ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას კობახიძე ამბობს, რომ საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ. ასე პასუხობს ის ჟურნალისტს, რომელიც დეპუტატს მეუფე სპირიდონის მიმართ მის რბილ პოზიციაზე მიუთითებს და კითხულობს, არის თუ არა ეს გამოწვეული საპატრიარქოსთან ურთერთობის არგაფუჭების სურვილით.
რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს კობახიძე ამბობს იმასაც, რომ თემა მგრძნობიარეა, როცა ეხება ბავშვთა საკითხებს, მაგრამ ასევე მგრძნობიარეა, როცა ეხება ეკლესიას. მისი თქმით, სახელმწიფომ ეს ორივე კომპონენტი უნდა გაითვალისწინოს.
მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში მხოლოდ ომბუდსმენს არ უშვებდა და "თავის დამოკიდებულებას" ავლენდა. ამავდროულად თქვა, რომ მონიტორინგის უფლება ომბუდსმენს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს უნდა ჰქონდეს, თუმცა სპირიდონის საქციელი არ გააკრიტიკა.
კობახიძე: ომბუდსმენს ჰქონდა შესვლის სურვილი და აქ გამოხატა წინააღმდეგობა თვითონ მეუფე სპირიდონმა, სხვა შემთხვევაში მას ასეთი წინააღმდეგობა არ გამოუხატავს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებს ეხება საქმე და კონსტიტუციურ ორგანოებს, ყველას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შესვლის საშუალება და ვითარების გადამოწმების.
ჟურნალისტი: თუმცა, არ მიეცა. როგორ ახერხებს მეუფე სპირიდონი, რა გავლენით სარგებლობს, როცა კონსტიტუციის 35-ე მუხლს არღვევდა რამდენიმე წლის განმავლობაში?
კობახიძე: კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს მიმართ მას ჰქონდა თავისი დამოკიდებულება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება უკვე გითხარით. ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ კონსტიტუციურ ორგანოს უნდა ჰქონდეს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელბის საშუალება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოწესრიგდება ისე, როგორც უნდა მოწესრიგდეს, ამისათვის კონსულტაციები არის, რა თქმა უნდა, აუცილებელი.
ჟურნალსიტი: თქვენ ძალიან რბილ განცხადებას აკეთებთ, როგორც ჩვენ ვაკვირდებით მეუფე სპირიდონთან დაკავშირებით. ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ საპატრიარქოსთან?
კობახიძე: საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭება რომ არ გვსურს, ეს მგონი ცალსახაა და ეს ასეც უნდა იყოს.
ჟურნალისტი: ამიტომაც არის სირბილე თქვენს განცახდებებში?
კობახიძე: სირბილეზე კი არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხისტი განცხადებები არ არის საქმისთვის გამოსადექი. ჩვენთვის მთავარია, ჩავეძიოთ, შევისწავლოთ, ვნახოთ ყველაფერი. არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ბავშვებს როცა ეხება და ბავშვთა უფლებებს. როცა ეკლესიას ეხება საკითხი, თემა ამ შემთხვევაშიც არის ძალიან მგძნობიარე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იმოქმედოს თავისი პასუხისმგებლობის შესაბამისად, ყველაფრის მგრძნობიარობა უნდა გაითვალისწინოს. ყველას მადლობა, ვინც აქტუალური გახადა ეს საკითხი, ბოლოს დადგინდება რაღაც ხო, სად არის სიმართლე.
ამ თემაზე საუბრისას კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, დაირღვა თუ არა ბავშვების უფლებები მეუფე სპირიდონის გავრცელებული ვიდეოში. მან აღნიშნა, რომ ვიდეო ნახა და თქვა, რომ ამ კითხვებს მათ უნდა უპასუხონ, ვისი პრეროგატივაც არის.
იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა, ვიდეოზე გადაიღო და გაავრცელა. სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.
ამავე თემაზე:
- ომბუდსმენი მეუფე სპირიდონის გავრცელებულ ვიდეოებზე უწყებებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს
- სახალხო დამცველი ვიდეოებში მეუფე სპირიდონის ბავშვებთან კომუნიკაციას ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს
- კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას — სახელმწიფო ინსპექტორი პანსიონის ვიდეოზე
- PHR-მა შსს-ს მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მიმართა
- კადრები შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას — სამინისტრო სპირიდონის ვიდეოზე
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები