადგილობრივმა უფლებადამცველებმა Amnesty International-ს განუცხადეს, რომ ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში ბავშვები ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებიან და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მათ მიმდინარე გამოძიებაზე ჩვენება არ მისცენ. პანსიონის სულ ცოტა ორმა ყოფილმა ბინადარმა თქვა, რომ მათ ემუქრებოდნენ და ეკლესიის კუთვნილი სასწავლო დაწესებულებიდან ასახლებდნენ.
"გარდა ამისა, ამ საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები, მათ შორის ქვეყნის სახალხო დამცველი, ცილისწამებისა და მუქარებისა დევნის ობიექტებად იქცნენ ეკლესიის მიმდევარი სხვადასხვა მართლმადიდებელი ჯგუფების მხრიდან", — ვკითხულობთ განცხადებაში.
Amnesty International-ში, ასევე, აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს ინფორმაცია ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში არასათანადო მოპყრობის შესახებ, მაგრამ მათ ეფექტურად მონიტორინგი, იდენტიფიცირება და გამოკვლევა ვერ შეძლეს..
საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:
- სასტიკი მოპყრობის ყველა საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება უზრუნველყოს და ეჭვმიტანილნი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის პასუხისგებაში მისცეს;
- ყველა სავარაუდო მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე ბავშვების დაცვა და დახმარება უზრუნველყოს;
- ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უზრუნველყოს;
- უზრუნველყოს მოწმეთა დაცვა (მათ შორის ბავშვების) და გარანტია იმისა, რომ მოწმეთა მიმართ ყველა მუქარისა და დევნის ეფექტიანად გამოძიება მოხდება;
- მიღებულ იქნას გაეროს კომიტეტის დროებითი ზომები და უზრუნველყოფილ იქნას სახალხო დამცველის თანამშრომელთა წვდომა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე;
- საქართველოს სახალხო დამცველისა და ადგილობრივი უფლებადამცველების დევნასთან დაკავშირებით ცნობების ეფექტიანი გამოძიება მოხდეს და რეაგირება მოჰყვეს;
- უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო და კეთილსაიმედო სივრცე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობა დასჯის, რეპრესიებისა და დაშინების გარეშე იქნება შესაძლებელი.
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური და ცრუ მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
ერთი საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება ხვალიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მოძრაობის სქემა იცვლება
გადახედვა
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე Starlink-ის წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
კომენტარები