ამერიკის ელჩი გაეროში: ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება
ფოტო: AP
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, სამშაბათს უსაფრთხოების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა ევროპული კავშირების ერთგული რჩება.
„ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვების არსებობა არ ნიშნავს, რომ შტატები ევროპული კავშირების მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - ამბობს ნიკი ჰეილი. მისივე თქმით, ნატო „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია“ და ამერიკა მუშაობს იმაზე, რომ კავშირის ფუნქციონირება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.
გაეროში ამერიკის ელჩის კომენტარს წინ უძღოდა ორშაბათს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიერ იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას გაკეთებული მსგავსი განცხადება, რომელმაც ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ფისკალური ვალდებულებების სამართლიანი გადანაწილებისკენ მოუწოდა.
„მაშინ, როდესაც ამერიკა თავდაცვაზე დანახარჯების გაზრდას გეგმავს, სხვა სახელმწიფოებმა თავიანთი ვალდებულებები პატიოსნად უნდა შეასრულონ და ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას დაუთმონ“, - განაცხადა პენსმა.
„ამერიკა თავის ნაწილს შეასრულებს“ - თქვა პენსმა და დასძინა, რომ იმ 23 ქვეყნის მხრიდან, რომლებიც ალიანსის წინაშე თავიანთ ფისკალურ ვალდებულებებს არ ასრულებენ, „ახლა მოქმედების დროა და არა ლაპარაკის“. სტოლტენბერგი ვალდებულებების თანაბრად გადანაწილების მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით „ალიანსი წინ მიიწევს“.
ტრამპის ადრეული განცხადებებიდან ერთ-ერთში ის ამბობდა, რომ შტატებმა, შესაძლოა, არ დაიცვას ნატოს იმ მოკავშირეების უსაფრთხოება, რომლებიც თავდაცვაში თავიანთ წილს სრულად არ იხდიან.
ჰეილიმ კი თქვა, რომ სჯერა, ამერიკას შეუძლია უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ რუსეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა „ვერ მოხდება ევროპელი მეგობრებისა და მოკავშირეების ხარჯზე“.
„სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მცდელობას, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ყირიმის ოკუპაცია შეაჩეროს. ამერიკა და ევროკავშირი ინარჩუნებენ ერთიან მიდგომას: გააგრძელონ სანქციები მანამ, სანამ მოსკოვი მინსკის შეთანხმებას არ სცემს პატივს“.
2015 წელს მინსკში მხარეები; უკრაინა, რუსეთი და სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს, შეთანხმდნენ, რომ კრიზისის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ ეს რეგიონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანით უნდა დაწყებულიყო.
პასპორტები
ამერიკის ელჩმა გაეროში რუსეთი სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გამოცემული პასპორტების აღიარების გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში მშვიდობის დამყარების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებაა.
მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ისაუბრა. მოსკოვი კი ამ ნაბიჯს „ჰუმანიტარული მიზნებით“ ხსნის და ამბობს, რომ ამით ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში დარჩენილ მოსახლეობას ეხმარება. ეს მოსახლეობა კი უკრაინული ბლოკადის გამო უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება. თუმცა უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს არალეგალური, არალეგიტიმური საბუთებისა და პასპორტების აღიარებაა და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმებას არათუ არ ასრულებს, არამედ ხელსაც უშლის.
„უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება რთული გახდეს ამბოხებულთა კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში მოსახლეობისთვის მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პასპორტების აღიარების მოტივებზე საუბრისას.
რუსეთის ეს ქმედება დაგმეს უკრაინაში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმაც.
არალეგიტიმური დოკუმენტები
სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ამერიკა გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა დოკუმენტების აღიარებას.
„ეს ქმედება ძირს უთხრის აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას“, - ამბობს ის, „ამერიკა ელოდება რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს მინსკის ხელშეკრულებას და უკრაინაში ძალადობის შეწყვეტისა და პროცესების დეესკალაცისთვის იმუშავებს“.
უკრაინის სამხედრო ძალები 2014 წლის მერე ებრძვიან რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. კონფლიქტმა 9 800 ადამიანზე მეტი შეიწირა. მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები კი ორივე მხარემ არაერთხელ დაარღვია.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები