არ გადაყარო, ჩააბარე — დედამიწის კვირეული თეგეტა მოტორსთან ერთად გრძელდება
ფოტო: თეგეტა მოტორსი
· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი
დედამიწის დღე 2025 — გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება თეგეტა მოტორსი და მოქალაქეებს გარემოზე ზრუნვის შესაძლებლობას აძლევს. 25 აპრილის ჩათვლით, კომპანიის ელექტრომობილი თბილისის უბნებში ივლის და საავტომობილო ნარჩენებს — აკუმულატორებს, საბურავებსა და ზეთებს ჩაიბარებს. ბრენდირებული ელექტრომობილი უკვე იმყოფებოდა დიდ დიღომში, გლდანსა და ავლაბარში. მოქალაქეები საავტომობილო ნარჩენების ჩაბარებას დღეს, 23 აპრილს, 15:00 საათიდან შეძლებენ ვარკეთილში, 24 აპრილს — თემქასა და ნაძალადევში; 25 აპრილს — საბურთალოსა და დიდუბეში.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას "თეგეტა გრინ პლანეტი" უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო პროდუქტები პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ განხორციელდა, დედამიწას სერიოზული ზიანი მიადგება. სწორედ ამიტომ გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსმა ბიზნესპროცესის განუყოფელ ნაწილად აქცია. კომპანიას მუდმივად გააქვს ნარჩენები, გადაამუშავებს და მათ ახალ სიცოცხლეს სძენს.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
გარემოსდაცვით აქტივობაში ჩართული მოქალაქეები, რომლებიც ნარჩენებს ჩააბარებენ, კომპანიისგან მიიღებენ სიმბოლურ საჩუქრებს და თეგეტა ქარდზე 25%-იან ქეშბექს Bridgestone-ის, Varta-ს, Mobil-ისა და Petronas-ის სრულ ასორტიმენტზე.
აღნიშნული პრემიუმ ბრენდები პროდუქციის წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებენ. მათ შორის არის Varta, რომლის აკუმულატორებიც 90%-მდე გადამუშავებადია, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას. პარალელურად კი კომპანია ახალ პროდუქციას ეკომეგობრულ წყაროებზე დაყრდნობით აწარმოვებს. ბრენდის აკუმულატორებში გამოყენებული ტყვია გადამუშავებულია და კვლავ ბრუნდება წარმოებაში, ეს კი ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ამცირებს. ახასიათებს ენერგოეფექტურობაც — მისი ბატარეიები გამოირჩევა ხანგრძლივი მუშაობით, რაც აკუმულატორების ნაკლებ მოხმარებასა და, შესაბამისად, ნაკლებ ნარჩენს ნიშნავს. Varta-ს Start-Stop ტიპის ბატარეები ხელს უწყობს საწვავის მოხმარების შემცირებას და, შესაბამისად, ამცირებს CO₂ ემისიას.
Petronas — საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელი გლობალური ბრენდი ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს. შესაბამისად, მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელი და ეკომეგობრულია. ამ გზით კომპანია ცდილობს, შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება და 2050 წლისთვის მიზნად ისახავს, მიაღწიოს ნულოვან ემისიებს. „თეგეტა მოტორსი“ 2022 წლიდან ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია.
Bridgestone — მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი მომხმარებელს ეკომეგობრულ ხაზს სთავაზობს. Bridgestone Ecopia ახალი სტანდარტია საბურავების წარმოების სფეროში. ისინი ორჯერ უფრო გამძლე და მდგრადია და ორჯერ უფრო მეტხანს ემსახურება მომხმარებელს. ასევე უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და არის 75%-ით გადამუშავებადი.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები