მოქალაქეებს 5000-ლარიანი ჯარიმის შეტყობინებები ავტო-ჯარიმების sms-ებით დაეგზავნათ — შსს ამას ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს
დღეს, მოქალაქეებს 5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ შეტყობინებები ავტო-ჯარიმების sms-ებით დაეგზავნათ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. Facebook-ზე არაერთმა მოქალაქემ დაწერა, რომ მანქანით არასწორად გადაადგილებისთვის ან არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმეს, მათ ნაწილს კი ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.
ფაქტის შესახებ ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. სადაც ვკითხულობთ, რომ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები ავტომატურად გამოქვეყნდა, რის გამოც მიუვიდათ მოქალაქეებს ტექსტური შეტყობინებები. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მანქანის ჯარიმის სახით მისული შეტყობინებები ტექნიკურ ხარვეზია და ამ ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ("შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლ ტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს," — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
5000-ლარიანი ჯარიმები ავტომობილის SMS-ჯარიმებით
23 აპრილს მოქალაქეებმა SMS-შეტყობინებები მიიღეს, სადაც ეწერა, რომ მათი სატრანსპორტო საშუალება ადმინისტრაციული მუხლით დაჯარიმდა.
"თქვენი სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით: null დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლის მე-5 ნაწილით, ქალაქი თბილისი, რუსთაველის მიმდებარედ"
საქმე იმაშია, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების ნაწილი წერს, რომ სატრანსპორტო საშუალება საერთოდ არ ჰყავს. სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მანქანის არასწორი პარკირებისთვის 5000 ლარით დაჯარიმდა. ამ დროს მას ავტომობილი საერთოდ არ ჰყავს.
დათო სიმონიამაც ანალოგიური შინაარსის შეტყობინება მიიღო, თუმცა არც მას ჰყავს მანქანა. სი წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ შეტყობინების პირველ ნაწილს ყურადღება არ მიაქციოს.
"დღეს მიღებული შეტყობინების მიხედვით, ჩემი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით დაჯარიმდა ადმინისტრაციულის 174-ე მუხლით. ანუ ჩემმა ტრანსპორტმა, რომელიც არასდროს მყოლია, დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის წესი.
საპატრულოს ქოლ-ცენტრში მითხრეს, შეტყობინების პირველ წინადადებას ყურადღება არ მიაქციო, რუსთაველის გადაკეტვისთვის დაგაჯარიმესო. არც გზა გადამიკეტავს არასდროს. მსგავსი შეტყობინება მიუვიდა ბევრს. მათ შორის მათაც, ვისაც ჩემსავით არასდროს ჰყოლია სატრანსპორტო საშუალება და არც გზა გადაუკეტავს," — დაწერა დათო სიმონიამ ფეისბუქზე.
საზოგადოებაში გაურკვევლობა იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ეხება, მისი მე-5 ნაწილში კი ნათქვამია, რომ დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით — ეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონია, რომელიც ქართულმა ოცნებამ გზის გადაკეტვაზე 2025 წლის დასაწყისში მიიღო.
შსს-ს გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები ადრესატებთან პირადად მიჰქონდა ან მოქალაქეს უკავშირდებოდნენ, რომ შესაბამის სამმართველოში გამოცხადებულიყო ჯარიმის ასაღებად და შემდგომში გასასაჩივრებლად.
SMS-შეტყობინებების სისტემას შსს ამ დრომდე მხოლოდ სამანქანო ჯარიმებთან დაკავშირებით იყენებდა.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ უწყებამ ერთგვარად "გაამარტივა" ჯარიმების ჩაბარების პროცესი და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ მიუხედავად ტექნიკური ხარვეზისა, მათ ჯარიმა რეალურად დაეწერათ და უნდა გაასაჩივრონ.
"აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად," — ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები