ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანულ იაკობსის უნივერსიტეტთან, ტულუზის ბიზნეს სკოლის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ დასავლეთის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (UCO)-თან თანამშრომლობით, 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც 14 ქვეყნის 28 უნივერსიტეტს უმასპინძლებს. დაინტერესებულ პირებს გამოფენაზე საშუალება ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, ისინი შეძლებენ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დაუსვან კითხვები.

ყველა სიკეთესთან ერთად, გამოფენის მონაწილეებს ექნებათ შანსი, მოიგონ College Counselingის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

კარლოუს ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1970 წელს, ირლანდიაში დაარსდა. მას აქვს სამი კამპუსი — კარლოუში, უექსფორდსა და უიკლოუს საგრაფოში. ეს ინსტიტუტი ირლანდიის ერთ-ერთი უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია ტექნოლოგიების მიმერთულებით.

კარლოუს ინსტიტუტი შედგება 6 სკოლისაგან:

● ბიზნესის სკოლა

● ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა

● სპორტის, მედიისა და მარკეტინგის სკოლა

● საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის სკოლა

● მექანიკური და ელექტრონული ინჟინერიის სკოლა

● ინფორმატიკისა და ავიაციის სკოლა

უნივერსიტეტში სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურები. აქ მათ ნახევარ განაკვეთზე სწავლის შესაძლებლობაც ეძლევათ.

IT Carlow საერთაშორისო სტუდენტებს ასევე სთავაზობს მოსამზადებელ პროგრამას — International Foundation Program. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მოემზადებიან უმაღლესი განათლების მისაღებად, გაივლიან გაძლიერებული ინგლისური ენის კურსს, მათემატიკას, ინფორმატიკასა და იმ კონკრეტულ საგნებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ სამომავლო პროფესიებთან.

ევროკავშირის გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ბაკალავრიატის წლიური გადასახადი 10 250 ევროს შეადგენს, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ფასი დამოკიდებულია არჩეულ მიმართულებაზე და 11 250 ევროს ფარგლებში მერყეობს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა ოდენობის გრანტი, რომელთა საშუალებითაც შეუძლიათ დაფარონ სწავლის საფასურის 20%.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ კარლოუს ტექნოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/

გამოფენის მონაწილე უნივერსიტეტები

გამოფენის მონაწილე უნივერსიტეტები

ფოტო: Leaf.ge