10 გაკვეთილი, რომელიც კატასთან დამეგობრებამ მასწავლა
ფოტო: We Heart It
პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. წლების წინ, ჩემი ოთახისთვის თვალი რომ გადაგევლოთ, ბრძოლის ველი გეგონებოდათ. ეს პრობლემა კიდევ უფრო აშკარა გახდა, როცა მარტო დავიწყე ცხოვრება და გასარეცხი ჭურჭლის თუ ტანსაცმლის გროვას კვირაში ერთხელ როგორღაც ვახარისხებდი. ადამიანებთან ურთიერთობა, საზღვრების დაცვა და ზრუნვაც არასდროს გამომდიოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვალა, რადგან ოლივიას დავუმეგობრდი, სპარსული ჯიშის კატას, რომელიც 1 წელია ჩემი განუყრელი თანამგზავრია.
კატებს სხვა ცხოველებზე უკეთ გამოსდით საკუთარი თავის მოვლა, ამავე დროს ძალიან პრეტენზიულებიც არიან და მცირე უყურადღებობასაც კი არ გპატიობენ. ასე რომ, ოლივიამ არაერთი გაკვეთილი მასწავლა, რომელიც ცხოვრების მრავალი ასპექტის გადაფასებაში დამეხმარა, ამ სტატიაში 10 მთავარ გაკვეთილზე მოგიყვებით.
1. წესრიგი სიმშვიდის მოპოვებაში გვეხმარება
კატის გამოკვება, წყლის გამოცვლა, ქვიშის გასუფთავება და მისი დაბანა რიტუალად იქცა, რომელიც თავიდან სულაც არ მსიამოვნებდა. ხშირად მიფიქრია, რომ ცხოველზე ზრუნვა საჩემო საქმე უბრალოდ არ იყო. ნელ-ნელა შევიცვალე: საჭმელად მისულს ვუყურებდი და მიხაროდა, დაბანის პროცესი კი დიდ სიამოვნებად იქცა, ჩემი წყალზე შეყვარებული კატა წყნარად იჯდა და წინააღმდეგობას არ მიწევდა, მე კი როგორც ბავშვს ათას სისულელეზე ველაპარაკებოდი. ამ რიტუალებიდან ჭურჭლის რეცხვამდე, ტანსაცმლის დახარისხებამდე თუ ოთახის ყოველდღიურად გამოგვამდეც მივედი და მივხვდი, რომ მსგავსი მარტივი ამოცანები სიმშვიდის მოპოვებაში მეხმარებოდა, იქამდე ქაოსში ჩაკარგული მოტივაცია დავიბრუნე. დღის ბოლოს მოწესრიგებული ოთახისთვის თვალის მოვლება და ოლივიასთან ერთად სერიალის ყურება ერთი დიდი სიამოვნებაა.
2. საკუთარ თავზე ზრუნვას დამატებითი დრო არ სჭირდება
ოთახის თამაშით აკლებას რომ მოიბეზრებს, უკანა თათებზე დამდგარი სახეს გულმოდგინედ ისუფთავებს, საკუთარ თავზე მარტივად ზრუნავს. მე კი ყოველთვის ვწუწუნებდი იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის დრო არ მრჩებოდა. კატამ მიმახვედრა, რომ მსგავს მიზეზებს ჩემი სიზარმაცის გასამართლებლად ვიყენებდი. შეგიძლია სახლში საჭმლის მომზადება დაიწყო და ამ პროცესის პარალელურად სამსახურის საქმეზეც იფიქრო ან დამღლელი დღის შემდეგ სახლში შემოსულმა საკუთარი თავისთვის ბევრად მეტი გააკეთო, ასე იქცა კანზე ზრუნვა ჩემი რუტინის განუყოფელ ნაწილად. სახეზე ნიღაბდაფენილმაც შეიძლება სტატია წერო ან უბრალოდ წამოწვე და დაისვენო.
3. გრძნობების გამოხატვა აუცილებელია
გრძნობების გამოხატვა ყველაზე დიდ უხერხულობას მიქმნიდა. ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო ადამიანისთვის იმის თქმა, რომ მომენატრა, მიყვარს ან უბრალოდ მესმის რასაც გრძნობს. არც კი მახსოვს გვერდიდან როდის შევხედე ჩემს თავს და დავინახე კატასთან ერთად მოკალათებული ინდივიდი, რომელიც ათას საალერსო სიტყვას ამბობდა, კოცნიდა და ეფერებოდა ცხოველს. იმის გააზრება, რომ ემოციების გაზიარება ამდენად მარტივად შემეძლო, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც დამეხმარა. ემოციურად მეტად გავიხსენი, რაც ოლივიას დამსახურებაა.
4. ერთმანეთის პირად სივრცეს პატივი უნდა ვცეთ
ოლივიასთან ემოციურად გახსნა აშკარად ზედმეტი მომივიდა. დივანზე წამოწოლას და დასვენებას, თამაშს კი არა — ჭამასაც აღარ ვაცდიდი, ხელში ავიტაცებდი ხოლმე და ვეფერებოდი. ის გაქცევას ცდილობდა, მე კი მწყინდა და უფრო მეტად ვცდილობდი ყურადღების მიქცევას, მაგრამ ნელ-ნელა იმასაც მივეჩვიე, რომ მას უბრალოდ მეტი სივრცე სჭირდებოდა. მაინც მე უფრო ხშირად ვურღვევ მყუდროებას, მაგრამ ახლა მეტად ვცდილობ განმარტოება ვაცადო. მეგობრებთან ურთიერთობაც მეტად დავალაგე, შეიძლება დღეები გავიდეს და ერთმანეთს არ მივწეროთ, მაგრამ აუცილებლად ვკითხულობთ ერთმანეთს და იმითაც კი მშვიდად ვართ, როცა ვიგებთ რომ არაფერი გვიჭირს.
5. სხვების გასაჭირზე მეტი დაფიქრება გვმართებს
ახალ წელს, 12 საათის დადგომისთანავე ფოიერვერკების გამაყრუებელი ხმა დადგა და ოლივიამ მოსვენება დაკარგა. ხელში ავიყვანე და ბინის ყველაზე მყუდრო ნაწილში წავიყვანე, არადა ფოიერვერკების ყურება ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებდა. იმ მომენტში მაგაზე არც მიფიქრია, ვიცოდი, რომ მას მეტად ვჭირდებოდი. მენსტრუალური ციკლისასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, სტრესი უნდა შეუმსუბუქო, პირადი სივრცეც უზრუნველყო, მოფერებაც არ დააკლო და ბევრი ეთამაშო, რათა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც სხვისი გასაჭირის შემსუბუქებაზე ზრუნვა დავიწყე და მივხვდი, რომ ეს სასიამოვნო პროცესია. ეს ნათლად გახვედრებს, რომ რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლა მაინც შეგიძლია.
6. დღევანდელი დღით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ
მუდამ ხვალინდელ დღეზე ვდარდობ, ვნერვიულობ და ისიც მაშფოთებს, რომ არ ვიცი რას უნდა ველოდე. ოლივია კი ჭამს, სძინავს, მზეს ეფიცხება და ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს. რამდენიმე დღის წინ ფანჯარასთან ჩამოვჯექი, მარტის მზეს მივეფიცხე და მივხვდი, რომ თვეების განმავლობაში ასე უძრავად და უზრუნველად არცერთი წუთი გამიტარებია. ასე გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის მეტი უზრუნველი მომენტი გავიმეტო.
7. ჩვენი საქმე მხოლოდ ჩვენივე პასუხისმგებლობაა
სირთულე, დედლაინები, სტრესი არ გაივლის თუ საკუთარ თავზე ზრუნვას არ დავიწყებთ, არც ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აიღებს ვინმე საკუთარ თავზე. ოლივია ყოველდღიურად ქვიშას ქექავს, რადგან ეს მისი გასაკეთებელია, მუდმივად ცდილობს ყველაფერი სწორად ქნას, რაც ინსტიქტების დამსახურებაა. მე კი გადაწყვეტილების მიღება შემიძლია და მაინც ველოდები სასწაულს, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის. კიდევ კარგი კატისგან მაინც ვისწავლე პასუხისმგებლობის აღება.
8. დანაკარგს ყოველდღიურად ვეჩვევით
როცა ოლივია შევიყვარე სასწრაფოდ კატების ცხოვრების ხანგრძლივობა დავგუგლე. ადამიანური დანაკარგების გამოცდილების გამო ყოველი ახალი კავშირი მაფრთხობდა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ კატები ჩვენზე ბევრად ნაკლებს ცხოვრობენ შფოთვა კი არ გამიმძაფრა, დამამშვიდა. ყველა ურთიერთობას აქვს ჩარჩო, რომლის იქეთაც ახალი კავშირები იწყება, ეს გარდაუვალია და არც ის ვიცით ეს ჩარჩო რამდენად პატარაა. ახლა ვცდილობ ადამიანებისთვის მეტად კომფორტული ვიყო და ისიც უკეთ გავიაზრე, რომ გარანტირებული არაფერია.
9. მუდმივად ვიცვლებით
ეს სტატია მთლიანად ცვლილებებზე და მათზე დაკვირვება იმის გააზრებასაც აადვილებს, რომ ჩვენში ბევრი დაფარული ნაწილია, რომელსაც ერთ დღეს აღმოვაჩენთ. მთავარია ცვლილებებისთვის მზად ვიყოთ და საკუთარი თავი ჩამოყალიბებულ, სრულ მოცემულობად კი არ მივიღოთ, არამედ მუდმივად შექმნის სილამაზით დავტკბეთ.
10. და ბოლოს, ყველანი ეგოისტები ვართ
ოლივიას ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ამის მჯეროდეს. ის დიდად კონტაქტური არ არის და როცა სტუმართან ზედმეტად იხსნება მცირედი ეჭვი მაინც მიღრღნის გულს, არადა ახალ ადამიანებთან ურთიერთობა მისთვის კარგი გასართობი და აუცილებელიც კია. ამ ამბის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ყველანი ეგოისტები ვართ და საკუთარ თავზე მეტად არავინ გვიყვარს, უბრალოდ ამ პროცესში სხვების არანაკლებ შეყვარებასაც ვსწავლობთ.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა











კომენტარები