ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წა რმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ფოტო: www.leaf.ge

დანდოლკის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Dundalk Institute of Technology - DkIT), რომელიც დაარსდა 1971 წელს მდებარეობს ირლანდიაში, ქალაქ დანდოლკის ცენტრში. ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია ირლანდიის მასშტაბით, მაღალი სწავლების ხარისხითა და ინოვაციური კვლევითი პროგრამებით. ულამაზესი, მწვანე კამპუსი, აღჭურვილია მაღალი დონის უახლესი ტექნოლოგიებითა და სერვისებით.

ინსტიტუტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლობს 5000 სტუდენტი.

უნივერსიტეტი შედგება 4 სკოლისაგან:

  • ბიზნესისა და ჰუმანტიარული მეცნიერების სკოლა;
  • ინჟინერიის სკოლა;
  • ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა;
  • ინფორმატიკისა და კრეატიული ხელოვნების სკოლა

საბაკალავრო და მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ პროგრამებს ოთხივე სკოლაში.

ბაკალავრიატის საფეხურზე, სწავლის გადასახადი უცხოელი სტუდენტებისთვის არის 9950 ევრო წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასურია 12000 ევრო წელიწადში.

ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა რაოდენობით დაფინანსებას, რომელიც დამოკიდებულია მოქალაქეობასა და სტუდენტის ფინანსურ საჭიროებებზე. ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს შეუძლია მიიღოს ყოველწლიური დაფინანსება 5000 ევროს ოდენობით.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ დანდოლკის ტექნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: leafonlinefair.com