იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
ფოტო: კადრები ვიდეოდან
იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, რასაც ვიდეოზე იღებს და ავრცელებს. სპირიდონის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, ასევე, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მათგანი როგორც ვიზუალურად, ასევე, სახელითა და გვარით. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
კადრში ჩანს, რომ მეუფე სპირიდონი ტელეფონით უკავშირდება ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და ეკითხება, სურს თუ არა, რომ მისი შვილი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანონ. ოთახში, სადაც ეს საუბარი მიმდინარეობს, შემოჰყავთ ბავშვი, რომელიც ტირის. სასულიერო პირი მას ეკითხება, სურს თუ არა დედის გარდა სადმე წასვლა და საუბრის გადაღებას ითხოვს, პარალელურად კი, სავარაუდოდ, მშობელს ესაუბრება.
"მოდი შვილო აქ, მოდი, ნუ გეშინია... გადაუღეთ მაგას, გადაუღეთ. გინდა შენ წასვლა? სხვაგან გინდა წასვლა დედის გარდა? დაელაპარაკეთ თქვენს შვილს, ტირის. ესენი აიძულებენ, გინდა თუ არა სხვა ადგილას გადაგიყვანთო", — ამბობს სპირიდონი.
მშობელი სატელეფონო საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს მისი შვილი პანსიონიდან გაიყვანონ, რის შემდეგაც მეუფე სპირიდონი სოცმუშაკებს მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი დანაშაულს სჩადიან.
მეორე ვიდეოში ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ჩანს, ამასთან, ეპისკოპოსი მათ სახელებს საჯაროდ ამბობს. ამჯერად სპირიდონი, სავარაუდოდ, ბებიას ესაუბრება და იმასაც ეკითხება:
"ე.ი., თქვენ არა ხართ თანახმა და წინააღმდეგი ხართ რომ ეს ბავშვები სოცმუშაკებმა წაიყვანონ. კარგით, დიდი მადლობა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს სოცმუშაკები ისე იქცევიან, გეგონება შვილებს აყაჩაღებენ მშობლებისგან და ნამდვილად ესეა".
ამის შემდეგ ის იცინის. ბებიის თანხმობის მერე კი ამბობს: "დიდი მადლობა, ე.ი., ჩვენ არ გავატანთ, იცოცხლეთ, ღმერთმა დაგლოცოთ".
ამავე ვიდეოში ჩანს ბავშვებისთვის კითხვების დასმა. სპირიდონი მოზარდებს უმტკიცებს, რომ მშობლები პანსიონიდან მათ გაყვანას ეწინააღმდეგებიან: "დედა ამბობს, რომ თქვენ უნდა იყოთ აქ". ასევე, ბავშვების ნაწილს ასმენინებს მშობლებთან საუბარს და ეკითხება უკვე წასული 6 ბავშვის შესახებ. სპირიდონის პირისპირ მყოფი არასრულწლოვნები, მისი კითხვების შემდეგ, ამ ფაქტს უარყოფითად წარმოაჩენენ.
უფლებადამცველი ანა არგანაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ამ ვიდეოში ბავშვებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და მათი ნების კონტროლი ჩანს. იგი აკრიტიკებს სოციალური მუშაკების ქცევას და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვიდეოს დაბლოკვა უნდა მოითხოვოს.
"ჩვენ ვხედავთ ორ ადამიანს, სავარაუდოდ, სოციალურ მუშაკებს, რომელთა ქცევა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ისინი უყურებენ და არ ერევიან ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში. მათ წინაშე ხდება ბავშვების უმძიმესი ტრავმატიზაცია და ისინი უმოქმედოდ არიან. ეს ნიშნავს, რომ თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ, არაეფექტურები არიან და არ უნდა მუშაობდნენ საერთოდ იქ. ეს იგივეა, რომ სოცმუშაკის წინ ბავშვს სცემდნენ და არ ინძრეოდეს", — ამბობს არგანაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებით მეუფე სპირიდონი ბავშვებს უპირისპირებს მშობლებს, რომლებიც შესაძლოა მოძალადეები იყვნენ და ეს ყველაფერი ხდება პერსონალური მონაცემებისა და ბავშვთა დაცვის ყველანაირი სტანდარტის დარღვევით.
"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვნახეთ ბავშვზე ძალადობა იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ლიცენზია მისცა სახელმწიფომ და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვისაც ბავშვის დაცვის ფუნქცია აქვს და ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი უნდა იყოს. ინსპექტორს სასამართლოსთვის უნდა მიემართა, რომ ეს ვიდეო დაებლოკა. აშკარაა ბავშვების პერსონალური მონაცემების უმძიმესი დარღვევა. სენსიტიური ინფორმაციაა, რომ ბავშვზე არის სააღმზრდელო დაწესებულებაში, ამის გამო ამ ბავშვების სტიგმატიზება მოხდება, მათი ცხოვრება შეიძლება გაფუჭდეს. ეს არის სენსიტიური ინფორმაცია, რომლის მიზანმიმართული გავრცელება ხდება და ისინი არიან უმოქმედოდ", — ამბობს არგანაშვილი.
აღნიშნულს სახელმწიფო ინსპექტორი გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებით, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დაღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას.
"ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან", — ამბობს ინსპექტორი.
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები