კინოთეატრებში ჩვენებები 8 აპრილიდან აღდგება — რა უნდა იცოდეთ
18 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კინოთეატრებს პირველი აპრილიდან მუშაობის განახლების შესაძლებლობა ეძლეოდათ. ცოტა ხნის წინ კი ქართული კინოთეატრების წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ კინოჩვენებები 8 აპრილიდან აღდგება.
"ჩვენთვის მაყურებლისა და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებაა მთავარი, ამიტომ თითოეულ ახალ მითითებასა და რეგულაციას სრულყოფილად ვასრულებთ და გულდასმით ვემზადებით, რომ კინომოყვარულებმა ისევ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და კვლავ ისიამოვნონ აქ გატარებული დროით", — აცხადებენ ისინი.
კინოსამყაროში მონატრებული სტუმრობისას მაყურებელს, ცხადია, პანდემიისგან გამომდინარე უსაფრთხოების დაცვის გარკვეული ნორმების გათვალისწინება მოუწევს: სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა; კომენდანტის საათის გამო ბოლო სეანსი დაახლოებით 6 საათზე დაიწყება; ყოველ ჩვენებამდე ჩატარდება ზედაპირების დეზინფექცია, მკაცრდება და იცვლება დასუფთავების ნორმები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კინოთეატრების ქსელი კავეა და კინოთეატრი ამირანი მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს მაყურებელს, ამავდროულად კი ცოტა დაგვიანებული, თუმცა ბევრისთვის ნანატრი კინოსურათების ჩვენებებიც გაიმართება დიდ ეკრანზე.
აპრილში მაყურებელს შემდეგი ფილმების ხილვა შეეძლება დიდ ეკრანზე: გოძილა vs კონგი, მორტალ კომბატი, დისნეის ახალი ანიმაცია რაია და უკანასკნელი დრაკონი, ტომი და ჯერის კინოვერსია, მერაბ ნინიძისა და ბენედიქტ კამბერბეჩის საერთო ახალი ფილმი კურიერი, კრისტოფერ ნოლანის ტენეტი და წლევანდელი ოსკარის თითქმის ყველა ნომინანტი კინოსურათი.
და ეს მხოლოდ ნაწილია: დაგეგმილი ჩვენებების სრული აფიშა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი და ბილეთების გაყიდვაც მალე დაიწყება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები