ხელოვნურმა დამატკბობლებმა ნაწლავის ბაქტერიები შესაძლოა ჩვენ წინააღმდეგ აამხედროს
ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად გამოყენებულმა ხელოვნურმა დამატკბობლებმა, შესაძლოა, ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. მეცნიერების მტკიცებით, ეს ნივთიერებები ნაწლავის ბაქტერიებს ნაწლავის კედელში შეჭრისკენ უბიძგებენ.
კვლევა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დიეტურ პროდუქტებში გამოყენებული ხელოვნური დამატკბობლების შესახებ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით და დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის შესასწავლად, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენ ჯანმრთელობაზე.
"ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება დღეს დიდ საზრუნავს წარმოადგენს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები გავლენას ახდენენ ნაწლავის მიკრობიოტაზე", — განაცხადა კვლევის შესახებ ჟურნალ International Journal of Molecular Sciences-ში გამოქვეყნებული მოხსენების მთავარმა ავტორმა და ანგლია რუსკინის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერების ლექტორმა, ჰავოვი ჩიჩჯერმა.
კვლევამ პირველმა აჩვენა, რომ ისეთი გავრცელებული დამატკბობლები, როგორებიც არიან საქარინი, სუქრალოზა და ასპარტამი, ნაწლავის ბაქტერიების — Escherichia coli-ის და enterococcus faecalis-ის პათოგენებად ქცევას იწვევენ. შემდეგ, ამ პათოგენურმა ბაქტერიებმა ნაწლავის კედელზე მიმაგრება და კედლის Caco-2 უჯრედების მოკვლა დაიწყეს.
ამ ეფექტის შესამოწმებლად მეცნიერებმა სულ ორ ქილა გამაგრილებელ სასმელში არსებული დამატკბობლების კონცენტრაციის ეკვივალენტური რაოდენობა გამოიყენეს. ზემოაღნიშნულმა სამივე დამატკბობელმა ასევე გამოიწვია ბიოფილმების წარმოქმნა, რის შედეგადაც ბაქტერიებმა ანტიმიკრობული მკურნალობის წინააღმდეგ რეზისტენტულობა შეიძინეს.
ყველა სიკეთესთან ერთად, აქამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ E. faecalis ბაქტერიამ, რომელიც ნაწლავის კედელს გადაკვეთს, შესაძლოა, მთელი რიგი ინფექციები, მათ შორის კი სეფსისი გამოიწვიოს.
"ამ ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, ჩვენი ნაწლავის ბაქტერიამ დააზიანოს ნაწლავები, გამოიწვიოს ინფექცია, სეფსისი და დააზიანოს რამდენიმე ორგანო", — ამბობს ჩიჩჯერი.
სხვა სიტყვებით, რაც არ უნდა იყოს, ნამდვილი შაქრის შემცველი ჩვეულებრივი სასმელების მიღება შეიძლება შედარებით უკეთეს არჩევანი იყოს.
კომენტარები