ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტი (Near East University), რომელიც 1988 წელს დაარსდა მდებარეობს ქალაქ ნიქოზიაში, ჩრდილოეთ კვიპროსში. უნივერსიტეტი 26000-ზე მეტს სტუდენტს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან, სთავაზობს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებს. უნივერსიტეტს საბაკალავრო საფეხურზე აქვს 20 ფაკულტეტი და 220 პროგრამა, ხოლო 218-ზე მეტი სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულება. ასევე უნივერსიტეტს აქვს 28 კვლევითი ინსტიტუტი, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები.

საბაკალავრო საფეხურზე შეთავაზებული მიმართულებებია: ტურიზმი, თეოლოგია, კომუნიკაცია, არქიტექტურა, ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინჟინერია, ეკონომიკა და სხვა. უნივერსიტეტის გამორჩეული მიმართულებაა მათი მედიცინის სკოლა.

სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე 6 სკოლაა:

● Institute of Graduate Studies - სამაგისტრო ინსტიტუტი

● Graduate School of Criminal Science - კრიმინოლოგიის სამაგისტრო სკოლა

● Graduate School of Educational Sciences - განათლების სამაგისტრო სკოლა

● Graduate School of Applied Sciences - გამოყენებით მეცნიერებების სამაგისტრო სკოლა

● Graduate School of Social Sciences - სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო სკოლა

● Graduate School of Health Sciences - ჯანდაცვის სამაგისტრო სკოლა

სწავლის წლიური საფასური მერყეობს 5,600-12,600 ევრომდე. უმრავლესობა პროგრამებისა სტუდენტებს აძლევს 50%-მდე დაფინანსებას. სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის დამატებითი დაფინანსების მოპოვებაც სწავლის ყველა საფეხურზე. .

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/