ჯენიფერ ენისტონმა Friends-ში მიწვეულ ფავორიტ მსახიობად ბრედ პიტი დაასახელა
სერიალის Friends სპეციალური ეპიზოდის გამოსვლამდე, სულ რამდენიმე დღე დარჩა. გულშემატკივრები ამ პერიოდის განმავლობაში გათამამებულები იყვნენ ახალი ინტერვიუებით, ფოტოებით და საინტერესო სიახლეებით.
რა თქმა უნდა, მსახიობებს უამრავ კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პასუხის ავტორი ჯენიფერ ენისტონი აღმოჩნდა. Access Hollywood-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი საყვარელი ცნობილი მსახიობი, რომელსაც სერიალში ეპიზოდური როლი ჰქონდა. რამდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავის ჩამოთვლის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა ერთი მნიშვნელოვანი სახელი ახსენა. მისი თქმით ბრედ პიტი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სტუმარი იყო, ვინც მეგობრებს თავიან ბინაში მიუღიათ.
"მისტერ პიტი არაჩვეულებრივი იყო", — თქვა ჯენიფერმა. მას ლიზა კუდროუც დაეთანხმა. კორტნი კოქს კი სახეზე შეეტყო, რომ საუკეთესო მეგობრის პასუხი არ ესიამოვნა.
ბრედ პიტი, როსის ყოფილი კლასელის როლს ასრულებდა, რომელსაც ჯენიფერ ენისტონის პერსონაჟი რეიჩელი საშინლად ეზიზღებოდა, რადგან ბავშვობაში მისგან ბულინგის მსხვერპლი იყო. პიტმა ამ როლისთვის ემის ნომინაციაც კი დაიმსახურა.
ერთი შეხედვით უწყინარმა კომენტარმა დიდი რეაქცია გამოიწვია. თუკი 90-იანებში ახალ ამბებს ყურს არ ადევნებდით, შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი იმ პერიოდში ცოლ-ქმარი იყვნენ და 2005 წელს სკანდალურად დაშორდნენ ერთმანეთს.
წყვილის გულშემატკივრებს ეს დაშორება ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, ამიტომ მსგავსი პასუხის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. მათ ნაწილს კიდევ აქვს იმედი, რომ მსახიობები მოახერხებენ ძველი ურთიერთობის აღდგენას.
წყვილის განქორწინების შემდგე, უკვე წლები გავიდა და აშკარაა, რომ მათ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის განახლება. 2020 წლის კინომსახიობთა გილდიის 26-ე დაჯილდოვებაზე ბრედ პიტსა და ჯენიფერ ენისტონს ემოციურმა შეხვედრამ ფანებს მათი ურთიერთობის გაგრძელების იმედი უფრო გაუღვივა.
თუმცა როგორც ჯენიფერ ენისტონთან დაახლოებული პირი ამბობს: "ჯენიფერი არ ფიქრობს, რომ ბრეტ პიტთან რაიმე სახის რომანტიკული ურთიერთობა ექნება".
ჰოლივუდი ყოველთვის მოულოდნელობით არის სავსე და არავინ არ იცის, რა მოხდება მომავალში. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნამდვილად კარგი ამბავია, თუკი წყვილმა უთანხმოება წარსულში დატოვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები