პროტასევიჩმა ბელარუსის სამთავრობო არხს ინტერვიუ მისცა — ოჯახი ეჭვობს, რომ მას აწამებდნენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ONT Channel
ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხ ONT-ზე ოპოზიციური ტელეგრამარხის, ნექსთან ყოფილი რედაქტორის, რომან პროტასევიჩი ინტერვიუ გავიდა. პროტასევიჩი იმეორებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს და აღიარებით ჩვენებას აძლევს.
პროტასევიჩი მინსკში მას შემდეგ დააკავეს, რაც ათენიდან ვილნიუსში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს იმ საბაბით, რომ თითქოს ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. პროტასევიჩი ბელარუსში მასობრივი არეულობის ორგანიზებაშია ბრალდებული. დაკავებულის მამას მიაჩნია, რომ რომან პროტასევიჩმა ინტერვიუ წამების ზეგავლენით მისცა.
აღნიშნული ინტერვიუ 3 ივნისს გადაცემაში მარკოვი. არაფერი პირადული გავიდა. როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, წამყვანი, რომელიც ამავე დროს არხის ხელმძღვანელიცაა, გადაცემაში მთავრობის მიმართ ლოიალურ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებსა და ექსპერტებს იწვევს.
გარდა იმისა, რომ პროტასევიჩმა ბრალი აღიარა, ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ ბელარუსი ოპოზიციონერებით იმედგაცრუებულია და სურს, შეწყვიტოს პოლიტიკური საქმიანობა. მან თქვა, რომ პატივს სცემს ალექსანდრ ლუკაშენკოს, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის წევრები და საკოორდინაციო საბჭოს წევრები გააკრიტიკა.
სამთავრობო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პროტასევიჩმა თქვა, რომ მინსკში Ryanair-ს თვითმფრინავის დაშვების უკან, დანილ ბოგდანოვიჩი დგას, რომელიც სვეტლანა ტიხანოვსკაიას გარემოცვაშია. იგი ამბობს, რომ ბოგდანოვიჩთან კონფლიქტი ჰქონდა.
ეთერის დასრულების შემდეგ რომან პროტასევიჩის მამამ, დმიტრი პროტასევიჩმა აღნიშნა, რომ ეს ინტერვიუ "ერთკვირიანი წამების შედეგია" და არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.
-
როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია როცა ცვლილებების არ გეშინია, შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება — ეკატერინე ჭილაურიშვილის ისტორია
-
როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე როცა მთავარი სცენა საქართველოა — სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზე
-
"ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე "ეს არის სასაცილო და ტრაგიკული" — ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
"ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე "ყველაფერი არის მარტივი ტყუილი და სპეკულაცია" — ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის ნაწილის გასხვისებაზე
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ? ნეტფლიქსი Manifest-ის გაგრძელებაზე მუშაობს — რა ვიცით Arrivals-ის შესახებ?
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი: დავით გარეჯთან დაკავშირებული დოკუმენტების შესახებ ჩემი ჩვენება ოქმში არ ასახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნიუ-იორკში eZo Festival-ის ბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს ოკუპირებულ აფხაზეთში რომან დარსალია ქართველთა გენოციდზე საუბრისა და პუტინის კრიტიკის გამო დააკავეს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას დონალდ ტრამპს სურს, შტატ ნიუ-მექსიკოს "ახალი ამერიკა" დაარქვას
გადახედვა
-
ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა ერთჯერადი გენური თერაპია "ცუდი" ქოლესტერინის დონეს 52%-ით ამცირებს — კლინიკური კვლევა
გადახედვა
-
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი — ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
-
დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ დონალდ ტუსკი: AfD-ის ტრიუმფი მხოლოდ იდიოტებს უხარიათ
გადახედვა
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები