შექმნეს მინიატურული გული, რომლის დიამეტრიც 2 მილიმეტრია
მეცნიერებმა პირველად შეძლეს და ლაბორატორიაში მინიატურული გული შექმნეს, რომელიც მუშაობს. Science Magazine-ის თანახმად, მინიატურული ორგანოები ზომით არ აღემატება სეზამის თესლს და წარმოქმნილია მრავალფეროვანი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.
ორგაინოიდები ფუნქციურად 25 დღის ადამიანის ემბრიონის გულივით მოქმედებს. მკვლევრების თქმით, ეს გულის შესწავლაში ძალიან დაგვეხმარება.
გული ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა და მას ადამიანი დიდი ხანია სწავლობს, თუმცა არის რაღაცეები რაც მასზე ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ.
ამის ფონზე, გულის თანდაყოლილი დეფექტები ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რაც ბავშვს შეიძლება ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ გულის შესწავლა აუცილებელია და გვჭირდება პლატფორმა, რაც მისი გამოკვლევის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამისთვის მუშაობენ მკვლევრები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ მინიატურული გულები შექმნეს.
მეცნიერების მიზანი სამი ქსოვილის ფენის შექმნა იყო, რომლებიც გულის პალატის კედლებს აყალიბებს. ეს გულის ჩამოყალიბების ერთ-ერთი პირველი ეტაპია. ორგანოიდები ზომით 2 მმ-ია და მათ სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა, ხოლო გაზრდას ერთი კვირა სჭირდება. ის წუთში დაახლოებით 60-დან 100-მდე სცემს, ისევე როგორც 25 დღის ემბრიონის გული.
ეს მინიატურული გული ნამდვილად დიდი მიღწევაა და მეცნიერებს ახალი ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას მისცემთ, რაც საბოლოოდ სრულფასოვანი ხელოვნური გულის შექმნის საწინდარი იქნება.
კომენტარები