"10 განსაწმენდელი კითხვა" — რა თემებზე სურს განმარტებები დოლიძეს გახარიასგან
პოლიტიკური მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძეს ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან, რომელიც გადადგომის მიუხედავად არსად წასვლას არ აპირებს და უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ მიდის, "10 განსაწმენდელი კითხვა" აქვს.
დოლიძის კითხვები მიემართება გახარიას გუნდის წევრებსაც, რომლებმაც 14 აპრილს ქართული ოცნება დატოვეს და პარლამენტში ოპოზიციის სკამებზე გადასხდნენ.
"არ მგონია სწორი იყოს პარლამენტში ერთი ფლიგელიდან მეორეში გადაჯდე, ოპოზიცი დაირქვა და ამით დაემშვიდობო ყველა იმ შეცდომას და დანაშაულს, რომელიც შენ რვაწლიან კარიერას უკავშირდება", — აცხადებს დოლიძე.
დოლიძის თქმით, გახარიას და მის ახალ პარტიას "აქვს გასავლელი პოლიტიკური განსაწმენდელი".
"ეს არის რელიგიაში ცნება, როცა ადამიანს პასუხი მოეთხოვება ჩადენილი ცოდვებისთვის. პოლიტიკაში როგორც ოპოზიციონერის დაბრუნება ასე მარტივი არ არის", — განმარტავს დოლიძე.
მასი თქმით, გახარიამ, სულ მცირე, 10 კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი:
- დასავლური თუ რუსული ვექტორი — დოლიძის ინფორმაციით, გახარიას აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან, ამიტომ ელის განმარტებას, როგორი იქნება მისი პოლიტიკური ვექტორი;
- გავრილოვის ღამე — გახარიას, როგორ შს მინისტრის პასუხისმგებლობა;
- სასამართლო — დოლიძე გახარიას პირდაპირ ეთერში, სასამართლოს რეფორმაზე სასაუბროდ იწვევს;
- ხელმოწერა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებაზე;
- სამართლიანობის აღდგენა — დოლიძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახარიას არაფერი გაუკეთებია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი უსამართლობების გამოსასწორებლად;
- აზარტული თამაშები — დოლიძე ვარაუდობს, რომ გახარია მფარველობდა აზარტული თამაშების ბიზნესს;
- გაფართოებული ოკუპაცია;
- არავითარი წინსვლა არ გვქონია საერთაშორისო ფლანგზე;
- განადგურებული და ჩამოშლილი ეკონომიკა;
- ქართული ოცნების მემკვიდრეობის გაზიარება — დოლიძის თქმით, გახარიამ, როგორც ქართული ოცნების მმართველობის დროინდელმა ბიზნესომბუდსმენმა, შსს-სა და ეკონომიკის მინისტრმა და პრემიერმინისტრმა, უნდა გაიზიაროს მმართველი პარტიის მიმართ არსებულ კრიტიკაზე პასუხისმგებლობა.
გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარია პირველი საჯარო კომენტარი 22 მარტს გააკეთა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. რამდენიმე საათში იმავე შინაარსის წარწერით მან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. იმავე საღამოს კი მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე მუშაობს.
14 აპრილს, ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:
- გიორგი ხოჯევანიშვილი;
- მიხეილ დაუშვილი;
- ანა ბუჩუკური
- ალექსანდრე მოწერელია;
- ბექა ლილუაშვილი;
- შალვა კერესელიძე
ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები