რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა რუსთავი 2–ის მხარდამჭერი აქცია, რომელიც 19 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. აქციას ესწრებოდნენ რუსთავი 2-ის თანამშრომლები და ტელეარხის მხარდამჭერები, ასევე, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები.
უახლოეს მომავალში უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, რომლითაც რუსთავი 2 დარჩება ან ძმებ ყარამანიშვილებს, ან ქიბარ ხალვაშს. ამ უკანასკნელმა ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოიგო.
Reuters
ქართველები სასამართლო ბრძოლაში ტელემაუწყებლისთვის სამართლიან გადაწყვეტილებას ითხოვენ
ათასობით ქართველი კვირას, დედაქალაქ თბილისში შეიკრიბა, რათა ქვეყნის უდიდესი დამოუკიდებელი ტელევიზია დაეცვა, რომელიც სასამართლოში იბრძვის თავისი საკუთრების საკითხზე.
2015 წელს სასამართლომ გადაწყვეტილება არხის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო და ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის საკუთრებას ამავე წლის აგვისტოში.
ხალვაშის თქმით, მას წლების წინ, იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო იძულებით მოუწია რუსთავი 2-ის თავისი წილის დათმობა და ახლა მათ დასაბრუნებლად იბრძვის.
ოპოზიცია და უამრავი დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ, რუსთავი 2-ის მიტაცება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების გზაა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონს წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლება კი ბრალდებას, საქმეში ჩარევასთან დაკავშირებით, უარყოფს.
გადაცემების ტრანსლირება რუსთავი 2-ში პარასკევს საღამოს პროტესტის ნიშნად შეწყდა და მხოლოდ აქციის დაწყებისას აღდგა.
"აქ რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მოვედი, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ის ვერ გაგვაჩუმებს" - უთხრა აქტივისტმა ნელი აბაშიძემ როიტერსს.
euronews
საქართველოში ოპოზიციური სატელევიზიო არხის დასაცავად ათასობით ადამიანი გამოვიდა
კვირას, დედაქალაქ თბილისში ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა. მათი თქმით, ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ყველაზე პოპულარული არხის გაჩუმების მცდელობას.
რუსთავი 2, საქართველოს უდიდესი დამოუკიდებელი მაუწყებელი, დიდ როლს ასრულებდა 2003 წელს მშვიდობიან ვარდების რევოლუციაში. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების პარალელურად ამბობენ, რომ არხის ყოფილი მესაკუთრე მთავრობის დახმარებით ცდილობს მასზე კონტროლის დაბრუნებას.
ქართველი ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის თქმით, მას აიძულეს თავისი საკონტროლო პაკეტის გაყიდვა 10 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ახლა კი მას ამ წილის დაბრუნება სურს.
რუსთავი 2 აცხადებს, რომ თუ მისი მესაკუთრე ხალვაში გახდება, არხი დამოუკიდებლობას დაკარგავს.
"საქართველოს კრიტიკული ხმა სჭირდება, მას სჭირდება პრესის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ხოლო ჩვენ საქართველოში დემოკრატია გვსურს. ჩვენ დღეს მივმართავთ სასამართლოს, ეს ჩვენი მესიჯია" - თქვა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე.
ქართული მედიის ინფორმაციით, აქციაზე 10 ათასზე მეტი ადამიანი იყო მისული.
RFE/RL
ათასობით ადამიანი თბილისში პროოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად გამოვიდა
ათასობით ადამიანმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში პროტესტის ნიშნად აქცია გამართა. მათი თქმით, მთავრობა პოპულარული სატელევიზიო არხის დახურვას ცდილობს.
19 თებერვალს არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მთავრობა თავს ესხმის მედიის თავისუფლებას.
ახალი ამბებში იუწყებიან, რომ 10 ათასზე მეტი აქტივისტი გამოვიდა თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ.
რუსთავი 2-ის მენეჯმენტი ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეხმარება, რათა არხზე კონტროლი დაამყაროს.
ხალვაშმა არხის საკონტროლო წილი 10 წლის წინ გაყიდა და ახლა მის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს.
ეს არხი საქართველოში ყველაზე პოპულარულია და მის საკუთრებაზე ბრძოლა 2015 წლიდან მიმდინარეობს.
დავის დროს, გამოითქვა ეჭვი, რომ მმართველი კოალიცია ქართული ოცნება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ცდილობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის თქმით, პრეზიდენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მედიის, განსაკუთრებით კი რუსთავი 2-ის თავისუფლებას. მისი თქმით, რუსთავი 2 საფრთხის ქვეშაა.
The Guardian
ქართველებმა ოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად აქცია გამართეს
ათასობით ქართველმა დედაქალაქ თბილისში ხელისუფლების სავარაუდო ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც პრო-ოპოზიციური არხის გაჩუმებას ითვალისწინებს, აქცია გამართა.
2015 წლიდან, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელეარხი, რუსთავი 2, მესაკუთრესთან დაკავშირებული დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რამაც დასავლეთში ქართული ოცნების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმაზე შეშფოთება გამოიწვია.
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში მედიის თავისუფლება შეზღუდოს, ჩვენ ერთად დავიცავთ რუსთავი 2-ს და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში" - განაცხადა ქვეყნის ახალი ამბების წამყვანმა დიანა ჯოჯუამ აქციაზე.
AFP-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
რუსთავი 2-მა აქციამდე ერთი დღით ადრე დროებით მაუწყებლობა შეაჩერა, რაც გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, "პროტესტის ყველაზე ექსტრემალური ფორმა" იყო მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც მედიის თავისუფლებას ესხმის.
არხის თქმით, ხელისუფლება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საშუალებით ცდილობს მასზე კონტროლის დამყარებას. ხალვაშმა არხის საკონტროლო პაკეტი 10 წლის წინ გაყიდა და ახლა მის დაბრუნებას სასამართლოს გზით ცდილობს.
ორმა შედარებით დაბალი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილებები 2015-2016 წლებში ბიზნესმენის საკეთილდღეოდ გამოიტანეს, რომელზეც აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან კავშირები აქვს. საქართველოს უზენაესი სასამართლო არხის მესაკუთრესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოიტანს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდება, რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს მრავალი უფლებადამცველი ჯგუფები სასამართლოების გადაწყვეტილებებს უკანონოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი ისინი ფუნდამენტურად უთხრიან ძირს მედიის თავისუფლებას.
თუმცა, ოფიციალური პირები უარყოფენ ხალვაშის სასამართლო დავასთან რაიმე კავშირს.
2014 წელს რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი თავის მანქანაში მკვდარი იპოვეს, პოლიციის თქმით, მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ მას ხელისუფლება არხზე კონტროლის დასაბრუნებლად მთავარ დამაბრკოლებლად მიიჩნევდა.
Washington Post
ოპოზიციური ტელეარხის მხარდასაჭერად ათასობით ქართველი შეიკრიბა
ათასობით ქართველი ქვეყნის დედაქალაქში ოპოზიციური ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ისინი მიიჩნევენ, რომ არხი მთავრობასთან დაახლოებული პირის მფლობელობაში შეიძლება გადავიდეს.
რუსთავი 2 საქართველოს ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხია და კვირას გამართულმა დემონსტრაციამ თბილისის მთავარ გამზირზე უამრავი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
აქციის მონაწილეების ნაწილი ატარებდა პლაკატებს, რომლებითაც ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას მოითხოვდნენ. მილიარდერი ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელია.
რუსთავი 2-მა მფლობელი რამდენიმე ბუნდოვანი გარიგებით შეიცვალა.
მიმდინარე დაპირისპირება არხის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს უკავშირდება, რომელმაც სარჩელი შეიტანა არხზე კონტროლის დასაბრუნებლად.
უზენაესი სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას მალე გამოიტანს. მაუწყებლობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სასამართლოზე ზეწოლას ახდენს ხელისუფლება, რათა რუსთავი 2 მის ამჟამინდელ მფლობელებს წაართვას.
РИА Новости
ქართულმა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მაუწყებლობა განაახლა
მსხვილმა ოპოზიციურმა ტელეარხმა საქართველოში რუსთავი 2-მა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა თბილისში და მაუწყებლობა განაახლა. იუწყება რია ნოვოსტის კორესპონდენტი.
რუსთავი ორმა პარასკევს საღამოს მუშაობა შეწყვიტა, მათი თქმით, "ქვეყანაში არსებული უსამართლობის" პროტესტის ნიშნად და მაყურებლებს ფართომასშტაბიანი მხარდამჭერი აქციის მოსაწყობად მოუწოდა.
რუსთავი 2-ის გარშემო სასამართლო პროცესი 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელევიზიის დაბრუნება მოითხოვა.
არხის მფლობელები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და ხალვაშის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2016 წლის ივნისში საქალაქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამის შემდეგ რუსთავი 2-ის იურისტებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოში შეიტანეს. ამ ეტაპზე საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.
არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია 14 თებერვალს კრიმინალურმა პოლიციამ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა, სადაც ის არ გამოცხადდა და მოითხოვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაეკითხათ.
არხმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენს, რათა სასურველი გადაწყვეტილება მოიპოვოს.
"დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვერ იმოქმედებს. თუ რუსთავი 2 დაეცემა, ეს სხვა არხების მარცხიც იქნება. ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლებაც აღარ იქნება ქვეყანაში და აღარავინ გააშუქებს თქვენს ოჯახებში არსებულ პრობლემებს" - განაცხადა აქციაზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა.
აქციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, საჯარო პირები და მოქალაქეები. აქციის დასასრულის შემდეგ, თბილისის მთავარ გამზირზე მოძრაობა აღდგა.
-
დიდი ბრიტანეთი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად £20 მლნ-ს გამოყოფს დიდი ბრიტანეთი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდასაჭერად £20 მლნ-ს გამოყოფს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
გადახედვა
-
14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გადახედვა
-
4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ჰარი სტაილსი ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
სუდოკუს შევსებამ კაცში ეპილეფსიური შეტევები გამოიწვია — უჩვეულო სამედიცინო შემთხვევა სუდოკუს შევსებამ კაცში ეპილეფსიური შეტევები გამოიწვია — უჩვეულო სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაციამ" წარმატებით ჩაიარა — ისინი უკვე დედამიწაზე არიან
გადახედვა
-
საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს საქსტატი: საარსებო მინიმუმი 4.5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
-
შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს შპს "სფერო ჰოლდინგის" საქმეზე "სფერო ინვესტის" დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს
გადახედვა
-
ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
-
ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები
-
"ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე "ჩვენი პრიორიტეტია, მოქალაქეები დარჩნენ საქართველოში" — შალვა პაპუაშვილი აშშ-ს საემიგრაციო პოლიტიკაზე
გადახედვა
-
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
-
ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრისას დაკარგულ კატებს პატრონი 366 დღე ეძებდა ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრისას დაკარგულ კატებს პატრონი 366 დღე ეძებდა
გადახედვა
-
McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
-
"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის და ფილმის აღება და "საჯარო და მკაფიო ბოდიში" მოსთხოვა
გადახედვა
-
სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ სად თამაშობენ Dark-ის მსახიობები სერიალის დასრულების შემდეგ
გადახედვა
-
ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომიტინგე ერფან სოლთანი სიკვდილით არ დასჯილა
გადახედვა
-
სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სუს-მა "გაზპრომთან" დაკავშირებული კონტრაქტის დეტალების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
აბას არაღჩი ამბობს, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს" აბას არაღჩი ამბობს, რომ დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები "არ არსებობს"
გადახედვა







კომენტარები