იანვარ-მარტში უმუშევრობის დონე 21,9%-მდე გაიზარდა — ეს ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმუმია
ფოტო: Emil Kalibradov / Unsplash
2021 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში სამსახურის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა 34,5 ათასით, 317,5 ათას ადამიანამდე გაიზარდა და უმუშევრობის დონემ 21,9% შეადგინა. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, ეს მონაცემი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კვარტალური უმუშევრობის მაქსიმალური მაჩვენებელია.
ფოტო: საქსტატი
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 3 მილიონამდე 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 48%, ანუ 1,45 მილიონი ეკონომიკურად აქტიური იყო. აქ იგულისხმებიან ის პირები, რომლებიც სამსახურს ეძებენ და მუშაობის დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი რიცხვი ბოლო ერთი წლის ჭრილში 6%-ით არის შემცირებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დასაქმების დონემ 3,4 პროცენტული პუნქტით, 37,7 პროცენტამდე იკლო.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 108 ათასი ადამიანით შემცირდა და 782,8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელმა 25 ათასით, 345,7 ათასამდე იკლო. დასაქმებულებს შორის დაქირავებულთა წილი 69,4%, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი 30,6%-ია.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ქალაქებში 23,6%, ხოლო სოფლებში 19,3%-ია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი მაღალია.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს გენდერულ ჭრილში, უმუშევრობის დონე კაცებში 24,1%, ხოლო ქალებში 19%-ია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან. ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკურად აქტიური ადამიანი კაცებს შორია 60%, ხოლო ქალებში 38,2%-ია. იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ბაზარზე ქალების აქტიურობის დონე დაბალია, ნაკლებია უმუშევრობის პროცენტული წილიც. ამასთან, შრომის ბაზარზე ქალების ნაკლები აქტიურობა პირდაპირ ბმაშია ქალთა უფლებებთან, რადგან ქალებს სამსახურის ძიებისას ბევრი წინააღმდეგობის გავლა უწევთ. ასევე, განსხვავდება მათი ანაზღაურება. გარდა ამისა, საოჯახო საქმეებში მეტწილად ქალები არიან ჩართულები, რაც სამსახურის ძიებისას კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0,9 პროცენტული პუნქტით, 18,5%-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე უმუშევართა რაოდენობამ 5 ათასით, 281,9 ათასამდე მოიმატა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები