IMI — International Management Institute — განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
IMI - International Management Institute მდებარეობს ქალაქ ლუცერნში, შვეიცარიაში.
პირველი სტუდენტები უნივერსიტეტმა მიიღო 1991 წელს, მას შემდეგ უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება. IMI-ში სემესტრულად სწავლობს 200-ზე მეტი სტუდენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი გამიზნულად იღებენ მცირე რაოდენობის სტუდენტებს, რათა მათ უზრუნველყონ ინდივიდუალური საგანმანათლებლო გარემო.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები კარიერას აგრძელებენ წამყვან პოზიციებზე მსოფლიოს მასშტაბით. IMI-ს მიდგომა განათლებისადმი მოიაზრებს პრაქტიკულ ნაწილსაც. მათ აქვთ ძალიან ბევრი კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან მთელი მსოფლიოს გარშემო და სტუდენტებს ეხმარებიან გაიარონ სტაჟირება. სტაჟირება არის პერიოდი, რომელიც აძლევს სტუდენტებს პრაქტიკაში განახორციელონ ის, რაც აკადემიური სემესტრის განმავლობაში ისწავლეს. სტაჟირების ხანგრძლივობა მინიმუმ 22 კვირაა და ზოგი პროგრამის შემთხვევაში სასწავლო კურსის განუყოფელი ნაწილია. აღსანიშნავია, რომ შვეიცარული კანონმდებლობით სტაჟირება არის ანაზღაურებადი. შესაბამისად, სტუდენტებს სწავლის პერიოდში აქვთ თანხის გამომუშავების შესაძლებლობაც.
IMI-ში შესაძლებელია სწავლა როგორც საბაკალავრო ასევე სამაგისტრო საფეხურზე.
ბაკალავრიატი:
● ბიზნესი და მარკეტინგი
● სტუმარ-მასპინძლობის საქმე (Hospitality)
● კულინარია
მაგისტრატურა:
● სტუმარ-მასპინძლობა და ივენთ მენეჯმენტი
● კულინარიული ხელოვნება.
მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ საზაფხულო პროგრამები. ყველა კურსი ისწავლება ინგლისურ ენაზე.
სწავლის საფასური დამოკიდებულია პროგრამაზე და მერყეობს $16 200-დან $37 840-მდე, ფასი მოიცავს ცხოვრებისა და კვების ხარჯებსაც. უნივერსიტეტს არ აქვს სრული დაფინანსების პროგრამა, თუმცა პერიოდულად სტუდენტებს სთავაზობს ნაწილობრივ დაფინანსებას.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მაღალი დონის კარიერული კონსულტაცია და ითანამშრომლონ, მსოფლიოს მასშტაბით, ამ სფეროს წამყვან კომპანიებთან: რიც-კარლტონი, ჰილტონი, მარიოტი და სხვა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ IMI-ს წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები