2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი — ღარიბაშვილი ხაბეიშვილზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის რეპლიკას მისი ძვირადღირებული საათის შესახებ და განაცხადა, რომ ხაბეიშვილი "გავიდა კონტროლიდან". მისი თქმით, "მდარე ხარისხის კითხვები" საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის.
"ბატონო ლევან, თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. 2013-2014 წლებში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი რა საერთოდ. კარგი ბიჭი იყავით მაშინ, კაცო. თქვენ მიხვდებით სადაც გნახეთ.
რა გიპასუხოთ არ ვიცი მე, გარდა იმისა, რომ საერთოდ გახვედით კონტროლიდან. არაფერი, ლევან, არაფერი. გარდა იმისა, რომ ეს იაფფასიანი, მდარე ხარისხის კითხვები არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის", — განაცხადა მან და დაამატა, "ჩემი ნათქვამი ტყუილია? რომ გახვედით კონტროლიდან".
პარლამენტში პრემიერმინისტრის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული ციფრები წარუდგინა, რომელიც ქვეყანაში სოციალურად დაუცველების კვებისთვის განკუთვნილ თანხას, საშუალო ხელფასს, საარსებობ მინიმუმს და სხვა მსგავს საკითხებს ეხებოდა. მანვე აღნიშნა, რომ პრემიერს 6 665 ადამიანის თვიური საარსებო მინიმუმი მაჯაზე ჰკიდია, რადგან მისი საათი 300 000 ლარი ღირს.
პრემიერის მაჯის საათებზე რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. სადაც აღნიშნული იყო, რომ ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. მათივე ინფორმაციით, საათების ნაწილი პრემიერს დეკლარირებული არ ჰქონდა.
გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების მომენტისთვის, ღარიბაშვილს სულ ხუთჯერ ჰქონდა შევსებული ქონებრივი დეკლარაცია და 2012 წლიდან ჯამში 459 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდა, მაშინ, როცა მისსავე ფოტოებში ასახული საათების ჯამური ღირებულება სულ მცირე 550 ათასი ლარი იყო.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები