ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში გამართულ დასაქმების ფორუმზე კომპანიებმა 1 000–ზე მეტი ვაკანსია წარმოდგინეს
ფოტო: ევროკავშირი
15 ივნისს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გამართეს, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1 000–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)" ფარგლებში გაიმართა.
ფოტო: ევროკავშირი
სამუშაო ადგილები ადმინისტრაციული მომსახურების, სავაჭრო, დისტრიბუციის, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, საფინანსო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და განათლების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვდროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
ფოტო: ევროკავშირი
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სასწავლებლებმაც, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარების პროგრამები შესთავაზეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სასწავლებლებს და დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ კავშირები და დაეგეგმათ სამომავლო თანამშრომლობა.
ფოტო: ევროკავშირი
ფორუმამდე, 100–მდე სამუშაოს მაძიებელს ჩაუტარდა მოკლევადიანი უფასო ტრენინგ–სემინარი, სადაც მათ შეისწავლეს რეზიუმეს სწორად შევსება და სამოტივაციო წერილის შედგენა და მიიღეს ინფორმაცია დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეტაპებისა და ეფექტური გასაუბრების ტექნიკების შესახებ.
ფოტო: ევროკავშირი
"შემთხვევითი არ არის, რომ დღევანდელი ფორუმი ბათუმში სწორედ ტურისტული სეზონის გახსნის დღეს იმართება. ფორუმი ევროკავშირის პროგრამის "განათლება დასაქმებისთვის" ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტები, რომელთა მეშვეობით ვცდილობთ ახალგაზრდებს შევძინოთ ის ცოდნა–უნარები, რომელიც მათ მომავალში განათლებაში ან ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება", — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ყოჩიშვილმა.
ფოტო: ევროკავშირი
"დღევანდელი დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ისწავლე დასაქმებისთვის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე ექვს თვეზე მეტია საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის აჭარაში მიმდინარეობს. აღნიშნულ პროექტს აჭარაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, აჭარის დასაქმების სააგენტო ახორციელებს. დასაქმების ფორუმი არის უნიკალური მეთოდოლოგიით შემუშავებული ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს პირდაპირი კავშირები დაამყარონ ფორმალური პროცედურების გარეშე. ღონისძიების შედეგიანობა არ იზომება მხოლოდ დღეს წარმატებული შეთანხმებების რაოდენობით, რადგან ფორუმზე სამუშაოს მაძიებელებს შესაძებლობა აქვთ დამსაქმებლებთან ურთიერთობის ღირებული გამოცდილება მიიღონ, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ", — განაცხადა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლია კილაძემ.
ფოტო: ევროკავშირი
პროექტს "სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)" განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ "აფხაზინტერკონტისა" (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტო: ევროკავშირი
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) დასაქმების ფორუმს პროექტის "ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)" ფარგლებში შეუერთდა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. აჭარაში პროექტის პარტნიორია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი".
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
-
1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი 1-ელი სექტემბრიდან თბილისი აუთლეტ ვილიჯში მუნიციპალური ავტობუსით მისვლა იქნება შესაძლებელი
-
ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ ივლისი-აგვისტოს ცხელ-ცხელი ქვიზები, რომელთა გარეშეც ზაფხული არ უნდა გააცილოთ
გადახედვა
-
სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს სოფელ ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Samsung Galaxy S26 FE — აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
-
სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმა
გადახედვა
-
შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება
გადახედვა
-
დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ დენის კულანინის მესამე ქვეყანაში გაშვების მოთხოვნით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტთან რუსი აქტივისტის მხარდამჭერები მივიდნენ
გადახედვა
კომენტარები